გენდერული ძალადობა
“თალიბანმა” ავღანეთში სილამაზის სალონების დახურვის განკარგულება გასცა
2023-07-06 10:25:57

“თალიბანმა” ავღანეთში სილამაზის სალონების დახურვის განკარგულება გასცა, - ამის შესახებ მთავრობის პრესსპიკერმა განაცხადა.

მედიის ინფორმაციით, მანკიერების პრევენციისა და სათნოების გავრცელების სამინისტროს პრესსპიკერის, მუჰამედ სადიკ აკიფის განცხადებით, ქალთა სილამაზის სალონები ერთ თვეში დაიხურება. აკრძალვა დაწესებულია დედაქალაქ ქაბულში, ისევე როგორც სხვა პროვინციებში. „თალიბანი“ გადაწყვეტილების მიზეზებზე არ საუბრობს.

შეგახსენებთ, „თალიბანმა“ საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული ავღანეთის მთავრობა 2021 წლის აგვისტოში დაამხო და ძალაუფლებაში დაბრუნდა. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშების თანახმად, ავღანეთში ადამიანის უფლებების კუთხით მდგომარეობა გაუარესდა.

გაერო-ს ექსპერტებმა მიმდინარე წლის მარტში განაცხადეს, რომ ავღანეთში ქალთა და გოგონების უფლებების მდგომარეობა 2002 წლამდე პერიოდში არსებულ მდგომარეობას დაუბრუნდა, როდესაც „თალიბანი“ქვეყანას აკონტროლებდა და ფაქტობრივად წაიშალა ქალთა უფლებების კუთხით 20 წლის მანძილზე მიღწეული პროგრესი. ქალებს აეკრძალათ უნივერსიტეტებში სწავლა, შეეზღუდათ საჯარო სივრცეებში გამოჩენა და ბევრ სფეროში დასაქმების უფლება.

ბოლო ამბები
პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ქვეყანაში ყველა სამართლებრივი საფეხური ბოლომდე უნდა გამოსცადონ, მათ შორის, იმ მოსამართლეების სინდისიც, რომლებიც დადგებიან იმ არჩევანის წინაშე, როგორი ქვეყანა სურთ

სრულად 
ცესკო ISFED-ზე: აქტივობის გენდერულ ჭრილში ცდომილება 11 უბანზეა და ეხება 150 ამომრჩეველს

ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ რამდენიმე უბანზე ნამდვილად არსებობდა „ე.წ ცდომილება”, თუმცა, „ისფედის” ინფორმაციას მაინც უწოდა „არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციული”

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
სამეგრელოში ცოლის მკვლელობის ბრალდებით ქმარი დააკავეს

ხუთი თვე და შვილი მოკლული ქალი საქართველოში - დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი მოკლა

სრულად 
რუსთავში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა

რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, ორი ქალი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლი და სიდედრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დააკავეს

სრულად 
საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქსტატმა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევა 2022 წარადგინეს

სრულად