გენდერული სიახლეები
ვენაში ქალ მშვიდობის მშენებელთა და მედიატორთა ქსელის რეგიონული კონფერენცია მიმდინარეობს
2024-02-07 12:53:42

ვენაში, დასავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქალ მშვიდობის მშენებელთა და მედიატორთა ქსელის რეგიონული კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციის ორგანიზატორები არიან  ქალ მშვიდობის მშენებელთა გლობალური ქსელი (GNWP) და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OSCE). კონფერენციას საქართველოდან "ქალთა საინფორმაციო ცენტრის" გამგეობის თავმჯდომარე, ელენე რუსეცკაია, ფონდ "სოხუმის” ხელმძღვანელი ალა გამახარია და ასოციაცია "თანხმობის"  გამგეობის თავმჯდომარე, იულია ხარაშვილი ესწრებიან. 

კონფერენცია მიზნად ისახავს ისეთი პლატფორმის არსებობას, სადაც ქალებს უშუალო ადვოკატირების შესაძლებლობა ექნებათ, რათა ხელი შეუწყონ WPS-ის ინიციატივების ეფექტიან განხორციელებას შესაბამის რეგიონებში. 

კონფერენციის ფარგლებში, GNWP წარადგენს კონკრეტულ რეკომენდაციებსა და ადვოკატირების სტრატეგიას, რომელიც დაფუძნებულია კვლევებსა და კონსულტაციებზე. ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო პოლიტიკის შემქმნელებთან კონსტრუქციული დიალოგის მეშვეობით, მონაწილეები დასახავენ კონკრეტულ სტრატეგიულ ქმედებებს, რეკომენდაციების შესასრულებლად. კონფერენციის მიზანს წარმოადგენს, ასევე, თანამშრომლობის გაძლიერება და საერთო პრიორიტეტების იდენტიფიცირება ქალ მშვიდობის მშენებლებსა და მედიატორებს შორის “ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების”  დღის წესრიგთან დაკავშირებული გამოწვევების გადასაჭრელად აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.  ამასთან, პლატფორმა მნიშვნელოვანია მონაწილეებისთვის, დაამყარონ პარტნიორობა და თანამშრომლობა ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე. 

კონცეფციაში ხაზგასმულია, რომ ქალთა ხელმძღვანელობით სამშვიდობო ქსელები გადამწყვეტ როლს ასრულებენ მდგრადი და ინკლუზიური მშვიდობის წინსვლის პროცესში, კოლექტიური ადვოკატირების საქმეში, ცოდნის გაზიარებისა და კონფლიქტით და კრიზისით დაზარალებული თემებში ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების აქტორების გაძლიერების მიმართულებით. აღნიშნულია ისიც, რომ მხარდაჭერის მიუხედავად, ამ ქსელებს ექმნებათ სხვადასხვა დაბრკოლება, მათ შორის შეზღუდული დაფინანსების კუთხით. ეს და სხვა გამოწვევები კი ქმნის სტრუქტურულ ბარიერებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობისთვის და ხელს უშლის სამშვიდობო ქსელების მდგრადობას.

ასევე ნათქვამია, რომ ქსელების მნიშვნელობა განსაკუთრებით აქტუალურია აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, სადაც ორმოცზე მეტი ქალთა სამშვიდობო ქსელი ფუნქციონირებს. 

ბოლო ამბები
ევროპარლამენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად დაამტკიცა

ლაიენს მხარი 401-მა დეპუტატმა დაუჭირა, 284 წინააღმდეგი იყო, 15-მა კი თავი შეიკავა

სრულად 
რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოს NGO-ებმა და მედიაორგანიზაციებმაც მიმართეს

სარჩლით მოთხოვნილია კანონის გაუქმება, გადაწყვეტილების მიღებამდე კი მისი მოქმედების შეჩერება.

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო პლატფორმის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციები გაიმართება
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს საინფორმაციო მასალების (ბლოგები/ვლოგები/ფოტო ამბები/სტატიები) კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ევროპარლამენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად დაამტკიცა

ლაიენს მხარი 401-მა დეპუტატმა დაუჭირა, 284 წინააღმდეგი იყო, 15-მა კი თავი შეიკავა

სრულად 
რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ გამართულ პირველ პლენარულ სხდომაზე ევროპარლამენტის ახალმა შემადგენლობამ რობერტა მეცოლა 562 ხმით პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩია

სრულად 
სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთო/ოდირმა სამართლებრივი დასკვნა მოამზადა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებით

დასკვნაში დეტალურად არის მიმოხილული საერთაშორისო ვალდებულებები პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიმართულებით, ასევე მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები

სრულად