Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ახალგაზრდა მეღვინე გოგონა ართანადან, გოგოური ბრენდით GOGOWINE

კატეგორია: ეს საინტერესოა 
2016-06-27

ქეთევან ბერიშვილი 27 წლის მეღვინეა. სულ 2 თვის წინ დაიწყო აქტიური საქმიანობა ამ სფეროში და უკვე თავის ბრენდს აწარმოებს. GOGOWINE ნატურალური ღვინოა ართანას ვენახებიდან, რომელიც ქვევრშია დაყენებული. ქეთევანმა ბრენდს თავისი გემოვნებით შეურჩია დიზაინი, თბილისის რამდენიმე მაღაზიაში გასაყიდად გაიტანა და ახლო მომავალში საზღვარგარეთაც აპირებს მის წარდგენას. მან მარკეტერს უამბო, თუ რატომ გახდა მეღვინე და რას საქმიანობდა, სანამ რადიკალურად შეცვლიდა თავისი ცხოვრების გზას.


 

M: რა პროფესიის ხარ და რას საქმიანობდი, სანამ მეღვინე გახდებოდი?

 

პროფესიით ფრანგული ენის თარჯიმანი ვარ. საფრანგეთშიც ვიყავი სასწავლებლად წასული. შემდეგ მაგისტრატურა დავამთავრე GIPA-ში, PR მენეჯერის მიმართულებით, თუმცა, ამ პროფესიით არ მიმუშავია. მაგისტრატურის დასრულების შემდეგ, 4 წელი ბანკში ვმუშაობდი, დირექტორის თანაშემწედ და 2 თვეა, რაც წამოვედი.

 

M: როგორ დაიწყეთ მეღვინეობა და რატომ გადაწყვიტეთ ამ სფეროში წამოსვლა?

 

მამაჩემია მეღვინე და წლებია ღვინოსთან შეხება მეც მაქვს. რთველში სისტემატურად ვერთვებოდი და მამასაც ვეხმარებოდი ღვინის წარმოებაში, რამდენჯერმე ღვინის გამოფენაზეც ვიყავი, სადაც ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი და ჩვენი ღვინოც წარვადგინე. მამაჩემი უკვე 15 წელია სოფელ ართანაში ჩვენს ვენახებს უვლის და „ართანული ღვინო“ უკვე წლებია, რაც ბაზარზეა. მამის მაგალითზე, მეც გადავწყვიტე მეცადა და დამეწყო ღვინის დაყენება. შევქმენი საკუთარი ბრენდი და წელს პირველად გამოვუშვით GOGOWINE. იმის მიუხედავად, რომ ბანკში კარგ ადამიანებთან მიწევდა ურთიერთობა და მათი ძალიან მადლიერი ვარ ბევრი რამისთვის, მაინც ვერ ვგრძნობდი თავს საკუთარ ამპლუაში, რადგან ეს არასდროს ყოფილა ჩემი სფერო. ღვინომ მომცა ბიძგი, რომ სტაბილურ ცხოვრებაზე უარი მეთქვა და ფაქტობრივად, გადავსახლებულიყავი სოფელში, სადაც ბევრად უფრო ბედნიერად ვგრძნობ თავს.

 

M: როგორ შეარჩიეთ სახელი?

 

ვინაიდან, ძირითადად, საზღვარგარეთ გვიწევს ღვინის წარდგენა და აქაც, უფრო მეტად ტურისტები იძენენ ჩვენს ღვინოს, მინდოდა, რომ მარტივად აღსაქმელი და დასამახსოვრებელი სახელი შემერჩია. გადავწყვიტე, რომ ჩემი ღვინოც გოგო ყოფილიყო და დავარქვი – GOGOWINE. მინდოდა, შეფუთვაც თანამედროვე ჰქონოდა და დიზაინი თავად შევურჩიე.

 

 

 

 

M: სად შეგვიძლია ვიხილოთ თქვენი ღვინო?

 

ჯერჯერობით, რამდენიმე ნატურალური ღვინის მაღაზიასა და რესტორანში. რა რაოდენობის ღვინოც ახლა გვაქვს, რა თქმა უნდა, ზღვაში წვეთია, თუმცა ვცდილობთ, რომ ნატურალურ ღვინოს პოპულარიზება გავუწიოთ: ის ნაწილი, რაც ამ ეტაპზე იყიდება, ძირითადად ქვევრის ღვინოა.


M: როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო ამ ბიზნესში წარმატებისთვის?

 

ვფიქრობ, დიდი დრო უნდა გაატარო იქ, სადაც აწარმოებ ამ ყველაფერს და ეცადო, რომ დააყენო ნატურალური ღვინო, ყურძნის მოყვანაში მინიმალური ჩარევით. ჩვენი ოჯახის მოსაზრებით, ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მცირე მარნებმა უნდა აწარმოონ ღვინო. ასე შეგვიძლია ბევრ წარმატებას მივაღწიოთ და განსაკუთრებულებიც ვიყოთ, ვინაიდან, ქვევრიც განსაკუთრებული ფენომენია. ამ ეტაპისთვის არ ვთვლი, რომ წარმატებული ბიზნესმენი ვარ, არამედ ერთი ჩვეულებრივი გოგო, რომელმაც მოსინჯა ეს საქმიანობა და ვფიქრობ, ასე თუ ისე, რისკმა გაამართლა.

 

M: რა სამომავლო გეგმები გაქვთ?

 

ცოტა ხნის წინ შევიძინეთ ვენახი და მომავალ წელს უკვე გაზრდილი წარმოება გვექნება. საზღვარგარეთ გატანასაც ვაპირებ. ამ ეტაპზე გვინდა, რომ ამერიკაში გავუშვათ ბრენდი და ახლა ღვინის ეროვნული სააგენტოდან ამის თაობაზე ველოდებით პასუხს. ჩვენ ყურძენს არ ვყიდულობთ და ჩვენი ვენახებიდან რისი რესურსიცაა, მხოლოდ იმას ვიყენებთ. მომავალში ვენახებს კიდევ უფრო გავზრდით და შესაბამისად, ვეცდებით, წარმოებაც განვავითაროთ.


წყარო 

ტეგები: ქეთევან ბერიშვილი GOGOWINE მეღვინეობა

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

ევროპარლამენტმა ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორის პოსტზე ლაგარდი აირჩია

NDI: გამოკითხულთა 46% აზრით, პარლამენტის წევრთა 50 %- ს ქალები უნდა შეადგენდნენ

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker