გენდერული სიახლეები
ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია
2022-12-21 11:05:49

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა. 

შეხვედრა პროექტის ფარგლებში, “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში" ჩატარდა. ღონისძიების მიზანი იყო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევების -  "გენდერული სტერეოტიპები და მავნე წეს-ჩვეულებები“ და „სავალდებულო გენდერული კვოტების მექანიზმის ზეგავლენა ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიკაზე“ - პრეზენტაცია; ამასთან, შეხვედრა მიზნად ისახავდა სამიზნე მუნიციპალიტეტებისა და ლიდერი ქალების თანამშრომლობის ხელშეწყობას. 

კვლევების პრეზენტაციას ესწრებოდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილების მიმღები პირები, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები.  ასევე, მონაწილეებს შორის არიან მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ლიდერი ქალები და  ქალთა საინფორმაციო ცენტრის კონკურსებში გამარჯვებული მონაწილეები. 

პროექტის მიზანია გენდერული სამართლიანობის გაუმჯობესება საქართველოში, ქალთა ლიდერობისა და პოლიტიკური მონაწილეობის სფეროებში. პროექტი დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

ბოლო ამბები
ჭიათურის საჭადრაკო დარბაზს ნანა იოსელიანის სახელი მიენიჭა

ჭიათურის საჭადრაკო დარბაზს გამოჩენილი ქართველი მოჭადრაკე ქალის, ნანა იოსელიანის სახელი მიენიჭა

სრულად 
უფლებადამცველი ქალი მარნეულიდან თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს

სამირა ბაირამოვა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს დედაქალაქის ქუჩებისთვის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალების სახელების მინიჭების თხოვნით მიმართავს

სრულად 
 ღონისძიებები
 ფოტოკონკურსი „ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან“
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი ანალიტიკური სტატიების კონკურსს აცხადებს
სრულად 
 ანაზღაურებადი სტაჟირება ქალთა საინფორმაციო ცენტრში
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
უფლებადამცველი ქალი მარნეულიდან თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს

სამირა ბაირამოვა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს დედაქალაქის ქუჩებისთვის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალების სახელების მინიჭების თხოვნით მიმართავს

სრულად 
მე დედა ვარ

კი, ბედნიერი დედა ვარ, ალბათ, ბედნიერი ცოლიც, მაგრამ განა ბედნიერი ქალიც მეთქმის, ნეტა?

სრულად 
რა კავშირი აქვს საბჭოთა პერიოდის 8 მარტს დღევანდელობასთან და ე.წ. „აგენტების კანონთან“?

საბჭოთა პერიოდის და პროპაგანდის გავლენებში მოქცეული პოლიტიკოსებისთვის ქალების/დედების და ახალგაზრდების განვითარება მიუღებელი აღმოჩნდა. ამიტომ გადაწყვიტეს გადაედგათ ისეთი ნაბიჯი, რაც ერთი მხრივ, განვითარების  გზებს გადაკეტავდა, მეორე მხრივ, კრიტიკული აზრის არსებობას დაასრულებდა

სრულად