გენდერული ძალადობა
დააკავეს კაცი, რომელსაც ყოფილი ცოლის მოკვლა ედება ბრალად
2023-06-06 15:50:31

პოლიციამ დააკავა 30 წლის კაცი, რომელსაც ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

"ბრალდებულმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი, მეორე დღეს ნაქირავები ავტომობილის საბარგულში მოათავსა, გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა და ხევში გადააგო", - წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 26 წლის ქალის მკვლელობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქმეზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით - ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის კვალიფიკაციით.

საქართველოს გენერალური პროკურატურის მონაცემებით, 2022 წელს 25 ქალი მოკლეს - 15 მკვლელობა ჩადენილია ოჯახური დანაშაულის, ხოლო 11 - არაოჯახური დანაშაულის ნიშნით.

37-ჯერ სცადეს ქალის მკვლელობა, საიდანაც 28 ოჯახური დანაშაულის ნიშნით იყო ჩადენილი.

ბოლო ამბები
მე დავეთხოვე ჩემს უფროსს...

მე დავეთხოვე ჩემს უფროსს, იმ დღეს თავხედიც გავხდი, მისი კაბინეტის კარს, ტიპიური ჩინოვნიკის კაბინეტის კარს, მარკერით მივაწერე:“ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან“

სრულად 
ნინო ლომჯარია და ქართველი ხალხი სახაროვის პრემიაზე წარადგინეს

ECR Group-მა ქართველი ხალხი და საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, აზრის თავისუფლებისთვის 2023 წლის სახაროვის პრემიაზე წარადგინა 

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს პოსტერების კონკურსს "ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან"
სრულად 
 „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ თბილისის ცენტრალურ ლოკაციაზე მდებარე სასტუმროებისთვის აცხადებს ტენდერს
სრულად 
 ფოტოკონკურსი „ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან“
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
“თალიბანმა” ავღანეთში სილამაზის სალონების დახურვის განკარგულება გასცა

აკრძალვა დაწესებულია დედაქალაქ ქაბულში, ისევე როგორც სხვა პროვინციებში. „თალიბანი“ გადაწყვეტილების მიზეზებზე არ საუბრობს

სრულად 
რამზან კადიროვის პოლიტიკის მოწინააღმდეგე ჟურნალისტი და უფლებადამცველი სასტიკადაა ნაცემი

4 ივლისს დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა სასტიკად სცემეს ცნობილი ჟურნალისტი და უფლებადამცველი, ელენა მილაშინა და ადვოკატი ალექსანდრე ნემოვი

სრულად 
ქალები

ერთი ვიცი, როგორ უმწეოდაც არ უნდა ვგრძნობდეთ თავს, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი

სრულად