Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ სექსუალურ შევიწროვებაზე ადმინისტრაციული სასჯელი დაწესდეს

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2017-02-27

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე ფიქრობს, რომ სექსუალურ შევიწროვებაზე სისხლის სამართლის დანაშაული არ უნდა იყოს. ამ ნორმის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ გათვალისწინებაზე კი, შეიძლება იმსჯელონ.


 

„სექსუალური შევიწროვების საკითხი კანონპროექტების დამუშავების პროცესში არაერთხელ გამხდარა დიალოგის და მსჯელობის საგანი.

 

კონვენციის შესაბამის მუხლში ნათქვამია, რომ ამაზე სისხლის სამართლებრივი ან სხვა სანქციები უნდა გატარდეს, ეს ნიშნავს, რომ სისხლის სამართლებრივ დანაშაულად გამოცხადება ამგვარი ქმედების სავალდებულო არ არის. სხვა სანქციებში, ვვარაუდობ, რომ უნდა იგულისხმებოდეს, მათ შორის სამოქალაქო სამართლებრივიც, თუ ამას დააწესებს სასამართლო. სამოქალაქო სამართლებრივი, ასე ვთქვათ, პასუხის დაკისრება, სასამართლოს შეუძლია შრომის კოდექსიდან გამომდინარე. „შრომის კოდექსის“ შესაბამის მუხლში ჩვენ გვაქვს რაღაც ამგვარი, ასევე „გენდერული თანასწორობის“ კანონში, რაც ნიშნავს, რომ სამოქალაქო წესით, ამგვარი ქმედების გასაჩივრება შესაძლებელია, ამგვარი ქმედების ჩამდენისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესაძლებლობაც არის კანონმდებლობით გათვალისიწნებული, საკმარისია თუ არა ეს, ეს სხვა საკითხია.

 

ჩემი აზრით სისხლის სამართლებრივამდე არც ერთ შემთხვევაში არ უნდა წავიდეთ, ადმინისტრაციულამდე შეგვიძლია წავიდეთ, მაგრამ ამაზეც შეგვიძლია გავაგრძლოთ მსჯელობა. კიდევ ვიმსჯლეოთ იმაზე, რომ მაგალითად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გავითვალისწინოთ თუ არა ამგვარი, ნორმის შემაგდენლობაზე რა თქმა უნდა სერიოზული მუშაობა მოგვიწევს. ისე არ მოხდეს, მაგალითად ქალს კარს რომ გამოუღებ და ჟესტით შესთავაზებ, გაიაროს, უცბად ვიღაცამ არ გაიფიქროს, რომ ამით რაღაცას დავეძებ მე“, - აღნიშნა ალექსანდრე ბარამიძემ.

 

 

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

პროექტის „ასე უფრო მარტივია“ - შემაჯამებელი შეხვედრა

გენდერული კვოტირების შესახებ ახალ კანონპროექტს 37 455 ამომრჩეველი აწერს ხელს

ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვა 2017

 

მიმართვა

პეტიცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ქალ კანდიდატთა მხარდასაჭერად

ხელმოწერა

ქალთა საინფორმაციო ცენტრის განცხადება

ხელმოწერა

ქალები პოლიტიკაში - ახალი დღის წესრიგი!

ხელმოწერა

მიმართვა აფხაზეთში მცხოვრებ ქალებს

ხელმოწერა

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

NDI: გამოკითხულთა 49%თვის მნიშვნელოვანია გენდერული ბალანსი პატრიაში

19 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

არ არსებობს კარი, რომელსაც ჩვენ ვერ შევაღებთ!

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ადამიანის ვაჭრობაში ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საქართველო სექსტრეფიკინგის და შრომითი ექსპლუატაციის წყარო და სატრანზიტო ქვეყანაა

კონგოში, კობალტის საბადოებში ოთხი წლის ბავშვები მუშაობენ

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

IWPR
eXTReMe Tracker