ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ქალების როლი საზოგადოებაში მეტწილად გადანაწილებული იყო. ადრეულ პერიოდში ქალები ასოცირდებოდნენ მხოლოდ როგორც კარგი დიასახლისები - ცოლები, რომლებსაც უნდა სცოდნოდათ საჭმლის მომზადება, დასუფთავება და ბავშვების მოვლა. მათ არ გააჩნდათ ხმის მიცემის უფლება, მაშინ როცა კაცები აქტიურად იყვნენ დასაქმებულები და ზრუნავდნენ ნებისმიერი სახის იმ ვალდებულებაზე, რაც ოჯახის ფინანსურ უზრუნველყოფას და გადასახადების გადახდას შეეხებოდა. ქალებს ყოველთვის არასათანადოდ ეპყრობოდნენ და არასრულფასოვნებად თვლიდნენ, მამაკაცების სიძილიერესა და აზროვნებათან შედარებით. მაგრამ ინდრუსტრიის განვითარებასთან ერთად, ქალის როლი თანამედროვე საზოგადოებაში მნიშვნელოვნად შეიცვალა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ.
ოცდამეერთე საუკუნემ ქალების რეალობაში ახალი იმედის ნაპერწკალი გააჩინა. მკვეთრი ცვლილებები განხორციელდა ქალის ახალი როლის ფორმირებაში, ამბიციებსა და დამოკიდებულებებში. ქალებმა დატოვეს საზოგადოებისგან მინიჭებული "ტრადიციული" რეპროდუქციული როლი, მხოლოდ დედებისა და ცოლების როლი. მათ შეძლეს თანამედროვე საზოგადოებაში საკუთარი იდენტობის დამკვიდრება. თანამედროვე ქალებმა დაადასტურეს, რომ ისინი არავის ჩამორჩებიან საქმიანობით, როგორც სახლში და სახლის გარეთ, შეუძლიათ იყვნენ წარმატებული და რეალიზებული ადამიანები.
"ტრადიციული" კარგი დიასახლისის როლი იცვლება დროის ცვალებადობასთან ერთად. ქალების როლი იზრდება და ისინი ყოველდღიურად ამტკიცებენ, შეუძლიათ კარგად მართონ საქმეები და იყვნენ პრაქტიკულები ისეთ სფეროებში, როგორებიცაა მაგალითად, ინდუსტრია, მედია, IT სფერო, პოლიტიკა, ტექნოლოგიები, ადმინისტრაცია/მენეჯმენტი, შეიარაღებულ ძალები ან საჯარო სამსახურები. მიუხედავად იმისა, რომ ქალები სახლში ზრდიან ბავშვებს და წარმატებით მართავენ საოჯახო საქმიანობას. ქალებმა ასევე აჩვენეს თავიანთი უნარი გაუმკლავდნენ ბოლოდროინდელ ეკონომიკურ დეპრესიას ჭკვიანურად.
ქალები ყოველდღიურად ხვდებიან დღევანდელი დროის გამოწვევბს ფინანსურ შემოსავალთან მიმართებაში მუდმივად მზარდი ფასების გამო. გარეთ, ისინი თითქმის ყველა სფეროში მუშაობენ მხარ-მხარზე. ისინი განათლებულები არიან. ბევრი მათგანი ფინანსურად დამოუკიდებელია. თანამედროვე ქალები უფრო მეტად აცნობიერებენ თავიანთ უფლებებს, ვიდრე მათი წინამორბედები და სურთ მათი განხორციელება. მათ იციან თავიანთი ღირებულება ოჯახში, საზოგადოებაში და მსოფლიოში. ქალები იბრძოდნენ დღევანდელი პოზიციის მისაღწევად. ისინი განუწყვეტლივ ბევრს მუშაობდნენ თანასწორობის, თავისუფლებისა და შესაძლებლობების მისაღებად.
მიუხედავად ქალების ემანსიპაციისა, მათი სამსახურში აყვანისას ყოველთვის ჩნდება ეჭვის ჩრდილი. ლონდონის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა უახლესმა კვლევამ აჩვენა, რომ მსხვილი კომპანიების 70%-ი უფრო მეტად ასაქმებს მამაკაცებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი კაცები არიან, არ ასაქმებენ უფრო გამოცდილ და კომპეტენტურ ქალებს, იმიტომ რომ ქალები არიან. კვლევა ასევე ადასტურებს, რომ ადმიანების მენტალობა არ იცვლება ერთ ღამეში, რაც სამწუხაროდ ამცირებს ქალების წარმატებული კარიერის შექმნის შანსებს.
***
ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.