Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვა მუნიციპალურ პრაქტიკაში

კატეგორია: ექსკლუზივი 
2017-03-31

31 მარტს ბათუმში იმართება კონფერენცია ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვის შესახებ. კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ სამეგრელოს რეგიონის შვიდი მუნიციპალიტეტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და ასევე  თბილისისა და ბათუმის თვითმმართველობების წარმომადგენლები. სამეგრელო და აჭარა საქართველოს პირველი რეგიონებია, სადაც, თბილისისა და ბათუმის მსგავსად, გენდერული თანასწორობის პრინციპები მუნიციპალურ პრაქტიკაში დაინერგება.

 

კონფერენცია ტარდება ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და  შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გენდერული თანასწორობისათვის გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში.  

 

კონფერენციას გახსნის ბათუმის მერი - გიორგი ერმაკოვი,  ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორი - ელენე რუსეცკაია და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის მენეჯერი - მაკა მეშველიანი.

 

გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვა საქართველოს თვითმმართველობაში თბილისიდან და ბათუმიდან დაიწყო. ეს ქალაქები წარმატებით იყენებენ ისეთ ორგანიზაციულ და ფინანსურ მექანიზმებს, როგორიცაა, მაგალითად, გენდერული საბჭოების დაარსება. კონფერენციის მსვლელობაში თბილისისა და ბათუმის თვითმმართველობების წარმომადგენლები თავის გამოცდილებას გაუზიარებენ სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტებს, სადაც გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გატარებისათვის საჭირო მექანიზმები და მიდგომები უახლოეს მომავალში დაინერგება.

 

კონფერენციაზე განხილულ საკითხებს შორის ასევე არის გენდერული თანასწორობის მიღწევისათვის საჭირო ინსტიტუციური მექანიზმები და თვითმმართველობების ახალი ვალდებულებები გენდერული თანასწორობის კანონში შესული ცვლილებების გათვალისწინებით.

 

კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ბათუმის მერიის, საკრებულოს, გამგეობის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, თბილისის და სამეგრელოს მუნიციპალიტეტების, პარლამენტის გენდერული თანასწორობის  საბჭოს სამდივნოსა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.  

 

ტეგები: გენდერული თანასწორობა მუნიციპალიტეტები ქალთა საინფორმაციო ცენტრი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

საკონსულტაციო შეხვედრა მარნეულის არასამთავრობო ორგანიზაციებთან

გენდერული თანასწორობა ადგილობრივ თვითმმართველობაში - გამოწვევები და შესაძლებლობები

ერთმანეთი დავკარგეთ ბარიკადების ორივე მხარეს - 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ აქცია დაიგეგმა

 

მიმართვა

პეტიცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ქალ კანდიდატთა მხარდასაჭერად

ხელმოწერა

ქალთა საინფორმაციო ცენტრის განცხადება

ხელმოწერა

ქალები პოლიტიკაში - ახალი დღის წესრიგი!

ხელმოწერა

მიმართვა აფხაზეთში მცხოვრებ ქალებს

ხელმოწერა

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ხარაგაულში, გენდერული თანასწორობის საბჭოს მხარდასაჭერად

გენდერული თანასწორობის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გურჯაანის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

თურქეთში ტრეფიკინგის მსხვერპლი საქართველოს სამი მოქალაქე გაათავისუფლეს

ელისონ მეკი სექსუალური მონობისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს

პროსტიტუციასთან დაკავშირებულ დანაშაულებებზე კანონმდებლობა მკაცრდება

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

IWPR
eXTReMe Tracker