გენდერული სიახლეები
საზოგადოების გენდერული ანალიზი
2022-12-14 16:45:08

შესავალი

ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ საზოგადოებაში, რომელიც ხასიათდება სწრაფი სოციალური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური და კულტურული ცვლილებებით. ჩვენ ვხვდებით, რომ უნდა მოვერგოთ მიმდინარე ცვლილებებს, რათა გადავრჩეთ სხვადასხვა სიტუაციებში. საზოგადოება განისაზღვრება, როგორც სოციალური ჯგუფი, რომელშიც წევრები თანაარსებობენ და თანამშრომლობენ ერთმანეთთან ინტერაქციული ურთიერთობების განვითარებით. საზოგადოების წევრების მიერ შესრულებული განსხვავებული როლები განსაზღვრავს საზოგადოების კულტურას. უმეტეს შემთხვევაში, ეს როლები გენდერზეა დაფუძნებული. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, გენდერულმა როლებმა საზოგადოებაში განიცადა სწრაფი და მნიშვნელოვანი ცვლილებები. ამ მოსაზრებებიდან გამომდინარე, ეს ნაშრომი დაგვეხმარება გამოვიკვლიოთ, თუ როგორ მოქმედებს გენდერული როლები ქალის პროფესიულ და პირად ცხოვრებაზე. ეს ყოველივე განხორციელდება გენდერული ანალიზისა და თემაზე პირადი რეფლექსიის ჩატარებით. შედარების საფუძველს წარმოადგენს წინა საუკუნეში ქალების მიერ შესრულებული როლების მოკლე მიმოხილვა. გენდერული თანასწორობა არამხოლოდ ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, არამედ აუცილებელი საფუძველია მშვიდობიანი, განვითარებული და მდგრადი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის მსოფლიოს მასშტაბით. ბოლო ათწლეულის განმავლობაში შესამჩნევია ნაწილობრივი პროგრესი, მაგრამ მსოფლიო მაინც არ აღმოჩნდა მზად 2030 წლის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მიზნის, გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის. 

ქალთა როლების ისტორიული მიმოხილვა 

ისტორიული ცნობების უმეტეს ნაწილში, ქალები წარმოჩენილები არიან, როგორც "სუსტი სქესი"-ს წარმომადგენლები. როგორც ასეთი, მათი როლები საზოგადოებაში შემოიფარგლებოდა საყოფაცხოვრებო მოვალეობების შესრულებით. საზოგადოებაში ქალების როლმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. მაგალითად, კოლონიური პერიოდის განმავლობაში ამერიკას საკმაოდ სერიოზული დეფიციტი ჰქონდა შრომით ბაზარზე, რომელმაც განაპირობა ქალების მიერ შესრულები სამუშაოების წვლილი ოჯახებისა და ერის გადარჩენაში. ამ ცვლილებების შედეგად ქალები აღარ იყვნენ შეზღუდული საყოფაცხოვრებო სამუშაოებით და მათ საშუალება ჰქონდათ გასულიყვნენ გარეთ, ჩართულიყვნენ სხვა ცხოვრებისეულ აქტივობებში.

დღევანდელ საზოგადოებაში ქალებს აქვთ მრავალფეროვანი როლები, რომლებიც მოიცავს ტრადიციულ და არატრადიციულ როლებს. როგორც ასეთი, დღევანდელ საზოგადოებაში ქალები კლასიფიცირდებიან, როგორც მეწარმეები, მუშათა კლასი და დიასახლისები. თითოეულ კატეგორიას აქვს განსხვავებული როლები, რომლებიც გავლენას ახდენს მათ პიროვნულ და პროფესიულ ქცევაზე. გენდერული როლები საზოგადოებაში ნიშნავს იმას, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, ვილაპარაკოთ, ჩავიცვათ, მოვუაროთ და მოვიქცეთ სქესის მიხედვით. მაგალითად, გოგონებსა და ქალებს, როგორც წესი, მოეთხოვებათ, რომ ჩაიცვან ქალურად და იყვნენ თავაზიანები, კეთილგანწყობილები და დახვეწილები, როდესაც მამაკაცების მიმართ მოთხოვნა იყო ყოფილიყვნენ ძლიერები, შემტევები და გაბედულები. 

ქალების გენდერული როლები საზოგადოებაში

ბოლო წლებში ქალების როლი მნიშვნელოვნად შეიცვალა. ეკონომიკურად ძლიერი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია შრომით ბაზარზე თანაბრად იყვნენ დასაქმებულები, როგორც მამრობითი ასევე მდედრობითი სქესის წარმომადგენლები. სწორედ ამან განაპირობა, რომ გენდერული თანასწორობა არა მხოლოდ სასურველია, არამედ აუცილებელი საზოგადოების გადარჩენისა და უწყვეტი განვითარებისთვის. სწორედ აქედან გამომდინარე გახდა პრიორიტეტული გენდერული თანასწორობის დაწინაურება, რადგან ეს არის დიდი გამაერთიანებელი ფაქტორია დღევანდელი საზოგადოების რთული მდგომარეობის გამოყვანისთვის. საზოგადოებაზე დაკვირვებით ნათელი გახდა, რომ ქალებს მიუხედავად დასაქმების მაღალი მაჩვენებლისა, მაინც უწევთ მხარდამჭერი როლი შეასრულონ თავიანთი ოჯახებისა და ქმრებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქალები უფრო გაძლიერებულები არიან და შეუძლიათ დასაქმდნენ სასურველ პოზიციებზე სტატუსისა და ანაზღაურების კუთხით, მამაკაცების კარიერა და მოთხოვნილებები ხშირად ემყარება ქალების მხარდაჭერას.

ქალის ეს პოზიცია, ხშირ შემთხვევაში პრიორიტეტს ანიჭებს კაცის კარიერულ განვითარებას. ეს კიდევ უფრო მკვეთრად მტკიცდება ნაშრომში (Eich-Krohm, 2007), რომელშიც ხაზგასმულია, რომ ხშირ შემთხვევაში ოჯახურ გარემოში კაცის კარიერულ წარმატებას ენიჭება პრიორიტეტი. თუ კაცის კარიერას საფრთხე ემუქრება ქალები იძულებულები არიან მაქსიმალურად გადაერთონ საოჯახო პასუხისმგებლობებზე, რაც უარყოფითად აისახება ქალების კარიერულ განვითარებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ქალები განვლილ წლებთან შედარებით უფრო ხშირად იკავებენ გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებს, მათი გენდერული როლები, როგორც სრული დატვირთვით მომუშავე დედა და სახლის საქმეებზე პასუხისმგებელი, მნიშვნელოვნად აფერხებს მათ პროფესიულ განვითარებას.

ასევე საყურადღებოა ის ფაქტი, რომ რამდენადაც საზოგადოებაში განვითარების დადებითი მაჩვენებელი გვაქვს გენდერული თანასწორობის კუთხით, ქალები უმეტეს შემთხვევაში იღებენ კარიერულ შესვენებებს სხვადასხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ეს იქნება, დეკრეტული, თუ სხვა ოჯახთან დაკავშირებული შვებულებები. გარდა ამისა, მრავალი კვლევის შედეგად გამოვლენილი ფაქტია, რომ ქალები უფრო ხშირად ითხოვენ სამუშაო საათების შემცირებას, რათა მათ შეძლონ მეტი ძალისხმევის განხორციელება ოჯახში, ვიდრე მამაკაცები. ეს ყოველივე მიუთითებს იმაზე, რომ გენდერული როლები გავლენას ახდენს ქალების პროფესიულ განვითარებაზე.

კოვიდ-19 პანდემიის სოციალურმა ფონმა და ეკონომიკურმა შედეგებმა კიდევ უფრო გააუარესა სიტუაცია. მიღწეული პროგრესი სამწუხაროდ განიცდის რეგრესს, მათ შორის ისეთი სფეროები როგორებიცაა არაანაზღაურებადი შრომა და საშინაო საქმეები, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მიუხედავად ქალების ლიდერობისა კოვიდ-19 პანდემიის პირობებზე რეაგირებისას, ისინი მაინც მიყვებოდნენ მამაკაცების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

რელიგიური თავისებურებებიც მეტნაკლებად ახდენენ გავლენას ქალის როლის ჩამოყალიბებაზე საზოგადოებაში. ძლიერი რელიგიური კუთვნილების მქონე ქალები უფრო მეტად წყვეტენ თავიანთ კარიერულ განვითარებას, რათა დაიკავონ უფრო დამხმარე როლი, როგორც დიასახლისებმა და მშობლებმა, სანამ ქმრებს შეუძლიათ მათი უზრუნველყოფა.

რეფლექცია

გენდერი, განმარტება, როგორი აქტივობები, ქცევები, როლები, რომლებსაც საზოგადოება ელის კაცისგან ან ქალებისგან. რამდენადაც ეს ასეა, ის არ უნდა იყოს სტატიკური, რადგან საზოგადოება ყოველთვის ვითარდება და ცვლილებები უნდა განხორციელდეს, რათა შევძლოთ ადაპტირება მიმდინარე მოვლენებთან საქმიანობის ნებისმიერ სფეროში. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა ქალები "სუსტ" სქესად ითვლებოდნენ. სქესი არ უნდა იყოს განმსაზღვრელი ფაქტორი, როდესაც საქმე ეხება როლების დელეგირებას.

უახლესი გამოცდილებიდან გამომდინარე, ქალები აქტიურად არიან ჩართულნი პოლიტიკასა და ბიზნესის მენეჯმენტში, ბევრს სხვა პროფესიასთან ერთად, რომლებში წარსულში მამაკაცები დომინირებდნენ. ეს იმის დასტურია, რომ ქალებს აქვთ ყველა ის უნარი, რაც საჭიროა მამაკაცებთან თანაბარი შესაძლებლობებისთვის ბრძოლაში. ამავე დროს, ქალები ინარჩუნებენ თავიანთ გენდერულ როლებს.

განათლებამ კიდევ უფრო ხელი შეუწყო გენდერული თანასწორობის განვითარებას. დღევანდელ საზოგადოებაში, სადაც მამაკაცებისა და ქალების თანაბარი მონაწილეობა ფასდაუდებელია, საქმეების თანაბარი გადანაწილება მშობლებს საშუალებას აძლევს შექმნან უკეთესი და სტაბილური მომავალი შვილებისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ გენდერულმა როლებმა არ უნდა დაუშვან ქალთა წარმატების შეფერხება, რადგან მათი წვლილი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მამაკაცი კოლეგების.

დასკვნა

ნაშრომი მიზნად ისახავს საზოგადოების გენდერულ ანალიზს. ზემოთ მოყვანილი მსჯელობიდან დადგინდა, რომ ქალთა ემანსიპაციას დიდი მნიშვნელობა ენიჭება კაცობრიობის კარგად ყოფნისთვის. გარდა ამისა განხილული იქნა თემები, თუ რა გავლენას ახდენ გენდერული როლები ქალის პროფესიულ და პირად ცხოვრებაზე და წარმოდგენილი იყო რეფლექსია გენდერზე. დღევანდელ საზოგადოებაში არსებული სირთულეების გათვალისწინებით, სქესმა არ უნდა განსაზღვროს ადამიანის წარმატების უნარი.

გამოყენებული ლიტერატურა:

1.    Eich-Krohm, A. (2007). Make It or Break It–Women’s Career Interruptions in the Age of Professional Migration. International Journal of Sociology, 37(2): 75-93.
2.    Giele, J. Z. (2007). Homemaker or Career Woman: Life Course Factors and Racial Influences among Middle Class Americans. Journal of Comparative Family Studies, 54(2): 393-409.
3.    Scott Carter, J., Corra, M., & Carter, S. (2009). The Interaction of Race and Gender: Changing Gender-Role Attitudes, 1974–2006. Social Science Quarterly,90(1): 196-211.
4.    https://bit.ly/2q90yr9 
5.    https://bit.ly/3Yjy4tt
6.    https://www.unicef.org/gender-equality 
7.    https://www.unfpa.org/gender-equality 
8.    https://bit.ly/3HqRhmU 
 

***

ანალიტიკური სტატია მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. 

კესო ზარანდია
ბოლო ამბები
ბოლო არჩევნებზე ნახევარი მლნ ქალი არ მივიდა - როგორ ჩავრთოთ ემიგრანტები ხმის მიცემის პროცესში?

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე და შემოვიდა 205 857 მოქალაქე 

სრულად 
საქსტატი: 2023 წელს, წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა

2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5 პროცენტით გაიზარდა და 205 857 კაცი შეადგინა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ბოლო არჩევნებზე ნახევარი მლნ ქალი არ მივიდა - როგორ ჩავრთოთ ემიგრანტები ხმის მიცემის პროცესში?

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე და შემოვიდა 205 857 მოქალაქე 

სრულად 
ქალთა მოძრაობამ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარში გამართა

ქალთა მოძრაობა ამბობს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველ 53% ქალს "რუსული კანონით" ვერ გააჩუმებენ და ეს კანონი ეხება ყველა ქალს

სრულად 
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად