ღონისძიებები
ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
2023-02-20 13:07:14

კონკურსი მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას  გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების საკითხებზე. გაითვალისწინეთ, რომ გამარჯვებული ნამუშევარი გამოქვეყნდება "ქალთა საინფრომაციო ცენტრის" ფეისბუქ გვერდზე (https://www.facebook.com/WICgeorgia) და გენდერულ საინფორმაციო პორტალზე (http://ginsc.net/). 

საკონკურსო ნამუშევრები უნდა  მოიცავდეს ისეთ საკითხებს როგორებიცაა: 

  • ქალი პოლიტიკოსების  და გადაწყვეტილების მიმღები პირების წარმოჩენა ადგილობრივ დონეზე; ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის კარგი პრაქტიკების წარმოჩენა ადგილობრივ დონეზე; გენდერული კვოტირების პოზიტიური გავლენა მუნიციპალუტეტების წარმომადგენლობით ორგანოებში და სხვ; 
  • ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის  კუთხით, მუნიციპალიტეტში არსებული კარგი პრაქტიკები და ადგილობრივ დონეზე არსებული გამოწვევები; 
  • გენდერული სტერეოტიპები და მავნე პრაქტიკები, რომლებსაც უარყოფითი გავლენა აქვს ქალთა უფლებრივ მდგომარეობასა და საზოგადოების აზრის ფორმირებაზე (პოლიტიკაში, განათლებაში, დასაქმებაში და სხვა სფეროებში).

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

ბლოგი:

  • უნდა პასუხობდეს კონკურსის მიზნებს და თემატიკას 
  • უნდა იყოს შემოქმედებითი
  • ტექსტი ლოგიკურად უნდა იყოს ორგანიზებული, აზრი გადმოცემული უნდა იყოს ნათლად და თანმიმდევრულად
  • ტექსტი შესრულებული უნდა იყოს სალიტერატურო ნორმების დაცვით: გრამატიკულად, ორთოგრაფიულად და სტილისტურად გამართული, პუნქტუაციის წესების დაცვით.
  • სასურველია, რომ მასალა იყოს მრავალფეროვანი და ინკლუზიური
  • ტექსტი უნდა იყოს „Word“-ის ფორმატში; შრიფტი: Sylfaen. შრიფტის ზომა: 12; ბლოგში მაქსიმალური სიტყვების რაოდენობა – 300-დან 1000-მდე. სტრიქონებს შორის ინტერვალი – 1.5. იმ შემთხვევაში თუ იყენებთ კონკრეტულ ლიტერატურულ მასალას, მიუთითეთ თქვენი ბლოგის ბოლოს, ცალკე გვერდზე. წყაროს დამოწმება: წყაროს ავტორი, გამოცემის წელი და გვერდი. 
  • ბლოგს უნდა ერთვოდეს თემატური ფოტო/პოსტერი

ვლოგი: 

  • უნდა პასუხობდეს კონკურსის მიზნებს და თემატიკას
  • უნდა იყოს ინფორმატიული, შემოქმედებითი და საინტერესო
  • სასურველია, რომ მასალა იყოს მრავალფეროვანი და ინკლუზიური
  • ვიდეოს გადაღება შეგიძლიათ  ნებისმიერი  ვიდეოგადამღები მოწყობილობით, (ვიდეოკამერა, ფოტო აპარატი, მობილური ტელეფონი და ა.შ.) 
  • ვიდეოს ფორმატი შეუზღუდავია, შეგიძლიათ  მოამზადოთ  ვიდეო სიუჟეტი, რეპორტაჟი, მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ანიმაცია, და ა.შ.  ვიდეო მასალა უნდა იყოს HD ფორმატში.
  • ვიდეორგოლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2-3 წუთს; 
  • სასურველია, რომ თუ ვლოგი მოწოდებულია ეროვნული უმცირესობებით დასახლებული მუნიციპალიტეტებიდან, მას თან ერთვოდეს სუბტიტრები აღნიშნულ ენაზე. (აზერბაიჯანული ან სომხური)

