ღონისძიებები
ფოტოკონკურსი „ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან“
2023-03-23 17:01:49

ფოტოკონკურსის მიზანია ქალების/გოგოების უფლებებისთვის და გენდერული თანასწორობისთვის მებრძოლი ქალებისა და გოგოების წარმოჩენა.

ფოტოამბავი უნდა ეხმიანებოდეს შემდეგ თემატიკას:

•    ქალებისა და გოგოების საკვანძო როლი სამოქალაქო და მშვიდობის მშენებლობის პროცესებში;
•    ქალებისა და გოგოების წვლილი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მოვლენებში;
•    ქალებისა და გოგოების უფლებებისთვის ან/და გენდერული თანასწორობისთვის მებრძოლი ქალების ისტორიები;
•    ქალებისა და გოგოების წინაშე  ყოველდღიურად არსებული გამოწვევები;
•    ლიდერი, მათ შორის გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე მყოფი,  ქალების წარმატების ისტორიები (გამოწვევები და კარგი პრაქტიკები);
•    ქალების მიერ წარმოებული ადვოკატირების პროცესები;
•    იმ ქალების ისტორიები, რომლებიც საზოგადოებაში დამკვიდრებულ გენდერულ სტერეოტიპებს, ნეგატიურ სოციალურ ნორმებსა და დისკრიმინაციულ მიდგომებს დაუპირისპირდნენ/;
•    ეთნიკური უმცირესობების, იძულებით გადაადგილებული პირების, სოფლად მცხოვრები და შშმ ქალების წინაშე არსებული გამოწვევები და ამ კუთხით არსებული კარგი პრაქტიკები. 

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

•    ფოტოამბავი უნდა პასუხობდეს კონკურსის მიზნებს და თემატიკას;
•     ფოტოამბავი უნდა იყოს ინფორმატიული, შემოქმედებითი და საინტერესო; 
•    ფოტოამბავი უნდა მოიცავდეს სამიდან ხუთ ფოტოს;
•    ფოტოგმირისგან ნებართვაზე პასუხისმგებელია კონკურსის მონაწილე;
•    აუცილებელია, რომ ფოტოს თან ერთვოდეს ორიგინალური ნარატიული აღწერილობა (მაქსიმუმ 200 სიტყვა);
•    აუცილებელია, ფოტოს თან ერთვოდეს ფოტოგმირი ქალის სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი/რეგიონი/სოფელი/ქალაქი და ის საქმიანობა, რომელსაც ეწევა;
•    ფოტო გამოგზავნილი უნდა იყოს JPEG ფორმატში;
•    მოწოდებულ ფოტოებზე არ უნდა იყოს დატანილი ლოგოები, ჩარჩოები და ა.შ !! 
•    ფოტომასალა სპეციალურად ამ კონკურსისთვის უნდა მომზადდეს და სხვა საინფორმაციო არხზე არ უნდა იყოს გამოქვეყნებული;
•    ფოტომასალა შეიძლება იყოს როგორც ფერადი, ასევე შავ-თეთრი;
•    პრიორიტეტი მიენიჭებათ სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენელ და/ან სამიზნე მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისა და გოგოების ამსახველ ფოტო ამბებს.

გამარჯვებული საკონკურსო ნამუშევრების ავტორები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან. (საავტორო უფლებები დაცულია). 

საპრიზო თანხა - 300 ლარი, საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო მოსაკრებლის ჩათვლით.

საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 9 აპრილი, 12:00 სთ !!! 

გამარჯვებულ ნამუშევარს "ქალთა საინფორმაციო ცენტრის" გუნდი გამოავლენს.

დაინტერესებულმა პირებმა ნამუშევრები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე უნდა გამოგზავნონ: wicge.org.11@gmail.com; mariam.dzagnidze@gmail.com; office@ginsc.net. 

გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ავტორის სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია და ავტორის ფოტოსურათი.

გისურვებთ წარმატებებს!

***

კონკურსი გამოცხადებულია "ქალთა საინფორმაციო ცენტრის" პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც, დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ხაშურის, ბოლნისის, ქედას, ზუგდიდის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში ხორციელდება. პროექტის ძირითადი მიზანია ქალთა ლიდერობისა და პოლიტიკური მონაწილეობის სფეროებში, გენდერული სამართლიანობის გაუმჯობესება საქართველოში.
 

ბოლო ამბები
განცხადება ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს, მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, და მედიას მოვუწოდებთ, რომ სამომავლოდ ქალთა გაძლიერებისთვის იმოქმედონ

სრულად 
თამუნა მუსერიძე BBC-ის 2023 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალის სიაში მოხვდა

თამუნა მუსერიძემ შექმნა Facebook ჯგუფი „ვეძებ”, რომელმაც ხელი შეუწყო სამშობიაროებიდან არალეგალური გაშვილების შესახებ საჯარო დისკუსიის დაწყებას

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს პოსტერების კონკურსს "ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან"
სრულად 
 „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ თბილისის ცენტრალურ ლოკაციაზე მდებარე სასტუმროებისთვის აცხადებს ტენდერს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს

ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების კონკურსს "ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან", რომელიც ეძღვნება 16 დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ

სრულად 
ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს

ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების კონკურსს "ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან", რომელიც სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეს ეძღვნება 

სრულად 
ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს პოსტერების კონკურსს "ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან"

კონკურსი მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების საკითხებზე

სრულად