Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

სამოქალაქო საზოგადოება დვანელებს მხარდაჭერას უცხადებს

ნინო ჩიბჩიური
კატეგორია: დევნილები 
2013-10-02

ქარელის რაიონის სოფელი დვანი იქ განვითარებული მოვლენების გამო საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრში მოექცა. ,,მცოცავი ანექსიის“ გასაპროტესტებლად მშვიდობიანი აქციები თითქმის ყოველდღიურად  იმართება. ადგილობრივების მხარდასაჭერად კონფლიქტის ზონაში  ჟურნალისტებთან ერთად სამოქალაქო საზოგადოებაც ჩავიდა.


აღნიშნულთან დაკავშირებით, თელავში სპეციალური გაერთიანებაც დაფუძნდა სახელწოდებით ,,ხელები შორს საქართველოსგან“, რომლის ფარგლებში მისი წარმომადგენლები სოფელ დვანში ჩავიდნენ, ადგილობრივებს გაესაუბრნენ და შემდგომ აქტივობაში გასათვალისწინებლად მათი საჭიროებებიც მოისმინეს. 


მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად სადემარკაციო ხაზის გავლების სამუშაო პროცესი შეჩერებულია. დასახლებული პუნქტიდან 2-3 კმ-ის მოშორებით ე.წ. საზღვრების გავლების შედეგად ამ დროის მონაცემებით ოკუპირებულ ზონაში დაახლოებით 15 ჰა მიწის ფართობია მოქცეული.


დვანელებისთვის უცნობია რა მიმართულებით გააგრძელებენ ე.წ. რუსი მესაზღვრეები მათი მიწების ოკუპაციას. რაც შეეხება იმ სამ ოჯახს, რომლებმაც შექმნილი ვითარების გამო საკუთარი საცხოვრებელი სახლი თავადვე დაშალეს, სამართლებრივად მათ დევნილის სტატუსი და სათანადო კომპენსაცია ეკუთვნით. მათ დასახმარებლად საზოგადოების ნაწილი მუშაობას აქტიურად განაგრძობს.

წყარო: პორტალი GINSC


ტეგები: დვანი საზოგადოება კონფლიქტის ზონა ჟურნალისტები სამოქალაქო საზოგადოება

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker