კატეგორია: ეს საინტერესოა  2017-02-15
თითქმის 1 წლიანი პაუზის შემდეგ მამაკაცების ჟურნალ Playboy-ში შიშველი
მოდელების ფოტოები ისევ დაბრუნდება. ჟურნალმა რადიკალური ცვლილებები 2015 წელს იმით
ახსნა, რომ ინტერნეტში გამოქვეყნებული შიშველი ფოტოები და ეროტიული კონტენტი ბეჭდურ
მედიაში იმავე მიმართულებას მოძველებულად აქცევდა.
"სიშიშვლე ნორმალურია" ამ წარწერით და პირვანდელი ფორმატით ჟურნალმა მომდევნო
ნომრის ყდა უკვე გაასაჯაროვა. Playboy-ს კრეატიურლი დირექტორი, მისი დამაარსებლის
ჰიუ ჰეფნერის შვილი, კუპერ ჰეფნერი აცხადებს რომ ჟურნალი ამ ნაბიჯით საკუთარ
იდენტობას იბრუნებს.
Playboy 1953 წლიდან გამოდის და მის ფურცლებზე არაერთი ვარსკვლავი ქალის შიშველი
ფოტო დაბეჭდილა. მათ შორის იყო მერლინ მონრო, პამელა ანდერსონი, მადონა, სინდი
კროუფორდი, ნაომი ქემბელი და სხვა.
|