გენდერული ძალადობა
სამეგრელოში ცოლის მკვლელობის ბრალდებით ქმარი დააკავეს
2024-05-24 11:21:27

ხუთი თვე და შვილი მოკლული ქალი საქართველოში - დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი მოკლა. ქალს დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.  ბოლო ერთ კვირარასი ეს ფემიციდის მესამე შემთხვევაა საქართველოში და ორი დღის წინ, 27 წლის კაცმა, დედა-შვილი, 20 წლის მარიამ სოფრომაძე და მისი დედა, 47 წლის ინგა ბეგაშვილი, ქუჩაში მოკლა.

"ბრალდებულმა მეუღლეს და მეუღლის დედას, რომლებიც ჩვილ ბავშვთან ერთად საბავშვო ეტლით გადაადგილდებოდნენ, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, სანადირო თოფიდან მრავალჯერადი გასროლით, გულ-მკერდის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა"- ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

16 მაისს, ასევე ქვემო ქართლში, გარდაბანში, 23 წლის კაცმა, განსაკუთრებული სისასტიკით, მოკლა 29 წლის და. გაირკვა, რომ ბრალდებული საკუთარ დას პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უფლებას არ აძლევდა და დის ქმართან დაშორების ფაქტს ღირსების შელახვად მიიჩნევდა. გარდაბანში 23 წლის გოგოს ამბავი, კარგად გვანახებს, რომ მყარად ფესვგადგმული სტერეოტიპებისა და მავნე წეს-ჩვეულებების გამო, რომლებიც ორმაგად პრობლემაა რეგიონებში, დადგა ფატალური შედეგი - ფემიციდი!!! ამ შეხედულებების გამო, ბრალდებულმა დას ჯერ ავტომანქანა შეაჯახა, შემდეგ კი ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა.  2024 წლის პირველ ხუთ თვეში კი ფემიციდის მსხვერპლი 7 ქალი გახდა. ფემიციდის ორი შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ქვეყანა ახალი წლის დადგომას ზეიმობდა. დღესასწაულებს მიღმა, 7 და 9 იანვარს, საქართველოში ორი ქალი მოკლეს. ვარკეთილში, ქმარმა მოკლა 27 წლის ქეთევან ედიბერიძე, ხოლო ახალი წლის ღამეს, ბათუმში, ასევე ქმარმა, 36 წლის ირმა ბერიძე მოკლა. 28 თებერვალს, თბილისთან ახლოს, სოფელ წინუბანში, 21 წლის კაცმა, მოკლა 21 წლის ქალი.

ბოლო ამბები
ოპოზიციონერი ქალები რეგიონებში საჯარო შეხვედრებს იწყებენ

ქალი პარლამენტარების მრავალპარტიულ ჯგუფში შედიან: თეონა აქუბარდია, ხატია დეკანოიძე, თამარ კორძაია, თინათინ ბოკუჩავა, ანა წითლიძე, სალომე სამადაშვილი და ანა ნაცვლიშვილი

სრულად 
ისლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატმა ქალმა, ჰალა ტომასდოტირმა გაიმარჯვა

ისლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებში ანტრეპრენიორმა, ბიზნესმენმა ჰალა ტომასდოტირმა გაიმარჯვა. ის თანამდებობაზე აწ უკვე ისლანდიის ყოფილ პრეზიდენტს გუდნი იოჰანესსონს შეცვლის

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო პლატფორმის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციები გაიმართება
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს საინფორმაციო მასალების (ბლოგები/ვლოგები/ფოტო ამბები/სტატიები) კონკურსს
სრულად 
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
რუსთავში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა

რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, ორი ქალი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლი და სიდედრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დააკავეს

სრულად 
საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქსტატმა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევა 2022 წარადგინეს

სრულად 
განცხადება ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს, მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, და მედიას მოვუწოდებთ, რომ სამომავლოდ ქალთა გაძლიერებისთვის იმოქმედონ

სრულად