გენდერული სიახლეები
არ არის ის დრო, რომ საზოგადოებრივ სტერეოტიპებს დაუწყონ ყურება და ლოდინი
2023-10-31 11:07:12

ელენე კურტანიძე ქალთა საინფორმაციო ცენტრის ბლოგების/ვლოგების და ფოტოამბების კონკურსის "ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან" გამარჯვებულია. ოქტომბრის კონკურსი სოფლად მცხოვრები ქალების დღეს მივუძღვენით და ელენეს საინტერესო ნამუშევარი სწორედ, სოფელ ჭალადიდში მცხოვრები, ქალების შრომას და მათ წვლილს ეძღვნება.  ელენე გვიყვება, რომ სამეგრელოს სოფელ ჭალადიდში ერთ-ერთ ოჯახს, ჩვენი კონკურსის ფარგლებში ეწვია და მათ ყოველდღიურ ყოფას გაეცნო. ამბობს, რომ ადგილობრივი ქალები შრომისმოყვარეები და ძალიან საინტერესოები არიან.

რესპონდენტად სოფლის მცხოვრები მზია ნატრიაშვილი შეარჩია და ფოტოამბავთან ერთად, მისი ინტერვიუც გაგვიზიარა. 

როგორც ინტერვიუდან ირკვევა, მზია 52 წელია სოფელში ცხოვრობს და 40 წელია მუშაობს საჯარო მოხელედ, თუმცა პარალელურად, ახერხებს, რომ ჩართული იყოს სოფლის მეურნეობაში და საკუთარ მცირე მეურნეობასაც ფლობს.   

"მყავს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და მათთვის ვთესავ მწვანე მასას ტურნეევს და შვრიას. მომყავს სიმინდი და მაქვს ბოსტანი პირადი სარგებლობისათვის, მყავს 30 ფრთა ფრინველი.  ვმუშაობდი ვეტერინარიის ფერშლადაც, ვატარებდი გეგმურ აცრებს ცოფზე, ჯილეხზე, თურქულზე, ბრუცელოზზე და ა.შ. პარალელურად, 20 წელია, არჩევნებში ვიღებ მონაწილეობას, როგორც საარჩევნო უბანში საარჩევნო საოლქო კომისიის წარმომადგენელი. წელს ავიღე ხელმძღვანელ პირთა სერტიფიკატი. მიუხედავად ჩემი სასოფლო-სამეურნეო რუტინისა, აქტიურად ვარ ჩართული, როგორც სოფლის, ასევე ჩემი ქვეყნის განვითარების საქმიანობებში."- უყვება მზია ელენეს. 

ელენეს ნამუშევარში აქცენტი საზოგადოებაში მყარად ფესვგადგმულ სტერეოტიპებსაც ეხება, რომლებიც, როგორც აღმოჩნდა, სოფელში მრავალწლიანი ცხოვრების განმავლობაში, არაერთხელ ყოფილა გამოწვევა მზიასთვისაც. 

"ოჯახი საკმაოდ პატარა ასაკში შევქმენი. ოჯახის რჩენის გამოცდილება არ მქონდა და სოფლის მეურნეობიდან მიღებული სარგებელი ჩემს ოჯახს არ ჰყოფნიდა. საჭიროებამ მოითხოვა დამატებითი შემოსავლის მოძიება. ამიტომ მომიწია მიმემართა საჯარო მოხელეობისათვის, რაც, იმ პერიოდში, საკმაოდ იშვიათი მოვლენა იყო ჩვენი სოფლისთვის. სოფელში მიღებული იყო პრაქტიკა გათხოვილი ქალები და გოგონები სახლის საქმეებითა და მეურნეობით უნდა დაკავებულიყვნენ. აქედან გამომდინარე, ჩემი გადაწყვეტილება ბევრისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. სამი შვილის დედა სახლში უნდა იყოს, საბუთები რა ქალის საქმეაო, მაგრამ ჩემი მეუღლის და შვილების ხელშეწყობით, (ძალიან კარგი შვილები მყავს) შევძელი შემეთავსებინა ერთმანეთისთვის დიასახლისის საქმე, მეურნეობა და საჯარო მოხელეობა."- ამბობს მზია და ქალებსა და გოგოებს, რომლებიც ჯერ კიდევ მცდარი შეხედულებებისა და სტერეოტიპების ჩარჩოში არიან მოქცეულები ურჩევს: "მივმართავ ქალებს და გოგოებს, არ არის ის დრო, რომ საზოგადოებრივ სტერეოტიპებს დაუწყონ ყურება და ლოდინი, რომ ვინმე მათ გასაკეთებელს გააკეთებს. არც იმას უნდა ფიქრობდნენ, რომ მათ რაიმეს კეთება არ შეუძლიათ. საჭიროების შემთხვევაში, უნდა გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი. მე მჯერა, რომ ყველა ქალს შეუძლია აკეთოს იმაზე მეტი, რასაც საზოგადოება მათში ხედავს. იმიტომ, რომ ქალი საზოგადოების ძლიერი რგოლია, რომელზეც დგას ოჯახის სიძლიერე."- ამბობს მზია ელენესთან ინტერვიუში. 

***

ფოტო ამბავი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

ელენე კურტანიძე
ბოლო ამბები
პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ქვეყანაში ყველა სამართლებრივი საფეხური ბოლომდე უნდა გამოსცადონ, მათ შორის, იმ მოსამართლეების სინდისიც, რომლებიც დადგებიან იმ არჩევანის წინაშე, როგორი ქვეყანა სურთ

სრულად 
ცესკო ISFED-ზე: აქტივობის გენდერულ ჭრილში ცდომილება 11 უბანზეა და ეხება 150 ამომრჩეველს

ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ რამდენიმე უბანზე ნამდვილად არსებობდა „ე.წ ცდომილება”, თუმცა, „ისფედის” ინფორმაციას მაინც უწოდა „არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციული”

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა პროევროპელმა მაია სანდუმ

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, პროევროპელმა მაია სანდუმ. მან ხმების 54,91% მიიღო

სრულად 
2024 წლის არჩევნებზე მილიონ ნახევარზე მეტი ქალი არ მივიდა ხმის მისაცემად

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, გამოდის რომ ხმის მისაცემად 26 ოქტომბერს, 1 891 130 ქალი არ მივიდა

სრულად 
ავღანეთში თალიბანმა ქალებს ერთმანეთის ხმის მოსმენა აუკრძალა

თალიბანმა ავღანელ ქალებს ერთმანეთის ხმის მოსმენა აუკრძალა. როგორც The Telegraph წერს, ორშაბათს სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების პრევენციის მინისტრმა ქალებისთვის ახალი უცნაური შეზღუდვის შესახებ გამოაცხადა

სრულად