გენდერული სიახლეები
ქალი პოლიტიკოსების წარმოჩენა ადგილობრივ დონეზე
2022-12-12 14:18:41

ქალთა ჩართულობა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში დემოკრატიისა და ქვეყნის ზოგადი განვითარების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია. სტატისტიკურად, ქყვეყნები, სადაც ქალთა წარმომადგენლობა უახლოვდება მამაკაცებისას, როგორც წესი განვითარების დონით მნიშნველოვნად უსწრებენ იმ ქვეყნებს სადაც განსხვავებული მოცემულობაა. თუკი გლობალური ისტორიის ჭრილში გადავხედავთ, პოლიტიკურ და სოციო-კულტურულ პროცესებში ჩართულობა საუკუნეების განმავლობაში მხოლოდ მამაკაცების პრეროგატივა იყო, რაც მეტწილად განათლებაზე სქესის ნიშნით არათანაბარი ხელმისაწვდომობიდან და პატრიარქალური საზოგადოების ზოგადი მოწყობიდან გამომდინარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მსოფლიოში უამრავი კამპანია ხორციელდება ქალთა როლის წარმოჩენისა და სხვადასხვა სფეროში მათი პროცენტული ოდენობის გაზრდისთვის, ქალი პოლიტიკოსების უმრავლესობა კვლავ იმ გამოწვევის წინაშე დგას, რაც მათი საქმიანობის ისევე სერიოზულად აღქმას უკავშირდება, როგორც ეს მამაკაცების შემთხვევაშია.

თუკი სტატისიკას გადავხედავთ, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მნიშვნელოვანი გენდერული დისბალანსია. 2020 წლის არჩევნებში მმართველ პარტიას ქალი მაჯორიტარობის კანდიდატი მხოლოდ ერთ რაიონში ჰყავდა წარდგენილი.  რაიონების უმრავლესობაში გენდერული საბჭოები რამდენიმე წელია არსებობს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ქალის, როგორც პოლიტიკოსის არასერიოზულად აღქმის პრობლემა კვლავ დგას.  მსგავს საკითხებზე მსჯელობისას აუცილებელია გავითვალისწინოთ ცალკეული საზოგადოების სოციალურ-კულტურული ფონი. ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი ქალის მთავარ როლად კვლავ ოჯახის გაძღოლასა და დედობას მიიჩნევს, შესაბამისად საქმიანი ქალი, რომელიც აქტიურადაა ჩართული პოლიტიკური პროცესების წარმართვაში ბევრად დიდი დოზით კრიტიკის ობიექტი ხდება, ვიდრე კაცი ანალოგიურ როლში. ეს, ერთი მხრივ, შესაძლოა, შემაფერხებელ ფაქტორად მოგვეჩვენოს, თუმცა, მეორე მხრივ, ბევრი ქალისთვის მოტივაციის წყარო ხდება, რომ უფრო მეტი შრომა ჩადოს თავის საქმიანობაში, რათა საზოგადოების ნდობა გამოიწვიოს.

მსოფლიო ასპარეზზე ქალი პოლიტიკოსების პოპულარობა და მათი პერსონებისადმი განსაკუთრებული სიმპათია სწორედ იმ ფაქტორითაც აიხსნება, რომ ისინი, თავიანთ საქმიანობაში ბევრად უფრო ცდილობდნენ, იყვნენ მაქსიმალურად პროდუქტიულები და შეუმცდარები, ვიდრე მათი კოლეგა კაცები.

ქართულ სინამდვილეში, ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე, მნიშვნელოვანი წინსვლა შეიმჩნევა პარლამენტში და ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალთა რაოდენობის ზრდის კუთხით. ეს შედეგი მნიშვნელოვნად კვოტირების სისტემის დამსახურებაა, რომელმაც პირდაპირი ვალდებულების სახით განუსაზღვრა პარლამენტს ქალთა რაოდენობის მინიმალური ნიშნული. თუმცა, ამ ფაქტის მიუხედავად, კვლავ პრობლემატურია საზოგადოების მხრიდან დამოკიდებულების საკითხი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ქალთა შორის საჯარო სექტორში მონაწილეობასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება და დაინტერესების გაზრდის ხელშეწყობა. ამ თვალსაზრისით შესაძლოა გადაიდგას სხვადასხვა ნაბიჯი, როგორიცაა ახალგაზრდების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის წახალისება და ამ პროცესში გენდერული ბალანსისთვის ყურადღების დათმობა. მათი ამ კუთხით მაქსიმალური ინფორმირება, რაც შემდგომში ხელს შეუწყობს მათში ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას და გენდერულად თანაბარ ჯგუფში მუშაობის გამოცდილების შექმნას. ეს წაახალისებს არამარტო ქალთა მოტივაციის ამაღლებას პოლიტიკური აქტივიზმის თვალსაზრისით, არამედ მამაკაცთა ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ქალი კოლეგების მიმართ. 

გამომდინარე იქედან, რომ ქალთა უფლებებისა და სოციალურ-პოლიტიკური აქტიურობის საკითხი დღემდე საკმაოდ აქტუალურია მსოფლიო მასშტაბით, ყველა ის გამოწვევა და დაბრკოლება, რის წინაშეც შესაძლოა ქალი პოლიტიკოსები იდგნენ ადგილობრივ დონეზე, მისაღები და დაძლევადია, თუკი მოხდება მათი ზუსტი იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრის მიზნით სწორი ნაბიჯების გადადგმა. ეს პროცესი კი მოითხოვს სამოქალაქო საზოგადოებისა და საჯარო სექტორის მუდმივ ჩართულობასა და შეთანხმებულ მოქმედებას.

***

ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

თამარ სხილაძე
ბოლო ამბები
ბოლო არჩევნებზე ნახევარი მლნ ქალი არ მივიდა - როგორ ჩავრთოთ ემიგრანტები ხმის მიცემის პროცესში?

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე და შემოვიდა 205 857 მოქალაქე 

სრულად 
საქსტატი: 2023 წელს, წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა

2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5 პროცენტით გაიზარდა და 205 857 კაცი შეადგინა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ბოლო არჩევნებზე ნახევარი მლნ ქალი არ მივიდა - როგორ ჩავრთოთ ემიგრანტები ხმის მიცემის პროცესში?

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე და შემოვიდა 205 857 მოქალაქე 

სრულად 
ქალთა მოძრაობამ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარში გამართა

ქალთა მოძრაობა ამბობს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველ 53% ქალს "რუსული კანონით" ვერ გააჩუმებენ და ეს კანონი ეხება ყველა ქალს

სრულად 
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად