Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ზუგდიდში 144 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა

კატეგორია: დევნილები 
2017-03-23

დევნილთა მინისტრის მოადგილეები ზუგდიდის ბინების განაწილებასთან დაკავშირებით დევნილებთან შეხვედრებს მართავენ. დევნილთა და განსახლების სამინისტრო ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, 2 თორმეტსართულიან კორპუსში 144 დევნილ ოჯახს საცხოვრებელ ფართებს გადასცემს,- ამის შესახებ ინფორმაციას ლტოლვილთა სამინისტრო ავრცელებს.


სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა იმ დევნილი ოჯახების სია, რომლებიც ზუგდიდში ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ბინების მფლობელები გახდებიან.

სამინისტროს ცნობით, ზუგდიდში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადი სულ 5237-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო, საიდანაც 144 დევნილი ოჯახი შეირჩა.

ამ ეტაპზე, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, ზუგდიდში 7 ნგრევადი ობიექტი იხურება და იქ მცხოვრები ოჯახები ბინებს ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებენ.

დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეები და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად ხვდებიან იმ დევნილებს, რომლებმაც ამ ეტაპზე ბინები ვერ მიიღეს.

სამინისტროს ზუგდიდის სამმართველოში დევნილების მიღების პროცესი იმ დრომდე გაგრძელდება, სანამ ყველა დაინტერესებული დევნილის შეკითხვას ამომწურავი პასუხი არ გაეცემა. პროცესი ღიაა ნებისმიერი მედიასაშუალებისთვის.


წყარო 

ტეგები: დევნილი განსახლება ზუგდიდი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა

ავსტრიაში პირველად კანცლერად ქალი დაინიშნა

ესპანეთმა აირჩია ყველაზე გენდერულად დაბალანსებული პარლამენტი ევროპაში

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker