Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

პოსტერების კონკურსი ძალადობის თემაზე

ქალთა საინფორმაციო ცენტრი
კატეგორია: ექსკლუზივი 
2014-11-27

ქალთა საინფორმაციო ცენტრმა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან ერთად, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ პოსტერების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა.

 

კონკურსის ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც აკადემიის პროფესორები და ცენტრის წარმომადგენლები შედიოდნენ ორი საუკეთესო ნამუშევარი შეარჩიეს. ქეთი ლებანიძე და თათული ასაკიშვილი საუკეთესო პოსტერების ავტორები გახდნენ. მესამე გამარჯვებულის ვინაობას კი ქალთა სიანფორმაციო ცენტრის ფეისბუქ გვერდის მომხმარებლები გამოავლენენ ლაიქების მეშვეობით https://www.facebook.com/WICgeorgia-ზე.

 

აკადემიის სტუდენტებს საკონკურსო ნამუშევრები  სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანატში ელექტრონული სახით 2014 წლის 1-დან 20 ნოემბრის ჩათვლით უნდა წარედგინათ.

 

კონკურსი ჩატარდა ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის ”თემთა მობილიზება საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიებების გზით ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისათვის” ფარგლებში, რომელსაც ორგანიზაცია ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს.

 

პოსტერების კონკურსის სამივე გამარჯვებული დაჯილდოვდება, პოსტერებს კი ორგანიზაცია საკუთარი აქტივობების განხორციელებისას გამოიყენებს საავტორო უფლებების დაცვით.

 

ტეგები: ქალთა საინფორმაციო ცენტრი სამხატვრო აკადემია ქალთა მიმართ ძალადობა პოსტერები კონკურსი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება

პირველად ბელგიის მთავრობას ქალი უხელმძღვანელებს

ისტორიაში პირველად კოლუმბიის დედაქალაქის მერი ქალი გახდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker