გენდერული სიახლეები
შენ შეგიძლია სიცოცხლე გადაარჩინო!
2022-11-27 11:23:23

ყოველ დღე ვიღვიძებ და უფრო და უფრო ვგრძნობ და ვხედავ, რომ საზოგადოება გახდა ინერტული, ყველაფრის მიმართ შემგუებელი. ცვლილებები, განვითარება, წინსვლა აღარ გვაქვს. ადამიანებს ეშინიათ, იმ ელემენტარული კომფორტის დათმობის, რაც გააჩნიათ. 

"ადამიანი ყველაფერს ეგუება" ძალიან პესიმისტური ფრაზაა, რომელიც მის უსუსურობას გამოხატავს გარემო პირობების მიმართ. ყველაზე მძიმე და დამღუპველი რაც არის, არის ის, რომ საზოგადოება ძალადობას შეეგუა. ესმით უმძიმესი დანაშაულის - ფემიციდის შესახებ, მხოლოდ წუხილს გამოხატავენ ამაზე და შემდეგ ძალიან მალე ივიწყებენ. ეს ტრაგედია და საშინელი რამ ჩვეულებრივ ამბად იქცა, რაც უფრო დიდი ტრაგედიაა ჩვენთვის. ადამიანები ვერ გრძნობენ ძალას, რომელიც თითოეულ მათგანშია. ყოველ მათგანს ჰგონია, რომ მხოლოდ ცალკეულ ინდივიდს არაფრის შეცვლა არ შეუძლია. არადა სწორედ თითო ადამიანისგან შედგება საზოგადოება და ერი, სახელმწიფო. რა შეგვიძლია ჩვენ? რატომ ვუყურებთ და ველოდებით მითითებებს, როცა ხალხს შეგვიძლია შევცვალოთ საკუთარი ყოველდღიურობა, გავხადოთ ის ძალადობისგან თავისუფალი. 

მოძალადე ყველაზე სუსტი და უსუსური არსებაა, ის თავის ძალის დემონსტრირებას მსხვერპლთან ახდენს, მაგრამ საზოგადოების მიმართ უძლურია. სამწუხაროდ, ხშირად მოძალადე ყველაზე ახლობელი ადამიანი-მეუღლეა. რა დროსაც ქალებს ხშირად უჭირთ ძალადობის იდენტიფიცირება, საკუთარ თავს არწმუნებენ, რომ ამგვარ საქციელს სიყვარული განაპირობებს. ეჭვიანობა, ადამიანის გადაადგილების, პირადი მიმოწერის კონტროლი, ზოგ პირებთან ურთიერთობის აკრძალავა, გარკვეულ სამუშაოზე მუშაობის აკრძალვა, ფინანსების კონტროლი - მოცეული ჩამონათვალი ადამიანის თავისუფალ ნებას უპირისპირდება და ძალადობას წარმოადგენს. რომ აღარაფერი ვთქვათ ცემასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, რაც შეუძლებელია თავსებადი იყოს ისეთ გრძნობასთან, როგორიც სიყვარულია. 

ქალებო, ნუ დაუჯერებთ კაცს, რომელიც ერთ წამს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას გაყენებთ, ხოლო მეორე წამს - სიყვარულს გეფიცებათ. მსგავსი ადამიანი უბრალოდ მანიპულირებს თქვენი გრძნობებით, მას არ უყვარხართ, იგი ძალადობს თქვენზე. 

ნურასოდეს იფიქრებთ, რომ ადამიანი რომელიც სხვებს ცუდად ექცევა, თქვენ კარგად მოგექცევათ. რომც არ ამჟღავნებდეს თქვენ მიმართ ცუდ დამოკიდებულებას, ეს მხოლოდ დროებითი და მოჩვენებითია. ასეთი ადამიანი ერთ დღესაც თქვენზეც იმავეს განახორციელებს და საკუთარ სახეს დაგანახებთ, რადგან მოძალადის ბუნება ამგვარია. 

არავინაა დაცული ძალადობის შემთხვევებისგან. თუ არ გვინდა ერთ მშვენიერ დღეს ძალადობის ფაქტის წინაშე მყოფებმა აღმოვაჩინოთ, რომ მარტო ვართ და არავინ გვეხმარება, მაშინ ახლავე უნდა გამოვიდეთ ჩვენი "კომფორტის ზონიდან", დავუდგეთ გვერდით ძალადობის მსხვერპლებს ან პოტენციურ მსხვერპლებს, რათა გადავარჩინოთ ისინი. როდესაც ქუჩაში ძალადობის ფაქტს შევესწრებით, არ დავხაროთ თავი და არ გავიაროთ სწრაფად, რათა ავარიდოთ თავი პრობემურ სიტუაციას.

პირიქით, არ დავუშვათ მსგავსი ფაქტი, დროულად მოვახდინოთ მასზე რეაგირება, დავრეკოთ ცხელ ხაზზე (112 ან 116 006), მივმართოთ შესაბამის ორგანოებსა თუ ორგანიზაციებს. ყველა მეზობელმა უნდა იცოდეს, რომ მათი სახლიდან გამოსული ჩხუბისა და მტვრევის ხმა არ დარჩება უყურადღებოდ. შეშინებული სამეზობლო კი არ გაჩუმდება, არამედ მაშინვე დარეკავს პოლიციაში. დარეკავს არა მხოლოდ ერთი მეზობელი, არამედ ყველა. აუცილებელია გავითავისოთ, რომ შენმა ერთმა ზარმა შესაძლოა სიცოცხლე გადაარჩინოს. 

შეუძლებელია ქალი დაცულად გრძნობდეს თავს ქვეყანაში, სადაც ასეთი ხშირია ქალთა მკვლელობები და ქალის მიმართ ძალადობა. დაუცველობისა და შიშის გრძნობა ადამიანებს მონურ მდგომარეობაში აგდებს, უსპობს მათ წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას. ბევრი ქალი ამოიცნობს საკუთარ თავს იმ ადამიანთა რიცხვში, ვინც მეორედ დაოჯახებაზე ყოფილი ქმრის გამო ამბობს უარს, რადგან შესაძლოა ეშინოდეს საკუთარი ბედნიერების გამო ძალადობის მსხვერპლად გახდომის. ბევრიც მოძალადისგან ვერ მიდის, ,,ოჯახს’’ ვერ ანგრევს, უარესი ძალადობის შიშით, რაც შესაძლოა მის ნაბიჯს მოჰყვეს პასუხად მოძალადის მხრიდან. 

ძლიერი საზოგადოება გავხდებით მაშინ, როდესაც დავიცავთ ადამიანებს მსგავსი შემთხვევებისგან. როდესაც მსხვერპლს ექნება გარშემომყოფების იმედი, ექნება ძალა და გამბედაობა, რათა გადადგას ნაბიჯი საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად. 

***

ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. 



 

გვანცა ჩიქოვანი
ბოლო ამბები
ქალთა მოძრაობამ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარში გამართა

ქალთა მოძრაობა ამბობს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველ 53% ქალს "რუსული კანონით" ვერ გააჩუმებენ და ეს კანონი ეხება ყველა ქალს

სრულად 
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ქალთა მოძრაობამ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარში გამართა

ქალთა მოძრაობა ამბობს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველ 53% ქალს "რუსული კანონით" ვერ გააჩუმებენ და ეს კანონი ეხება ყველა ქალს

სრულად 
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადება

სავალდებულო გენდერული კვოტის გაუქმება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ ხალხის ნებას, არღვევს ქალთა უფლებებს და აფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს

სრულად