Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

გენდერული საბჭოს პირველი სხდომა ხარაგაულში

კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2017-03-13

ხარაგაულში გენდერული საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ საკრებულოსთან შექმნილი გენდერული საბჭოს წევრებს საბჭოს დებულება გააცნო.

დებულების მიხედვით, გენდერული საბჭოს თავმჯდომარე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეა, ხოლო მდივანი – მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწე გენდერულ საკითხებში.

გენდერული საბჭოს წევრებმა თავმჯდომარის მოადგილედ ოთარ ლურსმანაშვილი ღია კენჭისყრით აირჩიეს. ის ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელია.

გენდერული საბჭოს წევრის, ქეთევან ზუმბაძის თქმით, კარგი იქნება თუ საბჭოს წევრები კვალიფიციური ტრენერის ტრენინგებს გაივლიან. „ეს დაგვეხმარება უკეთესად დავგეგმოთ საბჭოს შემდგომი საქმიანობა,“  – აღნიშნა ქეთევან ზუმბაძემ.

გენდერული საბჭოს მდივნის, ინგა ბერაძის ინფორმაციით, გენდერული საბჭოს საქმიანობის შესახებ სხვადასხვა ორგანიზაციებსა და სამსახურებში პრეზენტაციები გაიმართება.

 

გენდერულ საბჭოს ახალი წევრები პავლე თავზარაშვილი და მარინე ხვედელიძე დაემატნენ.

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან გენდერული საბჭო საკრებულოს 6 მარტის სხდომაზე შეიქმნა.


წყარო 

ტეგები: ხარაგაულის მუნიციპალიტეტი საკრებულო გენდერული საბჭო

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker