გენდერული ძალადობა
საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია
2023-12-20 10:28:17

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქსტატმა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევა 2022 წარადგინეს.

კვლევამ შეისწავლა, თუ როგორია ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმის გავრცელება, რა გავლენა აქვს მას ქალების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, რამდენად ფლობენ ისინი ინფორმაციას ძალადობის მსხვერპლთასთვის არსებული სერვისების შესახებ და სარგებლობენ თუ არა ამ სერვისებით; როგორია საზოგადოების დამოკიდებულება ქალთა მიმართ ძალადობასთან, მის მიზეზებთან, შედეგებსა და აღკვეთის გზებთან დაკავშირებით.

კვლევის ძირითადი მიგნებით:

საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია.
საქართველოში ყოველი მე-4 ქალი ძალადობის მსხვერპლი უშუალოდ პარტნიორის მხრიდან გამხდარა.

  • 24%-ს — ფსიქოლოგიური ძალადობა გამოუცდია;
  • 8%-ს — ეკონომიკური ძალადობა;
  • 6%-ს — ფიზიკური ძალადობა;
  • 4%-ს — სექსუალური ძალადობა.

საქართველოში სექსუალური ძალადობა (18 წლამდე ასაკში) ქალების 5%-ს გამოუცდია.
საქართველოში ყოველ მე-5 ქალს, რომელსაც პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა გამოუცდია, ტრავმაც მიუღია. შემთხვევების 45.8%-ს ბავშვი შესწრებია. ამ ქალების 16.8%-ს ერთხელ მაინც უფიქრია თვითმკვლელობაზე ან თვითდაზიანებაზე.საქართველოში ყოველ მე-4 ქალს სექსუალური შევიწროების გამოცდილება აქვს. ქალები ამბობენ, რომ ამ

შემთხვევების:

  • 41% – ქუჩაში ხდება;
  • 28% — საზოგადოებრივ ტრანსპორტში;
  • 11% — სკოლაში ან უნივერსიტეტში;
  • 8% — სამუშაო ადგილზე.

საქართველოში ქალების 8.5%-ს ცხოვრების განმავლობაში ადევნება გამოუცდია.

15-24 წლის გოგოები, რომლებიც ქალაქებში ცხოვრობენ, ადევნების მსხვერპლები ყველაზე ხშირად ხდებიან ხოლმე.

ეს ნეგატიური გამოცდილება გოგოებს შემთხვევების 89%-ში კაცებისგან მიუღიათ, 57.5%-ის შემთხვევაში კი — უცნობისგან.

საქართველოშისულ უფრო ნაკლებად მიაჩნიათ, რომ ცოლ-ქმარს შორის ძალადობა მხოლოდ მათი პირადი საქმეა, თუმცა:

ყოველი მე-5 ქალი და მე-3 კაცი კვლავაც ფიქრობს, რომ სხვისი ოჯახის საქმეში არ უნდა ჩაერიოს.

ქალების უმრავლესობა  გამოცდილ ძალადობაზე არ ლაპარაკობს:

  • ამ თემაზე 38.2 %-ს არავისთან უსაუბრია;
  • რომელიმე ორგანიზაციისთვის დახმარება 10-დან 2 ქალს უთხოვია;
  • პოლიციისთვის კი 10-დან 1-ს მიუმართავს.

რაოდენობრივი გამოკვლევის ფარგლებში როგორც დედაქალაქში, ისე სხვა ქალაქებსა და სოფლებში, 15-69 წლის ასაკის 3300 ქალი და 1100 კაცი გამოიკითხა. თვისებრივმა კვლევამ კი 15 ინტერვიუ, 16 ფოკუს ჯგუფი და 40 სიღრმისეული ინტერვიუ, ჯამში 171 რესპონდენტი მოიცვა.

„ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქვეყანას ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში, ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციიდან მე-9 რეკომენდაციის „გაერთიანებული ძალისხმევით გაძლიერდეს სვლა გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად“ შესრულებაში დაეხმარა.

აღნიშნული რეკომენდაცია ევროსაბჭომ წარმატებული თანამშრომლობის ფარგლებში შესრულებულ პუნქტად მიიჩნია. ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის წარმოება და მონაცემთა რეგულარული შეგროვება ცხადყოფს, რომ საქართველო სტამბოლის კონვენციით დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. ეროვნული კვლევა საკანონმდებლო და პოლიტიკის მიმართულებით მომუშავეთათვის ქალთა მიმართ ძალადობის დასაძლევად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია“, – ნათქვამია პრესრელიზში.

 

ბოლო ამბები
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
განცხადება ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს, მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, და მედიას მოვუწოდებთ, რომ სამომავლოდ ქალთა გაძლიერებისთვის იმოქმედონ

სრულად 
შსს: 9 თვეში, ოჯახში ძალადობის 5 920 შემთხვევა გამოვლინდა

მიმდინარე წლის 9 თვეში, ოჯახში ძალადობის 5 920 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 4 977 მსხვერპლი ქალია, 943 კი კაცი. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა

სრულად 
“თალიბანმა” ავღანეთში სილამაზის სალონების დახურვის განკარგულება გასცა

აკრძალვა დაწესებულია დედაქალაქ ქაბულში, ისევე როგორც სხვა პროვინციებში. „თალიბანი“ გადაწყვეტილების მიზეზებზე არ საუბრობს

სრულად