ტრენინგების ციკლი "იყავი მის ადგილას" გურიის რეგიონში ჩატარდა. ჩოხატაურის, ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე იმსჯელეს.
გურიაში ვიზიტის ფარგლებში, ქსც-ს ექსპერტმა, მამუკა გაჩეჩილაძემ რვა სესია ჩაატარა და ბაღებისა და სკოლების მასწავლებლებთან, თანამშრომლებთან, მშობლებთან და სხვა სამიზნე ჯგუფებთან ერთად, იმ სტერეოტიპების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ძალადობას ახალისებს.