Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

74 დაღუპული, 52 მძევლად აყვანილი და ასეულობით დაპატიმრებული ჟურნალისტი

კატეგორია: მოვლენები 
2016-12-19

ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ყოველწლიური ანგარისი გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად 2016 წელს მოვალეობის შესრულების დროს 74 მედიის წარმომადგენელი დაიღუპა. მათგან 58 ჟურნალისტი, 9 ონლაინ-აქტივისტი და 8 მედია ასისტენტია, რომელთაგან ზოგი მუშაობის დროს დაიღუპა, ზოგი კი მოკლეს. 2015 წელს წელს ეს რიცხვი 101 იყო.

 

ანგარიშის თანახმად ჟურნალისტური მუშაობისთვის სახიფათო ქვეყნებია სირია, ერაყი, ლიბია, იემენი, ავღანეთი, ბერუნდი. განსაკუთრებით საგანგაშო მექსიკის მონაცემებია სადაც წელს 9 ჟურნალისტი მოკლეს.

 

დაღუპულ ჟურნალისტთა უმრავლესობა მიზანმიმართული მკვლელობის მსხვერპლი გახდა, ავღანეთში დაღუპული 10 ჟურნალისტიდან 7 თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მათი მიკროავტობუსის აფეთქებას ემსხვერპლა.

 

RSF-ის გენერალურმა მდივნის კრისტოფ დელუარის თქმით, ჟურნალისტებზე ძალადობა უფრო და უფრო მიზანმიმართული ხდება:

 

„ისინი მიზანმიმართულად მოკლეს იმიტომ, რომ ისინი ჟურნალისტები იყვნენ, ეს საგანგაშო სიტუაციაა და აჩვენებს საერთაშორისო ინიციატივების აშკარა მარცხს ჟურნალისტების დაცვასთან მიმართებაში. ეს თავისუფალი მედიისთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენია ისეთ რეგიონებში სადაც ცენზურა, პროპაგანდა და ექსტრემისტული დაჯგუფებებია.“ განაცხადა კრისტოფ დელუარმა და გაეროს ჟურნალისტების დაცვისთვის უფრო ქმედითი მექანიზმის შემუშავება მოსთხოვა.

 

ჟურნალისტებისთვის ყველაზე სახიფათო ქვეყნად სირია დასახელდა, რომელსაც ავღანეთი მოსდევს. ჟურნალისტების უმეტესობა საკუთარ ქვეყანაში დაიღუპა.

 

ამ დროისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საპატიმროში 348 ჟურნალისტი იმყოფება, მათი რაოდენობა 2015 წელტან შედარებით 6%-ით არის გაზრდილი. მედიის 100 ზე მეტი წარმომადგენლის დაპატიმრება თურქეთში ვერშემდგარი გადატრიალების შემდეგ მოხდა. სხვადასხვა კონფლიქტის ზონაში მძევლად აყვანილია 52 ჟურნალისტი.


წყარო 

ტეგები: ანგარიში ჟურნალისტი რეპორტიორები საზღვრებს გარეშე

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker