გენდერული სიახლეები
ჩვენ ვიცით რას ნიშნავს ომის ტრაგედია და ქალების ტვირთი..
2022-12-14 14:29:27

სულ ახლახანს გორში უკრაინიდან ჩამოსულმა 28 წლის ქალმა იმშობიარა. ანასტასიამ ხერსონი ივლისში დატოვა და დედამთილთან ერთად თავი საქართველოს შეაფარა. მისი ქმარი ახლა ოდესაშია და საომარი მდგომარეობის გამო შვილს მხოლოდ ინტერნეტით ნახულობს. 

ანასტასია ხერსონში ბარმენად მუშაობდა, ახლა კი ყველაფრის გარეშე აღმოჩნდა. მასზე და მის ახალშობილზე ახლა გორელები ზრუნავენ. მათ შორის არიან ის ქალები, რომლებმაც 14 წლის წინ თავად გამოიარეს ომის ტრაგედია. ანასტასიას გორელი ექიმები და ფსიქოლოგები ეხმარებიან იმ სტრესთან გამკლავებაში, რაც მან ჯერ ორსულობის პერიოდში, უკრაინაში მიიღო, შემდეგ კი მშობიარობისას და მის შემდგომ პერიოდში დაუცველობის, შიშის გაცნდისა და უიმედობის ფონზე. 

"ჩვენ სისტემატურად ვხვდებით უკრაინელ ქალებს "ქალთა ფონდის" მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში და ვეხმარებით, როგორც შეგვიძლია. გაუარესებულია მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ასევე აქვთ ადგილობრივ თემთან ურთიერთობის სირთულე. არ აქვთ კავშირი სხვა უკრაინელ ლტოლვილებთან. საჭიროებას თავადვე ასახელებენ და უნდათ დაამყარონ კონტაქტები ერთმანეთთან. პრობლემა აქვთ ყოველდღიური საკვების მოძიებაში და უმრავლესობას აქვს მოუწესრგებელი საყოფაცხოვრებო გარემო. ენის ბარიერი მათ დასაქმებასაც ხელს უშლის. კომუნალური პრობლემები და გადასახადები აწუხებთ, მათი ძირითადი შემოსავლის წყაროს მაინც უკრაინიდან, ახლობლებისგან გადმოგზავნილი თანხა წარმოადგენს, რაც როგორც თავად ამბობენ, საკვებში არ ჰყოფნით”,- ამბობს ფსიქოლოგი, ირინა პეტროვა.

ოჯახი ჩართულია ბინის ქირავნობის პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც ყოველთვიურად გორის მერია 400 ლარის ოდენობით თანხას ურიცხავს. ეკონომიური და სხვა უამრავი პრობლემისა და საჭიროებისა, ანასტასიასთან ერთად გორში მცხოვრები სხვა უკრაინელი ქალებიც უდიდეს სიძლიერეს იჩენენ ლტოლვილობის პერიოდშიც და ცდილობენ გამოწვევებს არ შეუშინდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა სწორედ დღეს დატოვა გორი და არასრულწლოვან შვილთან ერთად ხარკოვში დაბრუნება გადაწყვიტა. მისი უფროსი შვილი ომშია და ასეთ სიტუაციაში ლტოლვილობაში ყოფნა დიდხანს ვერ შეძლო. დანარჩენი ქალები კი უკრაინის გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან და საქართველოში დიდი ხნით დარჩენას არ განიხილავენ. 

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმისგან დაზარალებული ქალების მდგომარეობის გაცნობამ, საკუთარი ისტორია გაახსენა ერგნეთში მცხოვრებ მაგული ოქროპირიძეს, რომელმაც სწორედ 2008 წლის 7 აგვისტოს იმშობიარა. ქეთი ახლა 14 წლისაა და დედა მას ომის შვილს ეძახის. მისი თქმით, მძიმე ვითარების მიუხედავად იმ პერიოდში მისი ერთადერთი ნუგეში მე-5 შვილის გაჩენა იყო, რომელმაც როგორც თავად ამბობს "კრემლის რეჟიმი სიცოცხლით, მისი დაბადებით დაამარცხა". მაგული ამბობს, რომ საომარ ვითარებაში ფეხმძიმე და მელოგინე დედების მდგომარეობა მას განსაკუთრებით ესმის. უკრაინაში დაზარალებულ ქალებზე ინფორმაციებს ემოციების გარეშე ვერ კითხულობს. 2008 წელს ისიც ნანგრევებში აღმოჩნდა, დაბომბვის დროს, როდესაც ახალშობილთან ერთად, სამშობიაროს ფანჯრიდან გადახტა. 

"ბოლო დღემდე სოფელში ვიყავი, მაგრამ როცა ძალიან საშიში გახდა აქ დარჩენა, ჩემი ოჯახის წევრები და ორი პატარა ბავშვი წავიყვანე გორში. უკან ვეღარ დავბრუნდი და აღმოვჩნდი სამშობიაროში. სატანკო ნაწილში რომ ჩამოვარდა ბომბი, სამშობიაროს ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა. ჩემს ახლადგაჩენილ შვილს მოვკიდე ხელი, გულზე მივიკარი, გადავხტი ფანჯრიდან და სარდაფის ნანგრევებთან შევაფარე თავი. როდესაც უკრაინელი ქალების ამბებს ვიგებ, ტირილს ვერ ვიკავებ. ვერ წარმოიდგენთ რა განცდაა, როდესაც ქალი ასეთ სიტუაციაში მხოლოდ შვილების სიცოცხლეზე ფიქრობს. ალბათ კიდევ უფრო ძლიერები ვხვდებით ამდროს და ენით აუღწერელი ძალები გვეძლევა. ახლა, რომ ვუფიქრდები, გააზრებაც მიჭირს, რანაირად შევძელი მე ეს ყველაფერი", - ამბობს მაგული ოქროპირიძე. 

საქართველოში, აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ ქალებს ფსიქო-რეაბილიტაცია არ გაუვლიათ, თუ არ ჩავთვლით ფსიქოლოგების ერთჯერად ვიზიტებს კონფლიქტის ზონაში 2008-2009 წლებში. სპეციალისტების შეფასებით, შესაძლოა ეს გარემოება იყოს საფუძველი იმისა, რომ ომით დაზარალებული ქალების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ბოლო პერიოდში, მასიურად გაუარესდა. ფსიქოლოგების აზრით, ეს გამოცდილება აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული უკრაინელი ქალების შემთხვევაშიც და მათთვის ფსიქოსარეაბილიტაციო პროგრამა ახლავე უნდა იყოს შემუშავებული.  

გაეროს ქალთა ფონდის კვლევის თანახმად, უკრაინაში, ქალების ზრუნვის ტვირთი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ომი ასევე ზრდის უმუშევრობას მთელ მოსახლეობაში და, სავარაუდოდ, ქალებს უბიძგებს დაუცველ და არაფორმალურ სექტორებში გადასვლისკენ. 

ქალები კონფლიქტის არა მხოლოდ მსხვერპლნი არიან, თავიანთი სპეციფიკური საჭიროებებით, არამედ არიან აქტორებიც, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კონფლიქტების პრევენციასა და მათ გრძელვადიან გადაწყვეტაში. ამისთვის კი ჩვენს გარშემო მყოფ ომით დაზარალებულ ქალებს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. კარჩაკეტილი ცხოვრება და დაუცველობის განცდა, ძალადობის შემთხვევებისთვის სასათბურე პირობებს ქმნის და ფატალური შემთხვევების რისკების გაზრდას იწვევს. 

ამიტომ ჩვენ, ვინც უკვე ვნახეთ ომის ტრაგედია და ვიცით მშვიდობის ფასი, არ უნდა დავტოვოთ ქალები მარტო, რომლებიც კრემლის აგრესიას თავი დააღწიეს და ხსნას (დროებით მაინც) ჩვენგან ელიან. 

***

ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

ნინო ჩიბჩიური
ბოლო ამბები
ბოლო არჩევნებზე ნახევარი მლნ ქალი არ მივიდა - როგორ ჩავრთოთ ემიგრანტები ხმის მიცემის პროცესში?

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე და შემოვიდა 205 857 მოქალაქე 

სრულად 
საქსტატი: 2023 წელს, წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა

2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5 პროცენტით გაიზარდა და 205 857 კაცი შეადგინა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ბოლო არჩევნებზე ნახევარი მლნ ქალი არ მივიდა - როგორ ჩავრთოთ ემიგრანტები ხმის მიცემის პროცესში?

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე და შემოვიდა 205 857 მოქალაქე 

სრულად 
ქალთა მოძრაობამ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარში გამართა

ქალთა მოძრაობა ამბობს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველ 53% ქალს "რუსული კანონით" ვერ გააჩუმებენ და ეს კანონი ეხება ყველა ქალს

სრულად 
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად