მოვლენები
არზუ აბდულაევა: ასეთი რეაქციული კანონის მიღების შემთხვევაში, შეიძლება მძიმე დრო დაადგეს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამოქალაქო საზოგადოებას
2023-03-03 18:11:33

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონ-პროექტი, რომლის თანახმადაც „უცხოური ძალის“ იარლიყს დაექვემდებარებიან არასამეწარმეო იურიდიული პირები, მათ შორის არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები, რომელთა წლიური შემოსავალი 20%-ზე მეტია, საზოგადოებაში აღშფოთებას იწვევს. 

ვინადიან, მსგავსი კანონი უკვე მოქმედებს აზერბაიჯანში, გამოცდილების გაზიარება აზერბაიჯანელ კოლეგას, ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის აზერბაიჯანის კომიტეტის ხელმძღვანელს, არზუ აბდულაევას ვთხოვეთ: 

„აზერბაიჯანში მოქმედი კანონი უცხოური აგენტების შესახებ არ არის რუსული კანონის  ანალოგი,- ჩვენ გვაქვს შეზღუდვა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე. შესაბამისად, ვერ ვიღებთ გრანტებს საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, რომლებიც არ არიან აკრედიტებული აზერბაიჯანში. 

გარდა ამისა, შეზღუდვის თანახმად, ყველა პროექტი იუსტიციის სამინისტროში უნდა იყოს რეგისტრირებული, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია. სანამ პროექტის რეგისტრაციაზე თანხმობას მივიღებთ, ის უკვე შეიძლება დასრულდეს კიდეც. თანხმობის გადაწყვეტილება კი იმის მიხედვით მიიღება, თუ რამდენად ლოიალური არიან არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლების მიმართ. 

საერთაშორისო ორგანიზაციებს ტრანსფერების განხორციელება სახელმწიფოს მიერ შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციების ფორუმის მეშვეობით შესთავაზეს (ამჟამად, არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობის სააგენტო). შედეგად კი, საერთაშორისო ორგანიზაციებმა  თავიანთი საქმიანობა აზერბაიჯანში შეაჩერეს. ამ ყოველივემ საგრძნობლად დაასუსტა აზერბაიჯანში სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ფაქტობრივად, მოხალისეობრივად აგრძელებს მუშაობას.

ასეთი რეაქციული კანონის მიღების შემთხვევაში, შეიძლება მძიმე დრო დაადგეს რეგიონის სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენ ქართველ კოლეგებთან ერთად ხშირად ვახორციელებთ ერთობლივ პროექტებს, განსაკუთრებით, მშვიდობის მენებლობის მიმართულებით. ჩვენ, როგორც პარტნიორებს გვრთავენ ამ პროცესებში, აწყობენ რეგიონულ ან ორმხრივ შეხვედრებს სომეხ კოლეგებთან მოსალაპარაკებლად. კანონის მიღება საქართველოში, აზერბაიჯანისა და სომხეთის სამშვიდობო აქტივისტებისთვისაც მძიმე დარტყმა იქნება. განსაკუთრებით, ამ რთულ დროს და იმ მოცემულობაში, როდესაც ყველა ერთად ვცდილობთ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი საზოგადოების შესარიგებლად და ომის თავიდან ასარიდებლად. ჩვენთვის მთავარი პლატფორმა ამ მიმართულებით კი, ყოველთვის საქართველოა. ძნელი წარმოსადგენია მოვლენების შესაძლო განვითარება.“

ბოლო ამბები
სამოქალაქო ორგანიზაციები: 17:00-ზე ყველას გელოდებით პარლამენტის უკან

სამოქალაქო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას აკეთებენ და საზოგადოებას 5 საათზე პარლამენტთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ

სრულად 
სამოქალაქო საზოგადოება მოქალაქეებს 19:00 საათზე პარლამენტის წინ დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს

ხელისუფლებამ ღიად დააფიქსირა, რომ „რუსული კანონის“ მიღებით ისინი ხალხის წინააღმდეგ რეპრესიების გამოცხადებას გეგმავენ. ისინი აანონსებენ არჩევნების მიტაცებას, ცენზურას და საბჭოთა სტილის ტოტალიტარულ რეჟიმს

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
სამოქალაქო ორგანიზაციები: 17:00-ზე ყველას გელოდებით პარლამენტის უკან

სამოქალაქო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას აკეთებენ და საზოგადოებას 5 საათზე პარლამენტთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ

სრულად 
სამოქალაქო საზოგადოება მოქალაქეებს 19:00 საათზე პარლამენტის წინ დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს

ხელისუფლებამ ღიად დააფიქსირა, რომ „რუსული კანონის“ მიღებით ისინი ხალხის წინააღმდეგ რეპრესიების გამოცხადებას გეგმავენ. ისინი აანონსებენ არჩევნების მიტაცებას, ცენზურას და საბჭოთა სტილის ტოტალიტარულ რეჟიმს

სრულად 
ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა

სრულად