"ქალთა საინფორმაციო ცენტრის" სტრატეგიული დოკუმენტების მომზადება, საკომუნიკაციო გეგმის შემუშავება და შინაგანაწესის გაცნობა ახალი თანამშრომლებისთვის - ამ და სხვა საკითხებზე მუშაობის შედეგად, ქსც-ს გუნდმა 2023-2024 წლების სამუშაო სტრატეგია დასახა.
სამუშაო შეხვედრების ფორმატში, განვიხილეთ ორგანიზაციის პოლიტიკა. ხაზი გაესვა გუნდურობის პრინციპის, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღირებულებას და გუნდის ახალ წევრებთან ერთად, ვიმსჯელეთ ახალი შესაძლებლობების შესახებ. დაზუსტდა, რომ გუნდის თითოეულ წევრს აერთიანებს საერთო ღირებულებები და სჯერა იმ საქმის, რომელსაც გულმოდგინედ ასრულებს.
ვიმსჯელეთ ქსც-ს სუსტი და ძლიერი მხარეების შესახებ და ერთობლივად დავსახეთ სხვადასხვა აქტივობა, კიდევ უფრო ეფექტური მუშაობისა და ნაყოფიერი შედეგებისთვის.
"ქალთა საინფორმაციო ცენტრი", გაზრდილი გუნდით, აგრძელებს მუშაობას და რა თქმა უნდა, რჩება ყველა იმ ღირებულების და პრინციპის ერთგული, რომლის მიხედვითაც 23 წელზე მეტია თავდაუზოგავად მუშაობს.