Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ბორჯომში პროექტის ”ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისთვის” პრეზენტაცია გაიმართა

კატეგორია: ეროვნული უმცირესობები 
2014-03-06

ქალთა საინფორმაციო ცენტრი ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს _ USAID-ის მხარდაჭერით, პროექტს ”ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისთვის” იწყებს. პროექტის ფარგლებში პირველი ღონისძიება ერთ-ერთ სამიზნე რეგიონში _ სამცხე-ჯავახეთში, კერძოდ, ბორჯომში 5 მარტს გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო პროექტის ძირითადი ამოცანებისა და დაგეგმილი აქტივობების ადგილობრივი თვითმმართველობისთვის, რეგიონში მოქმედი ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის გაცნობა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქალთა საინფორმაციო ცენტრის, ფონდი ”ტასოს”, ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის, ადგილობრივი ხელისუფლების, მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, სოფლის რწმუნებულები.

პროექტი ხორციელდება ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს - USAID-ის მხარდაჭერით, ფონდ ”ტასოსთან”, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციასთან, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტსა და გალის რაიონში მოქმედ ორგანიზაცია ”ავანგარდთან” პარტნიორობით თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის და გალის მასშტაბით. პროექტის მიზანია სამიზნე რეგიონებში ქალთა პოლიტიკური ჩართულობის ხელშეწყობა სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება თემის მობილიზების გზით და ადგილობრივი საჭიროების კვლევის საფუძველზე.

წყარო 

ტეგები: ქალთა საინფორმაციო ცენტრი სოფლის რწმუნებულები ქალთა პოლიტიკური ჩრთულობა თემის მობილიზაცია

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker