გენდერული ძალადობა
რამზან კადიროვის პოლიტიკის მოწინააღმდეგე ჟურნალისტი და უფლებადამცველი სასტიკადაა ნაცემი
2023-07-04 16:08:49

4 ივლისს დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა სასტიკად სცემეს ცნობილი ჟურნალისტი და უფლებადამცველი, ელენა მილაშინა და ადვოკატი ალექსანდრე ნემოვი.

ელენა მრავალი წლის განმავლობაში „ნოვაია გაზეტა“-ში მუშაობდა (სანამ გამოცემა შეწყვეტდა არსებობას). ის უმეტესწილად, ჩეჩნეთის რესპუბლიკაში მომხდარ უფლებადარღვევებს იძიებდა და არასამართლებრივი სიკვდილით დასჯის ფაქტებს აშუქებდა. ასევე, ასაჯაროვებდა ჩეჩენი გეების დევნასა და წამების ფაქტებს.

აღსანიშნავია, რომ ეს  თავდასხმა პირველი არ ყოფილა, - 2020 წლის თებერვალში ელენა და ადვოკატი მარინა დუბროვინა სცემეს გროზნოში, სადაც ისინი ვიდეოს „როგორ ცხოვრობენ კადიროვი და მისი თანამოაზრეები“ ავტორის სასამართლო პროცესზე დასასწრებად ჩავიდნენ.

ამასთან, 2020 წელს რამზან კადიროვი სოციალურ ქსელში მილაშინას მოკვლითაც კი დაემუქრა. ელენას გამხდარა ცილისწამების მსხვერპლიც.

სასტიკად ნაცემი ელენა და ალექსანდრი, ამჟამად ბესლანში გადაჰყავთ. ორივეს მრავლობითი დაზიანება აღენიშნება და  მათი მდგომარეობა მძიმეა. ჟურნალისტს რამდენიმე თითი აქვს მოტეხილი და მან რამდენჯერმე გონება დაკარგა, ხოლო ფეხში დაჭრილი ალექსანდრი კი ეტლში ზის.

უფლებადამცველების თქმით, ნემოვისა და მილაშინას მანქანას შეიარაღებულმა პირებმა გზა, აეროპორტიდან გროზნოსკენ მიმავალ ტერიტორიაზე გადაუღობეს. შენიღბულმა თავდამსხმელებმა მილაშინა და ნემოვი წიხლებითა და იარაღის კონდახებით სცემეს. ამასთან, გაანადგურეს დოკუმენტები და აღჭურვილობა და შუბლზე ცეცხლსასროლი იარაღიც მიადეს.
„როცა სცემეს, უთხრეს: ჩვენ გაგაფრთხილეთ. წადი აქედან და აღარაფერი დაწერო“, - ნათქვამია მემორიალის განცხადებაში.
დაზარალებულების დასაკითხად საავადმყოფოში პოლიცია მივიდა, თუმცა მათ უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, რადგან „აზრი არ აქვს“.
თავდასხმის დეტალებს რუსეთის ჟურნალისტთა კავშირი და ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭო იძიებენ. 
უფლებადამცველმა, ტატიანა მოსკალკოვამ განაცხადა, რომ მან გროზნოში ჟურნალისტისა და ადვოკატის ცემის შესახებ გაავრცელა ცნობა, შემდეგ კი რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტსა და ჩეჩნეთის პროკურატურას მიმართა.
”მე დავუკავშირდი ჩვენს ადამიანის უფლებათა საკითხებზე პასუხისმგებელ პირს (ჩეჩნეთში), ვთხოვე, ყველაფერი გაეკეთებინათ დაზარალებულების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დახმარებოდნენ მათ ტრანსპორტირებასა და სამედიცინო დახმარების მიღებაში,” განუცხადა მოსკალკოვამ ინტერფაქსს.

ომბუდსმენმა ასევე აღნიშნა, რომ მილაშინასა და ნემოვის უსაფრთხოებას „სრულიად უზრუნველყოფენ“.

ინციდენტის შემდეგ, ფედერაციის საბჭოს საკონსტიტუციო კანონმდებლობისა და სახელმწიფო მშენებლობის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანდრეი კლიშასმა, სამართალდამცავ ორგანოებს თავდასხმაზე მკაცრი რეაგირება მოსთხოვა; სახელმწიფო სათათბიროს საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ხინშტეინმა ჟურნალისტებზე თავდასხმებს "კრიმინალური და მიუღებელი" უწოდა.

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავრობას კი, ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებია.
 

ბოლო ამბები
პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ქვეყანაში ყველა სამართლებრივი საფეხური ბოლომდე უნდა გამოსცადონ, მათ შორის, იმ მოსამართლეების სინდისიც, რომლებიც დადგებიან იმ არჩევანის წინაშე, როგორი ქვეყანა სურთ

სრულად 
ცესკო ISFED-ზე: აქტივობის გენდერულ ჭრილში ცდომილება 11 უბანზეა და ეხება 150 ამომრჩეველს

ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ რამდენიმე უბანზე ნამდვილად არსებობდა „ე.წ ცდომილება”, თუმცა, „ისფედის” ინფორმაციას მაინც უწოდა „არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციული”

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
სამეგრელოში ცოლის მკვლელობის ბრალდებით ქმარი დააკავეს

ხუთი თვე და შვილი მოკლული ქალი საქართველოში - დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი მოკლა

სრულად 
რუსთავში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა

რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, ორი ქალი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლი და სიდედრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დააკავეს

სრულად 
საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქსტატმა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევა 2022 წარადგინეს

სრულად