ფოტო ამბავი

  • უნდა პასუხობდეს კონკურსის მიზნებს და თემატიკას
  • უნდა იყოსი ინფორმატიული, შემოქმედებითი და საინტერესო 
  • სასურველია, რომ მასალა იყოს მრავალფეროვანი და ინკლუზიური
  • უნდა ერთვოდეს ორიგინალური ნარატიული აღწერილობა
  • ფოტოს ფორმატი JPEG
  • სასურველია ფოტო გადაღებული იყოს 780x580 ზომაზე
  • მოწოდებულ ფოტოებზე არ უნდა იყოს დატანილი ლოგოები, ჩარჩოები და ა.შ

!! საინფორმაციო მასალები სპეციალურად ამ კონკურსისთვის უნდა მომზადდეს  და სხვა საინფორმაციო არხზე არ უნდა იყოს გამოქვეყნებული. უპირატესობა მიენიჭება იმ ნამუშევრებს, რომელთა თემატიკა/შინაარსი შეეხება პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებს (ხაშური, ბოლნისი, ქედა, ზუგდიდი, ხარაგაული.). სასურველია მასალებში გამოყენებული ენა საზოგადოებისთვის მარტივად გასაგები იყოს. 

გამარჯვებული საკონკურსო ნამუშევრების ავტორები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან. საპრიზო თანხა - 300 ლარი, საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო მოსაკრებლის ჩათვლით. 

საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 10 ივნისი. გამარჯვებულ 3 ნამუშევარს ქალთა საინფორმაციო ცენტრის გუნდი გამოავლენს, შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით. 

დაინტერესებულმა პირებმა ნამუშევრები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე უნდა გამოგზავნონ: wicge.org.11@gmail.com; mariam.dzagnidze@gmail.com; office@ginsc.net  

გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ავტორის სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია და ავტორის ფოტო სურათი. 

გისურვებთ წარმატებებს!

***

კონკურსი გამოცხადებულია  ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც, დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ხაშურის, ბოლნისის, ქედას, ზუგდიდის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში ხორციელდება. პროექტის ძირითადი მიზანია ქალთა ლიდერობისა და პოლიტიკური მონაწილეობის სფეროებში,  გენდერული სამართლიანობის გაუმჯობესება საქართველოში.
 

ბოლო ამბები
დააკავეს კაცი, რომელსაც ყოფილი ცოლის მოკვლა ედება ბრალად

პოლიციამ დააკავა 30 წლის კაცი, რომელსაც ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

სრულად 
ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე

მარიუპოლელი ბიჭის დღიურის ისტორიებით ვხვდებით ომის დაწყებიდან მეორე 1-ელ ივნისს, ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს

სრულად 
 ღონისძიებები
 „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ თბილისის ცენტრალურ ლოკაციაზე მდებარე სასტუმროებისთვის აცხადებს ტენდერს
სრულად 
 ფოტოკონკურსი „ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან“
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი ანალიტიკური სტატიების კონკურსს აცხადებს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
„ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ თბილისის ცენტრალურ ლოკაციაზე მდებარე სასტუმროებისთვის აცხადებს ტენდერს

ღონისძიება ხორციელდება პროექტის ფარგლებში - „ქალები და ახალგაზრდები ქალები მშვიდობა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“

სრულად 
ფოტოკონკურსი „ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან“

ფოტოკონკურსის მიზანია ქალების/გოგოების უფლებებისთვის და გენდერული თანასწორობისთვის მებრძოლი ქალებისა და გოგოების წარმოჩენა

სრულად 
ქალთა საინფორმაციო ცენტრი ანალიტიკური სტატიების კონკურსს აცხადებს

ქალთა საინფორმაციო ცენტრი, პროექტის ფარგლებში “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში", იწვევს ახალგაზრდა ანალიტიკოსებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

სრულად