გენდერული სიახლეები
ხშირად მაწუხებდა კითხვა, ოჯახი ხომ სიყვარულით იქმნება, ოჯახში ხო მთავარი სიყვარულია, სად არის ეს სიყვარული ჩემს ოჯახში?!’
2022-12-05 15:38:57

მსურს მოგიყვეთ ჩემი მეგობრის ამბავი, რომელიც ოჯახში ძალადობის მავნე პრაქტიკას უკავშირდება. სახელს შეგნებულად ვცვლი.

ლანა, 32 წლის:

ამბობენ ბავშვობა ყველაზე ლამაზი პერიოდიაო, მას ყოველთვის განსაკუთრებით იხსენებენ ზრდასრულობისას, სურთ იმ დროში დაბრუნება, რომელიც როგორც წესი უზრუნველი და ბედნიერი არის ხოლმე. თუმცა, სამწუხაროდ, ჩემს შემთხვევაში პირიქით მოხდა. ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ბავშვობის პერიოდის გახსენება. მისი დაბრუნების სანაცვლოდ კი, მისი დავიწყება მინდა.

მთელი ბავშვობა ერთი სული მქონდა გავზრდილიყავი, მქონოდა ჩემი სამსახური, შემოსავალი და მეცხოვრა ცალკე. ამაში ვხედავდი გამოსავალს, სიმშვიდეს და ბედნიერებას. რა მახსენდება ტკბილად და კარგად? ალბათ, არაფერი. იმიტომ რომ ძლიერი ტკივილი ჭარბობს ჩემს მოგონებებში.

დავიბადე და გავიზარდე ერთ ჩვეულებრივ "ტრადიციულ" ოჯახში. სადაც დედა დიასახლისი იყო და ოჯახის საქმეებს უძღვებოდა. მამა კი მუშაობდა, რათა სახლში ლუკმა-პურის ფული შემოეტანა.

რაც თავი მახსოვს, მამას ყოველთვის უყვარდა დალევა. ყოველ საღამოს სახლში მთვრალი ბრუნდებოდა და მაშინ იწყებოდა ჩემთვის ჯოჯოხეთი. დედის დამცირება, შეურაცხყოფა, ყვირილი, ჩხუბი.

დედა გვარიგებდა, რომ მამას სიფრთხილით მოვპრობოდით. ვაკეთებდით ყველაფერს, რათა ის არ გაღიზიანებულიყო. მაგრამ
მამა ყოველთვის პოუვლობდა ჩხუბის მიზეზს. როდესაც ალკოჰოლი ჰქონდა მიღებული, წლების წინანდელ უსიამოვნებებს იხსენებდა და მაინც იწყებდა ჩხუბს. სიტუაცია გაუსაძლისი იყო. ბევრს ვტიროდი ჩუმად ამის გამო. თვითშეფასება 0-მდე დამეცა, სკოლაში ჩაკეტილი გავხდი, ხმას არ ვიღებდი. ჩემი აკადემიური მოსწრებაც თანდათან უარესდებოდა. ვგრძნობდი, რომ რადგან პატარა ვიყავი, ვერაფერს შევცვლიდი უფროსების ურთიერთობაში. იმასაც ვგრძნობდი, რომ მამის ფინანსების გარეშე ოჯახს
არსებობა გაგვიჭირდებოდა. ალბათ, დედასაც ამის ეშინოდა. ისევე, როგორც მარტო დარჩენის, მარტოხელა დედობის და ამის გამო საზოგადოების მხრიდან მიუღებლობის. მაგრამ ფაქტია, რომ ამდენი ძალადობის შემყურე ძალიან უბედურად ვგრძნობდი თავს. ყველაზე მძიმედ ის შემთხვევა მახსენდება, როდესაც მამაჩემი ერთ-ერთ საღამოს ნასვამ მდგომარეობაში დაბრუნდა და
დედაჩემი თმებით ითრია. დედაზე მეტად მე მტკიოდა. ვეუბნებოდი გაჩერებულიყო, მაგრამ ვერ ვაჩერებდი.

ბავშვობიდან მძულს ალკოჰოლი და დღემდე არ ვეკარები მას. რადგან, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი, ვხედავდი, რომ მამა სიმთვრალეში იწყებდა დედაზე ძალადობას. სასმელი პროვოცირებას ახდენდა მისი არაადეკვატური და ძალადობრივი ქცევის.

როგორც ყველა ტრადიციული ოჯახი, არც ჩვენი იყო გამონაკლისი და სტუმართმოყვარეობა ხშირი ამბავი იყო. არ იკითხავთ, რა ხდებოდა როდესაც სტუმარი მოდიოდა ჩვენს ოჯახში? დედა და მამა შეხმატკბილებულები შესციცინებდნენ ერთმანეთს სხვების დასანახად, ქალების სადღეგრძელო განსაკუთრებულად წარმოითქმებოდა. არასოდეს მიყვარდა ქართულ სუფრებში მონაწილეობის მიღება, ვუყურებდი შორიდან და მძულდა ეს სიყალბე. ღმერთს კი ვეხვეწებოდი, რომ თუ როდესმე ოჯახს შევქმნიდი, ჩემი ოჯახი ასეთი არასოდეს ყოფილიყო. სტუმრის წასვლის შემდეგ, დედაჩემმა იცოდა რომ საუბრის უფლებასაც კი აღარ მისცემდა მამა და თუ მაინც გაბედავდა, მხოლოდ შეურაცხყოფის მიყენებით არ შემოიფარგლებოდა, შესაძლოა ფიზიკურადაც გასწორებოდა.

ხშირად მაწუხებდა კითხვა, ოჯახი ხომ სიყვარულით იქმნება, ოჯახში ხო მთავარი სიყვარულია, სად არის ეს სიყვარული ჩემს ოჯახში?! დედას და მამას ერთმანეთი სძულდათ და არც იქნება გასაკვირი, რომ არც ჩემს მიმართ ამჟავნებდნენ სიყვარულს. პირიქით, მე მათთვის თითქოს დამატებითი ტვირთი ვიყავი, რომელზეც ზრუნვა მხოლოდ ზედმეტ პრობლემებს უქმნიდა.

ჩემს ბავშვობაში ოჯახში ძალადობა ჯერ კიდევ ოჯახის საქმედ განიხილებოდა. მისი გამჟღავნება ოჯახისთვის სირცხვილი და თავის მოჭრის ტოლფასი იყო. არც სახელმწიფო ერეოდა ოჯახის საქმეებში. ამ დროს კი, ყველაზე დაუცველები ბავშვები ვიყავით. ძალადობის შემყურე, მსხვერპლი ბავშვები, რომლებსაც ისეთი ფსიქოლოგიური პრობლემები წარმოგვეშვა, რომ ზრდასრულობაშიც ამას ვებრძვით. ვინ იცის, ბიჭი რომ ვყოფილიყავი შესაძლოა მეც მამაჩემისნაირ მოძალადედ ჩამოვყალიბებულიყავი.

ვფიქრობ, არცერთი ბავშვი არ იმსახურებს გამოაიროს ის გზა, რომელიც მე გავიარე. ძალადობის მსხვერპლ ქალებს ვურჩევდი, არ მოითმინონ ძალადობა, საკუთარი თავისა და საკუთარი შვილების ბედნიერებისთვის. ნუ შეუშინდებიან დაბრკოლებებს, იბრძოლონ შვილების ძალადობისგან თავისუფალ გარემოში აღსაზრდელად.

სახელმწიფოს ვთხოვ, გააძლიეროს ყველა ქალი, ვისაც ეს სჭირდება, რათა მათ შეძლონ იყვნენ საზოგადოების ღირსეული წევრები და აღზარდონ ფსიქიკურად ჯანსაღი, ბედნიერი შვილები.

 

***

ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. 

გვანცა ჩიქოვანი
ბოლო ამბები
ქალთა მოძრაობამ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარში გამართა

ქალთა მოძრაობა ამბობს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველ 53% ქალს "რუსული კანონით" ვერ გააჩუმებენ და ეს კანონი ეხება ყველა ქალს

სრულად 
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ქალთა მოძრაობამ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარში გამართა

ქალთა მოძრაობა ამბობს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველ 53% ქალს "რუსული კანონით" ვერ გააჩუმებენ და ეს კანონი ეხება ყველა ქალს

სრულად 
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადება

სავალდებულო გენდერული კვოტის გაუქმება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ ხალხის ნებას, არღვევს ქალთა უფლებებს და აფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს

სრულად