Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ომბუდსმენი ფემიციდის შემთხვევებზე ზედამხედველობას განახორციელებს

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2017-04-13

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში ფემიციდის მონიტორინგის სისტემა იქმნება. ომბუდსმენის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატი დეტალურად შეისწავლის ფემიციდის ყველა შემთხვევას და გააკონტროლებს სამართალდამცავ სტრუქტურებში საქმეების მიმდინარეობას როგორც გამოძიების ეტაპზე, ასევე შეისწავლის სასამართლოში საქმის წარმოების პროცესებს.

 

ამასთან დაკავშირებით განცხადება ნანუაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა ესწრებოდა. მისი თქმით, ზედამხედველობის პროცესში სახელმწიფო, არასამთავრობო და უფლებადამცველი ორგანიზაციების მხარდაჭერის მოლოდინი აქვთ.

 

 

“ვაცნობიერებთ რა ფემიციდის, როგორც დანაშაულის სიმძიმესა და უარყოფით გავლენას ქვეყანაში გენდერული თანასწორობის მიღწევისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით და ვიზიარებთ გაეროს სპეციალური მომხსნებლის რეკომენდაციას ფემიციდის მონიტორინგის სისტემის შექმენის შესახებ, ვაცხადებ, რომ სახალხო დამცველი იქნება ის ინსტიტუტი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს ქალთა გენდერული ნიშნით მოტივირებულ მკვლელობის, მკვლელობის მცდელობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ყველა შემთხვევას მისთვის კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში,” – აცხადებს სახალხო დამცველი.

 

უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების მასშტაბები შემაშფოთებელია. 2016 წელს ჯამში 21 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 2017 წელს უკვე 4. რამდენიმე დღის წინ ქმარმა, გულმკერდის არეში დანით მიყენებული 8 ჭრილობის შედეგად ადგილზე მოკლა ცოლი.

 

პრობლემის მოსაგვარებლად კი სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა. ომბუდსმენი მოითხოვს გაჩნდეს საქართველოს კანონმდებლობაში ნორმა ფემიციდთან დაკავშირებით.

 

ომბუდსმენის ოფისი წლიური მონიტორინგის შედეგებს ყოველი წლის 25 ნოემბერს წარადგენს.

 

გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა მიესალმება ომბუდსმენის წამოწყებას და მოუწოდებს სახელმწიფოს აწარმოოს დეტალური სტატისტიკა, მათ შორის მოძალადეთა ასაკობრივ ჯგუფებსა და მათ ურთიერთობებზე მოკლულ ქალებთან.

 

“უნდა გაანალიზდეს, როგორ მუშაობს პროკურატურა, სასამართლო, რა ზომის სასჯელს იღებენ დამნაშავეები. ფემიციდის ზედამხედველობის საბოლოო მიზანი უნდა იყოს მისი პრევენცია,” – ამბობს კვაპილოვა.

 

ფემიციდის შემთხვევების ზედამხედველობის სისტემის შექმნაზე რეკომენდაცია გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა დუბრავკა სიმონოვიჩმა ჯერ კიდევ 2015 წელს მისცა სახელმწიფოს.

ტეგები: საქართველო სახალხო დამცველი ფემიციდი მონიტორინგი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

პროექტის „ასე უფრო მარტივია“ - შემაჯამებელი შეხვედრა

გენდერული კვოტირების შესახებ ახალ კანონპროექტს 37 455 ამომრჩეველი აწერს ხელს

ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვა 2017

 

მიმართვა

პეტიცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ქალ კანდიდატთა მხარდასაჭერად

ხელმოწერა

ქალთა საინფორმაციო ცენტრის განცხადება

ხელმოწერა

ქალები პოლიტიკაში - ახალი დღის წესრიგი!

ხელმოწერა

მიმართვა აფხაზეთში მცხოვრებ ქალებს

ხელმოწერა

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

გენდერული კვოტირებისთვის ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

საფრანგეთის ახალი მინისტრთა კაბინეტის ნახევარი ქალები არიან

პარლამენტმა სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება მოახდინა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

საქართველო სექსტრეფიკინგის და შრომითი ექსპლუატაციის წყარო და სატრანზიტო ქვეყანაა

კონგოში, კობალტის საბადოებში ოთხი წლის ბავშვები მუშაობენ

ირლანდიაში სექსის სანაცვლოდ ფულის გადახდა აიკრძალა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

IWPR
eXTReMe Tracker