ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების კონკურსს "ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან", რომელიც ეძღვნება 16 დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ.
კონკურსი მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების საკითხებზე.
გამარჯვებული ნამუშევარი გამოქვეყნდება "ქალთა საინფორმაციო ცენტრის" ფეისბუქის, ტვიტერისა და ინსტაგრამის გვერდებზე და ასევე, ორგანიზაციის ვებ-გვერდზე. ნამუშევრები, შესაძლოა, წარმოდგენილი იყოს, ასევე, ქალთა საინფორმაციო ცენტრის თემატურ ღონისძიებებზე.
საკონკურსო ნამუშევრები უნდა მოიცავდეს ისეთ საკითხებს როგორებიცაა:
- ქალი პოლიტიკოსების და გადაწყვეტილების მიმღები პირების წარმოჩენა ადგილობრივ დონეზე; ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის კარგი პრაქტიკების წარმოჩენა ადგილობრივ დონეზე; გენდერული კვოტირების პოზიტიური გავლენა მუნიციპალუტეტების წარმომადგენლობით ორგანოებში და სხვ;
- ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის კუთხით, მუნიციპალიტეტში არსებული კარგი პრაქტიკები და ადგილობრივ დონეზე არსებული გამოწვევები;
- გენდერული სტერეოტიპები და მავნე პრაქტიკები, რომლებსაც უარყოფითი გავლენა აქვს ქალთა უფლებრივ მდგომარეობასა და საზოგადოების აზრის ფორმირებაზე (პოლიტიკაში, განათლებაში, დასაქმებაში და სხვა სფეროებში).
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
ბლოგი:
- უნდა პასუხობდეს კონკურსის მიზნებს და თემატიკას;
- უნდა იყოს შემოქმედებითი;
- ტექსტი ლოგიკურად უნდა იყოს ორგანიზებული, აზრი გადმოცემული უნდა იყოს ნათლად და თანმიმდევრულად;
- ტექსტი შესრულებული უნდა იყოს სალიტერატურო ნორმების დაცვით: გრამატიკულად, ორთოგრაფიულად და სტილისტურად გამართული, პუნქტუაციის წესების დაცვით;.
- სასურველია, რომ მასალა იყოს მრავალფეროვანი და ინკლუზიური;
- ტექსტი უნდა იყოს „Word“-ის ფორმატში; შრიფტი: Sylfaen. შრიფტის ზომა: 12;
- ბლოგში მაქსიმალური სიტყვების რაოდენობა – 300-დან 1000-მდე. სტრიქონებს შორის ინტერვალი – 1.5.
- იმ შემთხვევაში თუ იყენებთ კონკრეტულ ლიტერატურულ მასალას, მიუთითეთ თქვენი ბლოგის ბოლოს, ცალკე გვერდზე;
- წყაროს დამოწმება: წყაროს ავტორი, გამოცემის წელი და გვერდი;.
- ბლოგს უნდა ერთვოდეს თემატური ფოტო/პოსტერი.
ვლოგი:
- უნდა პასუხობდეს კონკურსის მიზნებს და თემატიკას;
- უნდა იყოს ინფორმატიული, შემოქმედებითი და საინტერესო;
- სასურველია, რომ მასალა იყოს მრავალფეროვანი და ინკლუზიური
- ვიდეოს გადაღება შეგიძლიათ ნებისმიერი ვიდეოგადამღები მოწყობილობით, (ვიდეოკამერა, ფოტო აპარატი, მობილური ტელეფონი და ა.შ.);
- ვიდეოს ფორმატი შეუზღუდავია, შეგიძლიათ მოამზადოთ ვი;დეო სიუჟეტი, რეპორტაჟი, მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ანიმაცია, და ა.შ. ვიდეო მასალა უნდა იყოს HD ფორმატში;
- ვიდეორგოლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2-3 წუთს;
- სასურველია, რომ თუ ვლოგი მოწოდებულია ეროვნული უმცირესობებით დასახლებული მუნიციპალიტეტებიდან, მას თან ერთვოდეს სუბტიტრები აღნიშნულ ენაზე. (აზერბაიჯანული ან სომხური).
ფოტო ამბავი
- უნდა პასუხობდეს კონკურსის მიზნებს და თემატიკას;
- უნდა იყოსი ინფორმატიული, შემოქმედებითი და საინტერესო;
- სასურველია, რომ მასალა იყოს მრავალფეროვანი და ინკლუზიური;
- უნდა ერთვოდეს ორიგინალური ნარატიული აღწერილობა;
- ფოტოს ფორმატი JPEG;
- სასურველია ფოტო გადაღებული იყოს 780x580 ზომაზე;
- მოწოდებულ ფოტოებზე არ უნდა იყოს დატანილი ლოგოები, ჩარჩოები და ა.შ.
პოსტერი:
- პოსტერს უნდა ერთვოდეს ორგინილური თემატური სლოგანი
- პოსტერი უნდა პასუხობდეს კონკურსის მიზნებს და თემატიკას
- პოსტერი უნდა იყოს შემოქმედებითი და ინფორმატიული
- პოსტერის ვიზუალი ნათლად უნდა ასახავდეს თემატიკას
- პოსტერი, სასურველია, ეხმიანებოდეს ინკლუზიურ თემატიკას
- პოსტერი მიიღება ნებისმიერ ფორმატში, ორი სხვადასხვა რეზოლუციით: ფეისბუქისთვის 1200 x 630 პიქსელი; ინსტაგრამისთვის 1080 x 1080.
- გაითვალისწინეთ, უპირატესობა მიენიჭება კრეატიულ ნამუშევრებს და ნამუშევრებს, რომელთა შინაარსი შეეხება პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებს (ხაშური, ბოლნისი, ქედა, ზუგდიდი, ხარაგაული).
!! საინფორმაციო მასალები სპეციალურად ამ კონკურსისთვის უნდა მომზადდეს და სხვა საინფორმაციო არხზე არ უნდა იყოს გამოქვეყნებული. უპირატესობა მიენიჭება იმ ნამუშევრებს, რომელთა თემატიკა/შინაარსი შეეხება პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებს (ხაშური, ბოლნისი, ქედა, ზუგდიდი, ხარაგაული.). სასურველია მასალებში გამოყენებული ენა საზოგადოებისთვის მარტივად გასაგები იყოს.
გამარჯვებული საკონკურსო ნამუშევრების ავტორები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან. საპრიზო თანხა - 300 ლარი, საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო მოსაკრებლის ჩათვლით.
საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 23 ნოემბერი, 12 საათი. გამარჯვებულ ნამუშევრებს ქალთა საინფორმაციო ცენტრის გუნდი გამოავლენს, შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით.
დაინტერესებულმა პირებმა ნამუშევრები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე უნდა გამოგზავნონ: wicge.org.11@gmail.com; mariam.dzagnidze@gmail.com; office@ginsc.net
გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ავტორის სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია და ავტორის ფოტო სურათი.
გისურვებთ წარმატებებს!
***
კონკურსი გამოცხადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც, დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ხაშურის, ბოლნისის, ქედას, ზუგდიდის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში ხორციელდება. პროექტის ძირითადი მიზანია ქალთა ლიდერობისა და პოლიტიკური მონაწილეობის სფეროებში, გენდერული სამართლიანობის გაუმჯობესება საქართველოში.