Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის 2009-2010 წლების სამოქმედო გეგმის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერშესრულების ანგარიში

კატეგორია: ტრეფიკინგი 
2010-03-09

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის 2009-2010 წლების სამოქმედო გეგმის პირველი ამოცანის პირველი მიზნის 1.2 საქმიანობისშესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციას "ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობისაზოგადოება" (People's Harmonious Development Society) შედგა შეთანხმება, რომლის თანახმად დაიგეგმა სპეციალური საინფორმაციო ბუკლეტისშემუშავება და მათი გავრცელება სარფის, ვალესა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში.

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის 2009-2010 წლების სამოქმედო გეგმის პირველი ამოცანის მე-2 მიზნის მე-2 საქმიანობასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის საპატრულო პოლიციის, სასაზღვრო პოლიციისა და უბნისინსპექტორების საბაზისო მომზადების კურსი მოიცავს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებს, სადაც მსმენელებს 4 საათის მანძილზე ეკითხებათლექცია აღნიშნული თემატიკის ირგვლივ. კერძოდ, ლექციაზე ხდება ტრეფიკინგის დანაშაულის მიმოხილვა, მსმენელები ეცნობიან ამ სფეროშისაქართველოს კანონმდებლობას და იღებენ ინფორმაციას ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვის ინსტრუქციის შესახებ. კურსი მოიცავსპრაქტიკულ მეცადინეობასაც. სასაზღვრო პოლიციის ოფიცრები ასევე გადიან ინტენსიურ ტრეინინგებს ტრეფიკინგის სავარაუდო მსხვერპლის და დამნაშავისიდენტიფიკაციის თემატიკაზე.

ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პერმანენტულად იღებს მონაწილებას ტრეინინგებში ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის საკითხებზე. კერძოდ,

• 2009 წლის 28 თებერვალს საქართველოს შსს აკადემიაში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ორგანიზებით ჩატარდა ტრეინინგიადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის საკითხებზე. ტრეინინგს ესწრებოდნენ შსს აკადემიის ინსტრუქტორები და წარმომადგენლები საპატრულო პოლიციისდეპარტამენტიდან და საუბნო განყოფილებიდან. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში მიმდინარეობდა და მიზნად ისახავდა ინსტრუქტორთა მომზადებას დაგამოცდილების გაზიარებას სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებს შორის.

• 2009 წლის 6 აპრილს მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა შეხვედრა ადამიანით ვაჭრობის სფეროში სამართალდამცავი სტრუქტურებისთანამშრომლების გადამზადების შესახებ. მომწვევი მხარე იყო შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO). შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდანშეხვედრას დაესწრნენ საერთაშორისო ურთიერთობათა მთავარი სამმართველოს, სოდ-ის, სასაზღვრო პოლიციის და პოლიციის აკადემიისწარმომადგენლები. შეხვედრას ხელმძღვანელობდა ეუთოს ექსპერტი, რომელმაც წარადგინა ტრეფიკინგთან ბრძოლის დახვეწისათვის შემდგომისაჭიროებების შესახებ საქართველოში ჩატარებული კვლევის დასკვნა.

• 2009 წლის 5-6 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმა წარმომადგენელმა ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის ბრძოლისსამმართველოდან, საპატრულო პოლიციიდან, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი სამმართველოდან მონაწილეობა მიიღო შავი ზღვისრეგიონის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციისა (BSEC) და გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის ოფისის (UNODC) მიერ ერთობლივადორგანიზებულ სემინარში, რომელიც შეეხებოდა შავი ზღვის რეგიონში ოპერატიული ზომების გაძლიერებას ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში. სემინარზე განხილულ იქნა 2008 წლის ოქტომბერში ტირანაში ბისეკის საბჭოს სხდომაზე დამტკიცებული რეგიონალური სამოქმედო გეგმის შესრულებისანგარიში. პლენარულ სხდომებზე თითოეული ქვეყნის წარმომადგენლების მიერ განისაზღვრა ეროვნულ სისტემებში ტრეფიკინგთან ბრძოლის სფეროშიარსებული ნაკლოვანებები, წარმოჩენილი იქნა სტრატეგიული მიზნები და შემუშავდა რეკომენდაციები, რომლებიც უახლოეს მომავალში უნდაშესრულდეს.

• 2009 წლის 23-24 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმა წარმომადგენელმა სასაზღვრო და საპატრულო პოლიციიდან, ასევესაერთაშორისო ურთიერთობების მთავარი სამმართველოდან მონაწილეობა მიიღო შვედეთის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ სემინარში, რომელიცჩატარდა შვედეთის დედაქალაქ სტოქჰოლმში თემაზე "ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ დანაშაულის პრევენცია შვედეთის მაგალითზე." სემინარის მიზანი იყო საერთაშორისო დონეზე ისეთი ფორუმის შექმნა, სადაც შესაძლებელი იქნება ტრეფიკინგისა და პროსტიტუციის სფეროში სხვადასხვა ქვეყნებისგამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარება. სემინარზე განხილულ იქნა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული შედეგები და მონაწილე ქვეყნებისწარმომადგენელთა შორის თანამშრომლობის გაადვილების მიზნით განისაზღვრა საკონტაქტო პირების ვინაობა.

დამატებით გაცნობებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ნარკომანიასთან ბრძოლისა და კანონის დაცვის უზრუნველყოფის საერთაშორისო ბიუროსდაფინანსებით პროექტ "HARMONY INTERNATIONAL"-ის ორგანიზებით, შემუშავებული იქნა სახელმძღვანელო "სამართლებრივი კულტურა." სახელმძღვანელოს შექმნაზე, განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მუშაობდა შსს-ს ორი წარმომადგენელი. სახელმძღვანელოგანკუთვნილია მე-9 კლასელი მოზარდებისათვის და სხვა თემებთან ერთად მოიცავს ტრეფიკინგის შესახებ ინფორმაციას. ამჟამად უკვე შერჩეულიაორმოცამდე საჯარო სკოლა საქართველოს მასშტაბით, სადაც შსს-ს უბნის ინსპექტორების მიერ იგეგმება სკოლის მოსწავლეებისათვის ლექციების წაკითხვააღნიშნულ სახელმძღვანელოზე დაყრდნობით.

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის 2009-2010 წლების სამოქმედო გეგმის მე-3 ამოცანის მე-10 მიზნის 10.1 საქმიანობისშესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციას - "World Vision International"-ის წარმომადგენლობასაქართველოში - მიერ 2009 წლის 7 აგვისტოს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის თანახმად შეთანხმება იქნა მიღწეულიითანამშრომლონ პროექტის ფარგლებში - "ტრეფიკინგის მსხვერპლი ბავშვების უფლებების დაცვა".

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა

ავსტრიაში პირველად კანცლერად ქალი დაინიშნა

ესპანეთმა აირჩია ყველაზე გენდერულად დაბალანსებული პარლამენტი ევროპაში

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker