Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

მსოფლიოს 50 ყველაზე გავლენიანი ადამიანი

ნინო მამუკაძე
კატეგორია: ეს საინტერესოა 
2011-09-12

ამერიკულმა ჟურნალმა „Vanity Fair“, მსოფლიოს 50 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სია გამოაქვეყნა. სიის სათავეში, უმსხვილესი და ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის, Facebook-ის შემქმნელი მარკ ცუკერბერგი აღმოჩნდა.

ჟურნალი, მსგავს რეიტინგს, ყოველწლიურად, უკვე მეჩვიდმეტე წელია აქვეყნებს. მარკ ცუკერბერგი „ელიტის“ სათავეში, ზედიზედ მეორედ მოხვდა. 

„პატარა“ ცუკერბერგის შემოსავალი, საფონდო ბაზარზე მიმდინარე ცვლილებებს თუ გავითვალისწინებთ, 2012 წლისათვის 100 მილიარდი დოლარი იქნება. ამასთან ერთად, 27 წლის მარკი, ყველაზე ახალგაზრდაა მათ შორის, ვინც კი როდისმე ამ სიაში მოხვედრილა.

საპატიო მეორე ადგილი, Google-ს შემქმნელებს, სერგეი ბრინსა და ლარი პეიჯს ხვდათ წილად. ამგვარად, წინა წლისგან განსხვავებით, ამ დუეტმა ერთი საფეხურით ზემოთ გადაინაცვლა.

მესამე ადგილზე, მსოფლიოში ყველაზე მსხვილი და წარმატებული ონლაინ–მაღაზიის Amazon–ის დაამარსებელი ჯეფ ბეზოსია.

ჟურნალმა მეოთხე ადგილი Apple–ის ახალ გენერალურ დირექტორს ტიმ ქუკსა და კომპანიის მთავარ დიზაინერს ჯონათან ივს მიაკუთვნა, ხოლო მეხუთე ადგილზე Twitter–ის შემქმნელი ჯეკ დორსი დაასახელა.

მსოფლიოში ცნობილი და ექსტრავაგანტულობით გამორჩეული მომღერალი ლედი გაგა, ამჯერად რეიტინგის მეცხრე პოზიციაზე აღმოჩნდა. როგორც რეიტინგის ავტორები აცხადებენ, ლედი გაგა, პირველი ქალია, რომელმაც 17 წლის ისტორიის მქონე რეიტინგში, ასე ზემოთ ასვლა შეძლო. 

ჰარი პოტერის წიგნების ციკლის ავტორი, ჯოან როულინგი, 16–ე ადგილს დასჯერდა.

მსოფლიოსათვის კარგად ცნობილი ცუკერბერგისა და ლედი გაგას გარდა, სიაში მათზე არანაკლებ პოპულარული ჰოლივუდელი მსახიობი, ეშტონ კატჩერიც მოხვდა, რომელმაც, გარდა მის მიერ შესრულებული როლებისა, იმითაც გაითქვა სახელი, რომ მასზე ბევრად უფროსი ვარსკვლავი, დემი მური შეირთო ცოლად.

„Vanity Fair“–ის თანამშრომლების თქმით, სიაში მოხვედრილი 50 გავლენიანი ადამიანიდან, 15 მათგანი 40 წელზე ნაკლებისაა. ესენი არიან: ცუკერბერგი, ბრინი და პეიჯი, ლედი გაგა, ენდრიუ მეისონი, შონ პარკერი, რაიან კავანა, ჯერემი სტოპელმანი, ეშტონ კატჩერი, დენის კროული, დენიელ ეკი, მაიკლ და ნიკოლას ჰედები, ჯასტინ ტიმბერლეიკი.

სიაში 14 მილიარდერია: ცუკერბერგი, ბრინი და პეიჯი, ბეზოსი, მარკ პინკუსი, მაიკლ მორისი, ჯოან როულინგი, ჯიმ ბრეიერი, რეიდ ჰოფმანი, ჰერბერტ ალენ მესამე, იური მილნერი, რობინ ლი, პარკერ და პიტერ ტილები.

გავლენიანი ადამიანების რეიტინგში მოხვედრილი რვა ადამიანი, კალიფორნიის სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. გამოცემა, მათ, „სტენფორდულ მაფიად“ მოიხსენიებს.

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

ევროპარლამენტმა ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორის პოსტზე ლაგარდი აირჩია

NDI: გამოკითხულთა 46% აზრით, პარლამენტის წევრთა 50 %- ს ქალები უნდა შეადგენდნენ

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker