Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

თანასწორი შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში

კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2017-03-16

2017 წლის 17 მარტს, თბილისში, სასტუმრო „ჰუალინგ თბილისში“ საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს პატრონაჟით ღონისძიება "თანასწორი შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში" ჩატარდება.


 

ღონისძიებას 500 დელეგატი ეყოლება - ადამიანები, ვინც უკვე შეცვალა, ან აპირებს, რომ შეცვალოს რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ, მათთვის თანასწორი შესაძლებლობების და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის ხელმისაწვდომობის გაზრდით. ისინი საკუთარ მოსაზრებებს, მოტივაციის წყაროებს, კონკრეტულ მაგალითებსა და მიღწევებს წარმოადგენენ.

 

ფოიეში მოწყობილ საგამოფენო სივრცში განთავსებული იქნება: კერძო და მუნიციპალური ინიციატივები, მრავლფეროვანი ხელნაკეთი სუვენირები, ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები და საგნები, რეგიონებში მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოების, ფერმერული მეურნეობების მიერ წარმოებული რძის და თაფლის პროდუქტები, ქართული მატყლი, რეგიონული მედია – გაზეთები და ტელევიზიები, უმსხვილესი ქართული ვეტერინარული საწარმოს პროდუქცია, ბიზნესსაკონსულტაციო ფირმები და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა ასოციაციები. აქვე წარმოდგენილი იქნება ფოტოკონკურსის „ცხოვრება სოფლად“ ფინალისტთა ფოტოსურათები.

 

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, ხელისუფლების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები სპორტის, კულტურის და ბიზნესის სფეროებიდან.

 

ღონისძიება ტარდება საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს და პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის პატრონაჟით.

 

სხვა მხარადმჭერები: ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და აჭარის რეგიონების 19 მუნიციპალიტეტი.

 

ღონისძიების ფასილიტატორია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული მერსი ქორფს-საქართველოს „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამა“. 2008 წლიდან შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო ალიანსების პროგრამის მეშვეობით ხელს უწყობს ბაზრის თანასწორ განვითარებას და სოფლად მცხოვრები ქალების და მამაკაცების საარსებო წყაროს გაუმჯობესებას. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ www.alcp.ge და SDC-ის ოფიციალურ ვებგვერდს.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

ხვალ გლობალური ბიზნეს ფორუმი გაიმართება

პროექტის „ასე უფრო მარტივია“ - შემაჯამებელი შეხვედრა

გენდერული კვოტირების შესახებ ახალ კანონპროექტს 37 455 ამომრჩეველი აწერს ხელს

 

მიმართვა

პეტიცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ქალ კანდიდატთა მხარდასაჭერად

ხელმოწერა

ქალთა საინფორმაციო ცენტრის განცხადება

ხელმოწერა

ქალები პოლიტიკაში - ახალი დღის წესრიგი!

ხელმოწერა

მიმართვა აფხაზეთში მცხოვრებ ქალებს

ხელმოწერა

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

დორის ლოითჰარდი– შვეიცარიის პრეზიდენტი ქალი

24 ქალი და 36 კაცი - ევროპულმა საქართველომ თბილისში კანდიდატების სია გამოაქვეყნა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის საარჩევნო სია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

მონობაში მყოფ ადამიანთა შორის ქალები და გოგონები უმრავლესობას შეადგენენ

დიდ ბრიტანეთში უკრაინელების მონად გაყიდვას აპირებდნენ

ადამიანის ვაჭრობაში ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

IWPR
eXTReMe Tracker