Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

მოდის სამყარო მოდელების ჯანმრთელობამ ააღელვა

კატეგორია: ეს საინტერესოა 
2010-03-31

ამ დღეებში ჰარვარდის ბიზნესის ინსტიტუტში ფორუმი ჩატარდა, რომელზეც ანა ვინტურმა, ამერიკული Vogue-ს დირექტორმა, სუპერმოდელმა ნატალია ვოდიანოვამ და დიზაინერმა მაიკლ კორსმა დისკუსია გამართეს თემაზე «ჯანმრთელობის პრობლემები: წონა და ჯანსაღი ცხოვრების წესი მოდის სამყაროში». გაინტერესებთ, რაზე საუბრობდნენ?

მაიკლ კორსი გამოვიდა წინადადებით, არ აიყვანონ პოდიუმზე 16 წლამდე ასაკის გოგონები და განაცხადა, რომ თავად მისცემს კოლეგებს ამის მაგალითს: “ჩვენი პრიორიტეტი მოდელის ასაკი იქნება. ჩვენ ყველა გოგონას უნდა მივცეთ ზრდის შანსი”.

გონების დაკარგვა, ანორექსია და სიკვდილიც კი – არცთუ იშვიათი მოვლენებია მოდელებისთვის. გოგონები თავს დიეტებით იტანჯავენ, ან სულაც არაფერს ჭამენ. დიზაინერისთვის ასეთი სიტუაცია სულაც არაა ხელსაყრელი, ამიტომ სამუშაოდ აყვანაზე უარის თქმის კიდევ ერთ მიზეზად კორსი გოგონას კვებისადმი დამოკიდებულებას მიიჩნევს:

«მოდის სამყარო ისევ ნამდვილ ქალს მიმართავს. ახალი ტრენდი იქნება – იყო ზრდასრული. როგორც ბოლო ჩვენებებიდან ჩანს, ამ მოსაზრებას სხვა დიზაინერებიც იზიარებენ. მოდის ინტერესი ქალი ხდება და არა ნორჩი გოგონა. სინამდვილეში ხომ დიზაინერების კლიენტებიც 30-ს ზევით არიან. განა გოგონები დედის სამოსს იცვამენ? ულამაზოა!»

ჟურნალისტების გასაკვირად, დიზაინერს ანა ვინტურმაც აუბა მხარი, არადა თავის დროზე, წარსულში სწორედ მან შემოიტანა ნორჩი მოდელების მოდა. რედაქტორმა დაამატა: ჩვენ ისეთი გოგონების დანახვა გვინდა, ჯანმრთელობას რომ ასხივებენო.

მოდელმა ნატალია ვოდიანოვამ თავის მხრივ განაცხადა: «მას შემდეგ, რაც დედა ვარ, ძალიან გავხდი. მოგვიანებით გაირკვა, რომ მიზეზი კვების პრობლემა იყო.  იძულებული გავხდი, საგანგებო თერაპიაზე მევლო და მივხვდი, რომ მართლა დიდი უსიამოვნებები მქონდა».

დღეს, როცა ყველა პრობლემა გადაწყვიტა, ნატალია მოუწოდებს სხვა მოდელებს, რომლებიც პოდიუმზე მუშაობენ, ყურადღება მიაქციონ კვებას, ფიზიკურ ფორმას და ცხოვრების წესს, ზოგადად. დღეს მოდური ჯანმრთელობაა!

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

12 მინისტრი ქალი და 7 კაცი - ფინეთს ახალი მთავრობა ჰყავს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker