Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

რატომ ვერ მისწვდა ჰილარი კლინტონის ხმა ქართველ ემიგრანტ ქალებს ამერიკაში

ხათუნა ჩარკვიანი
კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2010-07-06

მიმდინარე წლის 1-12 მარტს მსოფლიოს სახელმწიფოთა ოფიციალური პირები, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები შეიკრიბნენ გაეროს შტაბ-ბინაში ნიუ-იორკში, რათა მონაწილეობა მიეღოთ ქალთა სტატუსის კომისიის 54-ე სესიის მუშაობაში, რომელიც მიეძღვნა 1995 წელს ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გამართულ მსოფლიოს ქალთა მეოთხე კონგრესის 15 წლისთავს. მონაწილეებმა შეაფასეს, თუ რა იქნა მიღწეული პეკინის კონფერენციის შემდეგ, გაუზიარეს ერთმანეთს გამოცდილება და პრაქტიკული საქმიანობის შედეგები. განიხილეს იმ მოქმედებათა პრიორიტეტები, რაც უნდა განხორციელდეს ჯერ კიდევ არსებული წინააღმდეგობების გამოსავლენად და ახალი გამოწვევების მისაღწევად ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის სფეროში.

საერთაშორისო ორგანიზაციამ "ქალები საუნივერსიტეტო განათლებით" (სათაო ოფისი ჟენევაში მდებარეობს), ფორუმის მუშაობაში მონაწილეობისათვის საქართველოს წარმომადგენლობის 4 დელეგატი გააგზავნა, მათ შორის დელეგაციის ხელმძღვანელი პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ კიკნაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი ხათუნა ჩარკვიანი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, გინეკოლოგი ელეონორა მჟავანაძე და ფიზიკოსი ქეთევან გრიგოლია.

საქართველოს დელეგაციის წევრები მიიღო საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ბატონმა ალექსანდრე ლომაიამ. უნდა აღინიშნოს, რომ წელს ამ კომისიის მუშაობაში მონაწილეობისათვის ნიუ-იორკში ვერ ჩავიდა საქართველოს მთავრობის ოფიციალური დელეგაცია.

მიმდინარე წლის 3 მარტს გაეროს შტაბ-ბინასთან მდებარე თურქულ ცენტრში გაიმართა რეგიონალური კონსულტაცია თემაზე: ,,გენდერული თანასწორობის მხარდაჭერის გაძლიერება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ-ს ქვეყნებში სახელმწიფო სატრუქტურებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით. დელეგაციის ხელმძღვანელმა პროფესორმა თამარ კიკნაძემ ამ ღონისძიებაზე გააჟღერა კავკასიის ქვეყნების ქალთა პარლამენტის ჩამოყალიბების იდეა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც ჩვენი მეზობელი ქვეყნების სომხეთის, აზერბაიჯანის, ჩრდილო კავკასიის წარმომადგენლების, ისე გაეროს ქალთა ფონდის ,,იუნიფემის ხელმძღვანელობის მხრიდან. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია შეხვედრის ორგანიზება როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის და ჩრდილო კავკასიის წარმომადგენლებთან აღნიშნული ინიციატივის განხილვის თაობაზე.

გაეროს ქალის სტატუსის კომისიის 54-ე სესიის მსვლელობისას მიმდინარე შეხვედრების რაოდენობამ ჯამში 100-ს გადააჭარბა, წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი თემები დისკუსიებისა და განხილვებისათვის.

მიმდინარე წლის სექტემბერში აქტიურ მუშაობას დაიწყებს გაეროს ახალი სტრუქტურა, რომელიც იმუშავებს სქესთა შორის თანასწორობისა და ქალთა უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოების საკითხებზე. ახალი სტრუქტურა იქნება გაეროს გენერალური ასამბლეის დამხმარე ორგანო, რომელსაც გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე უხელმძღვანელებს.

ახალი სტრუქტურის ბიუჯეტი განისაზღვრება ნახევარი მილიარდი აშშ დოლარით.

გტშაუქ-ის მონაცემებით, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში დსთ-ს ქვეყნებმა განიცადეს პოლიტიკური არასტაბილურობის, კონფლიქტებისა და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების უპრეცედენტო ზრდა. ეს ფაქტორები უარყოფითად აისახება უპირველეს ყოვლისა ქალთა და ბავშვთა მდგომარეობაზე. 80%-ზე მეტი ლტოლვილთა შორის ქალია. ეს მაჩვენებლები ქართველ ქალებსაც ეხებათ.

   
შეხვედრები "ოსკარების" პარალელურად...

