Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

შეიარაღებული კონფლიქტები და გარემო

ქეთევან ნოზაძე
კატეგორია: ექსკლუზივი 
2015-06-02

საქართველოს პარლამენტში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „შეიარაღებული კონფლიქტები და გარემო" სადაც ექსპერტებთან და პოლიტიკოსებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კავკასიიდან, ასევე დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის 24 ქვეყნიდან.

 

თავდაპირველად კონფერენციის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მიმართა.

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი თვლის, რომ საფრთხეები, რომლებიც გარემოსდაცვით პროცესებს უკავშირდება აერთიანებს კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარეს.

 

პანელ–დისკუსიის მონაწილემ - ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ელენე რუსეცკაიამ ისაუბრა გენდერულ საკითხებზე კონფლიქტის რეგიონში და ასევე შეეხო დევნილების მდგომარეობას.

 

საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელმა მექა ხანგოშვილმა თავის გამოსვლაში ისაუბრა ჩეჩნების მიმართ იმ დანაშაულობებზე, რომლებიც ჩადენილი იყო ჩეჩნეთის ბოლო ორ ომში.

 

კონფერენციის მიზანია შეიარაღებულ კონფლიქტებსა და პოსტკონფლიქტურ პირობებში ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების საკითხების, პრობლემების მოგვარების პროცესში ექსპერტების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების როლის განხილვა.

 


კონფერენცია არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო" -სა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო ქსელი დედამიწის მეგობრები ევროპის" (FoEE) ორგანიზებით გაიმართა, ხოლო მხარდამჭერია „ევროპელი ქალები უკეთესი მომავლისთვის" (WECF)

 

ტეგები: საქართველო პარლამენტი კონფლიქტები გარემო

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნიდერლანდებში კომპანიებს საბჭოებში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით 30%-იანი კვოტა დაუწესეს

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker