გენდერული სიახლეები
მშვიდობა, რომელიც არ ვიცი, რას ნიშნავს
2023-10-02 16:04:20

აფხაზეთში ნამყოფი არ ვარ, ნამყოფი კი არა სოხუმის დაცემიდან 6 წლის შემდეგ დავიბადე. ამ მხარეზე მხოლოდ გადმოცემით შექმნილი შთაბეჭდილებები მაქვს და მეტი არაფერი. აფხაზეთთან გადაკვეთა ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ორჯერ მქონდა.
ერთხელ ჩემმა საუკეთესო მეგობარმა მითხრა, ინსტაგრამზე აფხაზი გოგო გავიცანი, ვლაპარაკობთ და ბევრ რამეს მიყვებაო, მაგრამ როგორც კი ვუთხარი, რომ ქართველი ვარ, რაღაც პერიოდი გაქრა მერე კი მომწერა აღარასდროს მომწერო და იმის მერე
აღარ გამოჩენილაო. მეორეჯერ კი ერთმა გოგომ მითხრა, მე ნახევრად აფხაზი ვარ, ბებიაჩემი ჯერ კიდევ იქ ცხოვრობს და თითქმის ყოველ ზაფხულს გადავდივარო.

საშიში არ არის მეთქი? და არა ჩვენთვის არა და თქვენთვის კი, მაგრამ ქართველები საზღვარზე მაინც იპარებიანო. ეს ჩვენ, თქვენ და ქართველები, მაშინ ძალიან ცუდად მომხვდა, მაგრამ თან იმაზე ვფიქრობდი, რომ ამ საოცარი მხარის ნახვა, მხოლოდ
ჩუმად და გადაპარვით შეგვეძლო. მერე დიდხანს ვიფიქრე ჩემზე, ჩემს მეგობრებზე და ჩემს თაობაზე. ჩვენ ვიყავით თაობა, რომელსაც ომი 2008 წლამდე ნანახი არ ჰქონდა, 2008 წლის შემდეგ კი არ ვიცოდით, რა იყო მშვიდობა...

ქართველი ბავშვები ახალი წლის ღამეს ფეიერვერკის ხმაზე გარეთ არ გარბიან, ჩვენთვის აფეთქების ხმა სრულიად თრგუნავს იმ სილამაზეს, რომლისთვისაც ფეიერვერკი გამოიგონეს. შეყინულ ღიმილიანი სახით ვულოცავთ ერთმანეთს ახალ წელს, მაგრამ ყველამ ვიცით ეს ხმა ჩვენში რა მოგონებებს აღვიძებს. არც ცაში თვითმფრინავის დანახვისას გავრბივართ ხელის დასაქნევად, გავრბივართ ოღონდ სხვა მხარეს, ჩვენი შიშების მხარეს. ქართველი ბავშვებისთვის არც ცხელი აგვისტოს დადგომა არ ასოცირდება ბავშვობის იმ მოგონებებთან, რომელიც ზაფხულში დასასვნებელად წასულმა ყველა ბავშვმა უნდა დააგროვოს. ზოგისთვის ის სახლიც კი აღარ არსებობს, რომელშიც ერთ დროს საკუთარ ოჯახის წევრებთან ერთად საუკეთესო მოგონებებს აგროვებდა, ზოგმა საყვარელი ადამიანი, ოჯახის წევრი, მეგობარი, ნაცნობი, ნათესავი დაკარგა. ხშირად ვფიქრობ ბავშვებზე, ბავშვებზე,

რომლებმაც ომი გამოიარეს, საკუთარი სახლებიდან გამოიქცნენ და იმ სახლებში მოგონებებთან, ნივთებთან და სიყვარულთან ერთად, ბავშვობაც დატოვეს. ბავშვობა, რომელსაც ვერანაირი ძალა ვეღარ დააბრუნებს.

რა არის მშვიდობა? არ ვიცი, მაგრამ ვიცი როგორია მშვიდობის გარეშე ცხოვრება. და მაინც ახალი წლის ღამეს ქართველი ბავშვები გარეთ არ გარბიან, შეყინულ ღიმილიანი სახით ვულოცავთ ერთმანეთს ახალ წელს და ყველა ფეიერვერკის,
თვითმფრინავის და გრუხუნის ხმაზე ოდნავ შიშით და რეალობისთვის თვალის გასასწორებლად ვკითხულობთ „დაიწყო?“ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საჭირო არ არის, დიდი ხნის წინ დაწყებული ომი ჯერაც არ დამთავრებულა უბრალოდ მოჩვენებითმა მშვიდობამ ჩაანაცვლა. მშვიდობამ, რომლითაც ყველანი თავს ვიტყუებთ და სულელური გულუბრყვილობით ვცდილობთ თავის დამშვიდებას. მშვიდობამ, რომელიც არ ვიცი, რას ნიშნავს.

ელენე ქურდაძე
ბოლო ამბები
ცესკო ISFED-ზე: აქტივობის გენდერულ ჭრილში ცდომილება 11 უბანზეა და ეხება 150 ამომრჩეველს

ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ რამდენიმე უბანზე ნამდვილად არსებობდა „ე.წ ცდომილება”, თუმცა, „ისფედის” ინფორმაციას მაინც უწოდა „არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციული”

სრულად 
ISFED: 23 უბანზე, არჩევნებზე მისული კაცი ამომრჩევლების რაოდენობა აღემატება სიაში რეგისტრირებულს 

„სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოვლენილ ახალ გარემოებებზე საუბრობს და ყურადღებას გენდერულ ნაწილზე ამახვილებს (ქალებისა და კაცების მონაწილეობაზე)

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა პროევროპელმა მაია სანდუმ

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, პროევროპელმა მაია სანდუმ. მან ხმების 54,91% მიიღო

სრულად 
2024 წლის არჩევნებზე მილიონ ნახევარზე მეტი ქალი არ მივიდა ხმის მისაცემად

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, გამოდის რომ ხმის მისაცემად 26 ოქტომბერს, 1 891 130 ქალი არ მივიდა

სრულად 
ავღანეთში თალიბანმა ქალებს ერთმანეთის ხმის მოსმენა აუკრძალა

თალიბანმა ავღანელ ქალებს ერთმანეთის ხმის მოსმენა აუკრძალა. როგორც The Telegraph წერს, ორშაბათს სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების პრევენციის მინისტრმა ქალებისთვის ახალი უცნაური შეზღუდვის შესახებ გამოაცხადა

სრულად