პეკინის დეკლარაციის მიღების 15 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებს დაემთხვა ლოს-ანჯელესში ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს ,,ოსკარის" გადაცემის ცერემონიალი, რომელიც 7 მარტს გაიმართა. ჰოლივუდის სუპერვარსკვლავს მერილ სტრიპს ჰოლივუდში გამგზავრებამდე, 5 მარტს, წილად ხვდა პატივი მისალმებოდა და თავისი გამოცდილება და სურვილები გაეზიარებინა გაეროში შეკრებილი ქალბატონებისთვის. როგორც მსოფლიოს გამორჩეულ მსახიობს, მეტად წარმატებულ ქალს, არაჩვეუ;ლებრივ მეუღლესა და დედას (მას 5 შვილი ჰყავს), აპლოდისმენტებით შეხვდა დარბაზი.

ქალთა საერთაშორისო დღეს 8 მარტს, ირანის, კატარის, სენტ ლუსიასა და სირიის მუდმივი მისიების ინიციატივითა და საერთაშორისო ორგანიზაციების "აფქშდნ ცფესრ შტეუკტფეშწტფდ" (ოჯახის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია) და ვწრფ შტეუკტფეშწტფდ; შტთეშეგეუ აწკ აფქშდნ თეგვშუთ ფტვ ვუმუდწზქუტე (დოჰას საერთაშორისო ინსტიტუტი ოჯახის შესწავლისა და განვითარებისათვის) ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა ეგიდით: "გავაცნობიეროთ დედების უმნიშვნელოვანესი როლი საზოგადოებაში". შერონ სლეიტერი - "აფქშდნ ცფესრ შტეუკტფეშწტფდ" პრეზიდენტი, რომელიც წარმოადგენს არასამთავრობო, არარელიგიურ ორგანიზაციას და ხელს უწყობს მსოფლიოში არსებული მნიშვნელოვანი პრობლემების ოჯახზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების პოპულარიზაციას, გახლავთ ავტორი წიგნისა: "დავდგეთ ერთად ოჯახისათვის: მოწოდება პასუხისმგებლობის მქონე ყველა მოქალაქისადმი მსოფლიოში". ამ კონფერენციაზე შერონ სლეიტერმა წარმოადგინა აფრიკაში გადაღებული ფილმი, რომელიც მოგვითხრობს მისი ოჯახის უშუალო გამოცდილებაზე და ურთიერთობაზე აფრიკის მიუსაფარ ბავშვთა სახლის მობინადრეებთან, რომლებმაც დაკარგეს მშობლები, როგორც სამხედრო კონფლიქტების, ასევე შიმშილისა და ელემენტარული ჯანდაცვის პირობების არარსებობის გამო. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა დოქტორი ალვედა კინგი - ლეგენდარული მარტინ ლუთერ კინგის ძმისშვილი და ცნობილი სამოქალაქო აქტივისტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც წარმოადგენდა საერთაშორისო ორგანიზაცია "სასულიერო პირები სიცოცხლისათვის". ალვედა დაუღალავად იღვწის ამერიკაში აბორტის საწინააღმდეგო მოძრაობის გაფართოებისათვის, როგორც აფრო-ამერიკელებში, ისე დანარჩენ მოსახლეობაში.

"დედობის სიხარული იძლევა ძალას, რომ იყოთ კარგი მეუღლეები და აქტიური ქალები საზოგადოებაში", - აღნიშნა ჩვენთან საუბარში დოქტორმა ალვედა კინგმა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით ყოველწლიურად 42 მილიონი აბორტი კეთდება მსოფლიოში, აქედან 20 მილიონი მალული და არაკანონიერია. ამავე ორგანიზაციის მონაცემებით, არასაიმედო აბორტების შედეგად წელიწადში იღუპება 65.000-70.000 ქალი, რომელთა 99% განვითარებადი მსოფლიოს მაცხოვრებლებზე მოდის. ქალთა კონფერენციის მონაწილეებმა უმკაცრესი შეფასება მისცეს აბორტის ლეგალიზაციის მხარდამჭერებს და აღნიშნეს, რომ ლეგალიზაცია მეტ აბორტს, მაშასადამე მეტ სიკვდილს ნიშნავს.

2010 წლის 9 მარტს გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ორგანიზატორებმა ისტორიული უწოდეს. შეხვედრის სახელწოდება ასე ჟღერდა: "გაუპატიურებით ჩასახულთა სიმპოზიუმი" (სწტსუშმუვ შტ კფზუ თშქზწთშგქ), რომელიც უპირველეს ყოვლისა იმით იყო საინტერესო, რომ აუდიტორიას თვით ამ ძალადობრივი აქტის შედეგად ჩასახული და გადარჩენილი ადამიანები ესაუბრებოდნენ და მიუხედავად მათი ამქვეყნად ყოვლადგაუმართლებელი გზით ჩასახვისა (გაუპატიურება), ისინი დღეს სიცოცხლის ელჩები არიან და თავისი არსებობითა და საქმიანობით მოუწოდებენ ყველას, რომ გადაარჩინონ სიცოცხლე, არ გაწირონ უმწეო, მუცლადმყოფი ადამიანები.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის გამოსვლა გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 54-სესიაზე მთავარი ქვაკუთხედი გახდა დამსწრე დელეგატებისთვის. სწორედ ჰილარი კლინტონს ხვდა წილად მისალმებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 2000 ქალბატონს და წარმოეთქვა სიტყვები, რომელიც ერთნაირად აღელვებს მსოფლიოს ყველა კუთხის, რასის, ეროვნებისა და აღმსარებლობის ქალს. ჰილარის უპრეცედენტო ემოციებითა და აპლოდისმენტებით შეხვდნენ დელეგატები, რადგან მან თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით აჩვენა, რომ იგი მაგალითია 21-ე საუკუნის ქალისა, და რომ გაეროს მიერ დეკლარირებული გადაწყვეტილებები სქესთა თანასწორობისა და ქალთა უფლებების გაძლიერებისათვის ლიტონი სიტყვები არ არის და ისევე განხორციელებადია, როგორც ეს თავისი ცხოვრებით აჩვენა ჰილარი კლინტონმა. სიტყვით გამოსვლისას ჰილარის თან ახლდა მისი ქალიშვილი ჩელსი, რომელსაც ასევე აპლოდისმენტებით მიესალმა დარბაზი.
   
ქართულ-ამერიკული რეალობა და გენდერი

ნიუ-იორკელი და ფილადელფიელი ქართველი ემიგრანტი ქალების მძიმე ხვედრზე უკვე რამდენიმე ფილმი გადაიღეს ჩვენმა რეჟისორებმა და იქ ასახული სინამდვილე, რომელიც ასე დამთრგუნველი და დამამძიმებელია, ჯერ ისევ სინამდვილეა და ალბათ კარგა ხანს არ შეიცვლება ამ ფილმებში მონაწილე ქართველი ქალებისათვის. ქალთა მდგომარეობა საქართველოში მეტად რთულად და მტკივნეულად გამოიყურება პეკინის დეკლარაციის დებულებათა შესაბამისად: უმუშევრობა, უკიდურესი სიღატაკე, სამედიცინო მომსახურებისა და დაზღვევის არახელმისაწვდომობა, სიღარიბისა და ეკონომიკური გაჭირვების თანმხლები ოჯახური ძალადობა, სამხედრო კონფლიქტები, დაბალი შემოსავალი და დამამცირებელი შრომა, ნორმალური განათლების მიღების პრობლემები, სოციალური დაუცველობა და გაურკვეველი მომავალი. როგორია გამოსავალი?

პეკინის დეკლარაცია და მოქმედების პლატფორმა დღეს ქალების მიმართ არსებული ყველა პრობლემის დაძლევის გზას ისევ ქალის როლის გააქტიურებასა და მისი ყველა უფლებით აღჭურვაში ხედავს.

ბევრი ჩვენი თანამემამულე, რომელიც დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში უმძიმესი შრომით ირჩენს თავს, გადატვირთული სამუშაო რეჟიმისა და მისთვის შეუფერებელი სოციალური სტატუსის გამო, სრულიად მოწყვეტილია თანამედროვე ამერიკის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებას. დარწმუნებული ვართ, რომ ბევრ ჩვენს თანამემამულე ქალბატონს არც კი გაუგია, თუ რა ფორუმს უმასპინძლა ნიუ-იორკმა და რა სიტყვა წარმოთქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რომელიც უდაოდ მათაც ეკუთვნოდათ.

ჩვენს სტატიას ჰილარი კლინტონის სიტყვებით დავასრულებთ, რომელიც ნიუ იორკში 2000 ქალის მქუხარე აპლოდისმენტების ფონზე გაჟღერდა: ,,ყველა ქალისა და გოგონას უფლებები და შესაძლებლობები იმსახურებს ჩვენს ყურადღებასა და მხარდაჭერას, რადგან ისინი ქმნიან პროგრესს და ეს პროგრესი უნდა იყოს მომავალი თაობების უფლება - იყვნენ უფრო იმედისმომცემნი. 21-ე საუკუნე ხორცს შეასხამს იმ დაპირებას, რაც დღეს ჩვენ ხელთაა. მაშ მოდით, ვიაროთ წინ, ახალი ენერგიით იმ საქმის შესასრულებლად, რომელიც ჩვენს წინაშეა გაშლილი.

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

12 მინისტრი ქალი და 7 კაცი - ფინეთს ახალი მთავრობა ჰყავს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker