Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

კასპის რაიონში 17 წლის ვაჟმა 14 წლის გოგონაზე იქორწინა

კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2016-03-09

კასპის რაიონის ერთ-ერთ აზერბაიჯანულ სოფელში 17 წლის ვაჟმა 14 წლის გოგონაზე იქორწინა.

 

ამ ფაქტის შესწავლა სახალხო დამცველის აპარატმა სოციალური მომსახურების სააგენტოსა და განათლების სამინისტროს რაიონული ფილიალების წარმომადგენლებს დაავალა.

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელმა ქეთევან გეჯაძემ ახსნა-განმარტება ჯანდაცვის მინისტრს გადაუგზავნა, ხოლო განათლების რესურს-ცენტრი სკოლის დირექტორის ინფორმაციას ეყრდნობა.

 

სოციალური მომსახურების სააგენტოში აღნიშნავენ, რომ სკოლის მოსწავლეებმა 2015 წლის ოქტომბერში იქორწინეს. საქმის კურსში თავიდანვე სკოლის ადმინისტრაცია და, შესაბამისად, სააგენტოც იყო.

 

სოციალური მომსახურების სააგენტოში აღნიშნავენ, რომ აღნიშნულ სოფელში ნაადრევ ასაკში ქორწინების შემთხვევები ტრადიციულია.

 

"ეს თვით სკოლის დირექტორმაც აღნიშნა ჩვენთან საუბარში.“ - გვითხრა სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა ქეთევან გეჯაძემ. მისი თქმით, დირექტორთან ერთად ოჯახში იმყოფებოდა.

 

ნახეს, რომ ვაჟის მშობლები შეძლებულები არიან, შესაბამისად, ჩაითვალა, რომ ახლადდაქორწინებულ წყვილის მშობლებს ახალგაზდებისთვის სწავლა-განათლების მიცემა არ გაუჭირდებათ.

 

"ის ფაქტი, რომ ადრეულ ასაკში იქორწინეს, მათთვის და მათი ოჯახებისთვის ჩვეულებრივი ამბავია, უფრო მეტიც, ადრეულ ასაკში ქორწინება მათ ტრადიციათ აქვთ. სახალხო დამცველმა სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს მოგვიწოდა, რომ სრულყოფილად შეგვესწავლა შემთხვევა, ჩვენ რა თქმა უნდა მაშინვე დავიწყეთ აღნიშნული საქმის შესწავლა. მივედით აღნიშნულ ოჯახში, სადაც გაირკვა, რომ ოჯახი რომელშიც 14 წლის გოგონა გათხოვდა, მატერიალურად საკმაოდ შეძლებულია. პირობები, რომელშიც ეს გოგონა ცხოვრობს, აბსოლუტურად დაცული და უსაფრთხოა. ჩვენს მიერ უკვე დაიწერა ახსნა განმარტება, რომელსაც დღეს გადავგზავნით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის სამინისტროში “ - ამბობს ქეთევან გეჯაძე.

 

ქეთევან გეჯაძე სკოლის დირექტორსაც შეხვდა.

 

„მე ვესაუბრე სკოლის დირექტორს და მითხრა, რომ მათთან ხშირად ხდება ესეთი რაღაცეები, არასრულწლოვნებს, ძირითადად, პატარა ასაკიდან ურჩევენ საქმროს, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა და არც დირექტორისთვის აღმოჩნდა გასაკვირი. სკოლის დირექტორი დაგვპირდა, რომ ის მაინც მოუწოდებს სკოლის მოსწავლეებს, რომ თავი შეიკავონ აღნიშნული ქმედებისგან ძალიან ადრეულ ასაკში, თუმცა რამდენად შესაძლებელი იქნება, ეს არ ვიცი“. - ამბობს ქეთევან გეჯაძე.

 

კასპის რაიონში რამდენიმე აზერბაიჯანული სოფელია.

 

სკოლის დირექტორიც აზერბაიჯანელია, რომელმაც სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებთან შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ აღნიშნული არასრულწლოვნების ქორწინება მათ სოფელში პირველი შემთხვევა არ არის.

 

2016 წლის 24 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა 14 წლის თ.ა.–ს ადრეულ ასაკში ქორწინების ფაქტთან დაკავშირებით არაეფექტური რეაგირების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა და აღნიშნული საქმის სრულყოფილად შესწავლისკენ მოუწოდა.

 

საქართველოს სახალხო დამცველის შესწავლის შედეგებმა ცხადყო, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ თ.ა-ს ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევა სრულყოფილად არ შეისწავლა.

 

სახალხო დამცველის შეშფოთებას იწვევს სოციალური მომსახურების სააგენტოს ინიციატივით არასრულწლოვნების და მათი მშობლების მიერ დაწერილი ხელწერილები, რომლებიც ადასტურებდა ბავშვის ინტერესების უგულვებელყოფას და მშობლების პასუხისმგებლობის დაყენების საკითხს, თუმცა ამ ხელწერილებს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანო პრობლემის არარსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებად იყენებდა.

 

 

წყარო 

ტეგები: საქართველო სახალხო დამცველი ადრეული ქორწინება კასპი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker