მოვლენები
20 ახალგაზრდა მშვიდობის მშენებელი ქალი მთელი მსოფლიოდან, საქართველოში, სამუშაო შეხვედრაზე იმყოფებოდა
2023-03-23 15:30:56

20 ახალგაზრდა მშვიდობის მშენებელი ქალი მთელი მსოფლიოდან, საქართველოში, ოთხდღიან სამუშაო შეხვედრაზე იმყოფებოდა. ქალთა წამყვანი ორგანიზაციების მხარდაჭერა კონფლიქტური და პოსტ- კონფლიქტური ქვეყნებიდან, მშვიდობის დამყარების მიზნით, მშვიდობის მშენებელი ახალგაზრდა ქალების ლიდერობის უნარების გაძლიერება და მათი შესაძლებლობების განვითარება - 4 500 აპლიკანტიდან შერჩეული მშვიდობის მშენებლები საპილოტე პროგრამაში გაერთიანდნენ.

ოთხდღიანი (20-23 მარტი) დატვირთული სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: მშვიდობის მშენებლობა და მშვიდობის შენარჩუნება; ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება (WPS), ახალგაზრდები, მშვიდობა და უსაფრთხოება (YPS).  

სხვადასხვა ქვეყნიდან, საქართველოში შეკრებილმა ახალგაზრდა ქალებმა გაიძლიერეს პროექტების მართვის უნარები, იმსჯელეს და ინფორმაცია მიიღეს ფონდების მოზიდვის, დონორებთან ურთიერთობის, ანგარიშგებისა და ეფექტური კომუნიკაციის საკითხებზე. 

პროგრამის მიზანია, დინამიური და მონაწილეობითი ფორმატით, შეიქმნას უსაფრთხო სივრცე დისკუსიისთვის, გაზიარდეს სხვადასხვა ქვეყნის მშვიდობის მშენებელი ქალების და ორგანიზაციების გამოცდილება, გამოწვევები,  გადაწყვეტის გზები და კარგი პრაქტიკები. 

მომზადდება სემინარის შედეგების დოკუმენტი და მშვიდობისა და უსაფრთხოების გლობალური კოალიციის ფარგლებში,  სხვა ახალგაზრდულ ორგანიზაციებში გაიგზავნება. 

ოთხდღიანი სამუშაო შეხვედრის ერთ-ერთი პანელი იყო მშვიდობის დამყარებასა და შენარჩუნებაში მთავარი აქტორებისთვის, საქართველოს  გამოცდილების გაზიარება. პანელზე ახალგაზრდა მშვიდობის მშენებლებს ჩვენს ქვეყანაში ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები და ორგანიზაციის კარგი პრაქტიკები გაუზიარა "ქალთა საინფორმაციო ცენტრის" ახალგაზრდა ლიდერმა, ანა ნემსაძემ. 

პროგრამას  გაეროს ქალთა ორგანიზაცია UN Women, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან (UNAOC), გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) და გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) პარტნიორობით ახორციელებს. 

ბოლო ამბები
უდიდესი საპროტესტო ტალღის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო რუსული კანონი

უდიდესი საპროტესტო ტალღის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო რუსული კანონი, რომელმაც რუსეთში გააქრო დემოკრატიული ინსტიტუტები და გაამყარა ვლადიმერ პუტინის რეჟიმი

სრულად 
სამოქალაქო ორგანიზაციები: 17:00-ზე ყველას გელოდებით პარლამენტის უკან

სამოქალაქო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას აკეთებენ და საზოგადოებას 5 საათზე პარლამენტთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
უდიდესი საპროტესტო ტალღის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო რუსული კანონი

უდიდესი საპროტესტო ტალღის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო რუსული კანონი, რომელმაც რუსეთში გააქრო დემოკრატიული ინსტიტუტები და გაამყარა ვლადიმერ პუტინის რეჟიმი

სრულად 
სამოქალაქო ორგანიზაციები: 17:00-ზე ყველას გელოდებით პარლამენტის უკან

სამოქალაქო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას აკეთებენ და საზოგადოებას 5 საათზე პარლამენტთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ

სრულად 
სამოქალაქო საზოგადოება მოქალაქეებს 19:00 საათზე პარლამენტის წინ დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს

ხელისუფლებამ ღიად დააფიქსირა, რომ „რუსული კანონის“ მიღებით ისინი ხალხის წინააღმდეგ რეპრესიების გამოცხადებას გეგმავენ. ისინი აანონსებენ არჩევნების მიტაცებას, ცენზურას და საბჭოთა სტილის ტოტალიტარულ რეჟიმს

სრულად