გენდერული სიახლეები
"ქალებზე მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გურს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის" საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენცია
2023-03-01 15:12:15

თბილისში "ქალებზე მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის" საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენცია მიმდინარეობს. 

ღონისძიება მიზნად ისახავს, ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმის, მისი მიზნებისა და ამოცანების წღდგენას, ასევე საუკეთესო სტრატეგიებისა და გზების განხილვას, მისი ეფექტიანად განხორციელებისთვის.

როგორც მოხსენებლებმა აღნიშნეს, ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმით განსაზღვრულია ის ამოცანები და ღონისძიებები, რომლებიც უნდა განხორციელდეს, როგორც ქვეყანაში, ასევე საერთაშორისო დონეზე, რათა უზრუნველყოს კონფლიქტის შემდგომ პერიოდში, ქალების და გოგოების უფლებების დაცვა, მოახდინოს კონფლიქტისა და ძალადობის პრევენცია და სამშვიდობო ძალისხმევა მიმართოს დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და გოგოების საჭიროებებისა და უფლებების დასაცავად.  ამასთან, უზრუნველყოს ქალებისა და ახალგაზრდების ეფექტიანი მონაწილეობა სამშვიდობო და უსადრთხოების საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 


ღონისძიებას ესწრებიან სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები, რომლებიც მუშაობენ ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელებაზე საქართველოში, მათ შორის რელევანტური უწყებები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, დონორი ორგანიზაციები და განვითარების პარტნიორები. მონაწილეებს შორის არიან, ასევე, საერთაშორისო  ორგანიზაციები, გაეროს სისტემის წარმომადგენლები და შესაბამისი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები.

ბოლო ამბები
ბოლო არჩევნებზე ნახევარი მლნ ქალი არ მივიდა - როგორ ჩავრთოთ ემიგრანტები ხმის მიცემის პროცესში?

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე და შემოვიდა 205 857 მოქალაქე 

სრულად 
საქსტატი: 2023 წელს, წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა

2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5 პროცენტით გაიზარდა და 205 857 კაცი შეადგინა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ბოლო არჩევნებზე ნახევარი მლნ ქალი არ მივიდა - როგორ ჩავრთოთ ემიგრანტები ხმის მიცემის პროცესში?

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე და შემოვიდა 205 857 მოქალაქე 

სრულად 
ქალთა მოძრაობამ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარში გამართა

ქალთა მოძრაობა ამბობს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველ 53% ქალს "რუსული კანონით" ვერ გააჩუმებენ და ეს კანონი ეხება ყველა ქალს

სრულად 
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად