გენდერული სიახლეები
მომავლის ცვლილებები წარსული სტერეოტიპების პირისპირ- ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა
2022-11-07 13:47:56

გენდერული სამართლიანობის პრინციპის დაცვა და ქალების მიმართ უთანასწორო დამოკიდებულების აღმოფხვრა - მიზნები ნაცნობია, მესიჯბოქსებიც ვიცით, არაერთხელ მოგვისმენია ტელევიზორის ეკრანებიდან, წაგვიკითხავს ანალიტიკურ სტატიებში, ფორმალურ ან არაფორმალურ საუბრებში. ისიც ვიცით, რომ მთავარი გამოწვევა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალებისა და კაცების თანაბარი მონაწილეობაა. თანაბარი მონაწილეობა, რომლის მისაღწევად ჩვენს ქვეყანას წინ დიდი გზა აქვს და არაერთი ნაბიჯის გადადგმა მოუწევს.

მონაცემები ასე გამოიყურება, პარლამენტში ქალების რაოდენობით, 193 ქვეყანას შორის, საქართველო 120-ე ადგილს იკავებს, ხოლო გენდერული ინდექსის მიხედვით, ქალების პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის თვალსაზრისით, 146 ქვეყნიდან 55-ე ადგილზე დგას. პარლამენტის მსგავსად, ქალების პოლიტიკური მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობებშიც დაბალია, მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის არჩევნებს, კვოტირების თვალსაზრისით, ცვლილებებო შეეხო (პარტიების სიების შედგენისას ყოველ სამ კანდიდატში, ერთი განსხვავებული სქესის კანდიდატის შეყვანის ვალდებულაბა გაუჩნდათ).

სამოქალაქო სექტორის მიერ მომზადებული ანგარიშების თანახმად, გენდერულმა კვოტამ ქალების წარმომადგენლობის გაზრდაზე გავლენა იქონია. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ქალები პროპორციული კანდიდატების 42,5%-ს შეადგენდნენ, ხოლო არჩეული კანდიდატების 30%-ზე მეტი ქალია, რაც 2017 წლის შედეგბთან შედარებით, მნიშვნელოვანი ზრდაა.

ასეა თუ ისე, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მაჩვენებელი მოთხოვნების პროპორციულად იზრდება, პროცესი შეუქცევადია და ბარიერების მიუხედავად, გრძელდება, თუმცა უმთავრესი გამოწვევა მაინც სტერეოტიპულად მოაზროვნე ადამიანები არიან. ადამიანები, რომლებიც ქალს პოლიტიკაში ვერ ხედავენ, გადაწყვეტილების მიღებას არ ანდობენ და გაკეთებულ საქმეებს ეჭვისთვალით უყურებენ.

ჩვენი საზოგადოება პოლიტიკაში ქალებს არ ენდობა მაშინ, როცა ქალი პარლამენტარები 1919 წლიდან გვყვავს, როცა ქალებმა დამფუძნებელი კრების არჩევნებში გაიმარჯვეს. ქვეყნის უახლესი ისტორიაც ადასტურებს, რომ საქართველოს 5 აქტიური პარლამენტარი ქალი, ჯერ კიდევ, გასული საუკუნის დასაწყისში ჰყავდა. ამ დროიდან მეორე ასეული წელია დაწყებული და 21-ე საუკუნეში ქალებს კვლავ სამზარეულოს კარებს მიღმა ხედავენ და შეუვალი მოთმინებით ელოდებიან, როდის მობეზრდებათ პოლიტიკა და დიასახლისობას დაუბრუნდებიან.

ალბათ ეს არის მიზეზი, რომ პროგრესის მიუხედავად, თვითმმართველობებში, ასევე პოლიტიკური ცხოვრების სხვა ასპექტებში ქალები მაინც ნაკლებად არიან წარმოდგენილები და პარტიების უმეტესობას ნაკლებად აქვს პოლიტიკური სტრატეგიები, რომლებიც ქალების, როგორც ამომრჩევლების ინტერესებს ითვალისწინებს. არადა, ქალების ყოფნა წარმომადგენლობით ორგანოებში, გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე, ინსტიტუციებში ქალების ხმის გაძლიერებას და ქალებისთვის საჭირო პოლიტიკის გატარებას, ნამდვილად, ნიშნავს.

ფერიდე ტვილდიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქალი დეპუტატია. ამბობს, რომ გენდერული კვოტირება ქალების პოლიტიკური გაძლიერებისთვის კარგი შესაძლებლობაა და არაერთმა განვითარებულმა ქვეყანამ სწორედ ეს გზა გაიარა, რომ პოლიტიკაში გენდერული უთანასწორობა აღმოეფხვრა. „ჩვენი საზოგადოების უმეტეს ნაწილში გამჯდარია, რომ პოლიტიკა კაცის საქმე/სფეროა და აქედან გამომდინარე, აუცილებელია ხელოვნური ღონისძიებები გატარდეს, რომ შევძლოთ ქალთა წარმოჩენა პოლიტიკაში. ბოლნისში კვოტირების შედეგია ის, რომ თუ წინა მოწვევაზე ოთხი ქალი იყო წარმოდგენილი, დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში არჩეულია 8 ქალი, მათგან 4 თანამდებობაზე (საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე და ორი ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე).

გამოწვევების ფონზე, მნიშვნელოვანია პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბრად მონაწილეობდნენ ქალებიც და კაცებიც, რათა პრობლემების გადაჭრისას გათვალისწინებული იყოს ორივე მხარის ხედვა. ქალთა პოლიტიკური გააქტიურება გაზრდის ქალთა უფლებების რეალიზებას და ზოგადად მგონია, რომ ქალები ბევრად პრაქტიკულები, დეტალებზე ორიენტირებულები ვართ, რაც ამა თუ იმ საქმის შესრულებისას მნიშვნელოვანია.“- ამბობს ფერიდე ტვილდიანი.

ნიშნავს თუ არა გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე მეტი ქალი, ქალებისთვის განკუთვნილი პროგრამების ინიცირებას: "არსებობს გენდერული თანასწორობის საბჭო, სადაც საკრებულოს წევრები, სამოქალაქო სექტორი და აღმასრულებელი  ხელისუფლების (მერიის) თანამშრომლები ერთობლივად ვმუშაობთ, თანასწორი გარემოს შექმნისთვის.  ჩვენი
საბჭო წევრები, აქტიურად ვხვდებით ქალებს, ვიკვლევთ მათ საჭიროებებს და ვცდილობთ, მათ მიერ დასმული საკითხების მოგვარებას/ ადვოკატირებას.

გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა ჩართულობის და მათი მონაწილეობის გაზრდის მიზნით, ცვლილება შევიტანეთ „ბოლნისის მუნიციპალიტეტში დასახლებების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 თებერვლის №14 დადგენილებაში“. ცვლილება ითვალისწინებს  - დადგენილების მე-10 მუხლის პირველ პუნქტში დაემატოს ჩანაწერი, რომ საერთო კრება უფლებამოსილია თუ მას ესწრება დამსწრეთა რაოდენობის 30% განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. მადლობა კოლეგებს და ყველა ადამიანს, ვინც ჩემი ეს ინიციატივა მოიწონა, გაიგო მისი მნიშვნელობა და მხარი დაუჭირა. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვთქვით, ამ შემთხვევაში თვითმმართველობამ, ჩვენმა გუნდმა, რომ ქალის ხმა მნიშვნელოვანია და მათი საჭიროებების გადაწყვეტა ერთ-ერთი პრიორიტეტი"- ამბობს ფერიდე
ტვილდიანი.

ფაქტია, რომ გენდერული კვოტის საშუალებით ქალებს წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებში შესვლის შესაძლებლობა მიეცათ. ქალთა „კრიტიკული მასის“ არსებობა ამ ორგანოებში უზრუნველყოფს ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას. 1995 წლის პეკინის დეკლარაცია და სამოქმედო პლატფორმა, ასევე გაეროს კომიტეტის რეკომენდაცია გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნევს პარლამენტში 30%-დან 35%-მდე ქალთა წარმომადგენლობის არსებობას.

იმ ქვეყნების გამოცდილება, სადაც ქალთა წარმომადგენლობა პარლამენტში 30%-ზე მაღალია, ცხადყოფს, რომ არსებული ბარიერების გაქრობა ეფექტური საკანონმდებლო ზომების გატარებას მოითხოვს. გენდერული კვოტა, სწორედ საკანონმდებლო, დროებით ზომას წარმოადგენს ქალთა და კაცთა პოლიტიკაში თანასწორი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.

***

ბლოგი მამზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება 

თათია ფოცხვერაშვილი
ბოლო ამბები
ქალთა მიმართ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაული და მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი კონცეფციები

საქართველოში საკმაოდ მაღალია სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელი, რაც გულისხმობს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ისეთი განზრახი დანაშაულის ჩადენას, რომლის მოტივსაც წარმოადგენს კონკრეტული ნიშნის მატარებლის მიმართ სიძულვილი, შეუწყნარებლობა, ზიზღი თუ სტერეოტიპული დამოკიდებულება

სრულად 
სუპერ გმირი მოძალადე

სუპერ გმირების მოძალადედ გადაქცევა და ქალების პიროვნული კვდომა ნელ პროცესად წარმომიდგენია, და დიახ, მოძალადეებსაც დრო სჭირდებათ, რომ კარგად გამოიკვებონ ქალების თავისუფალი ენერგიით, ფსიქოლოგიურად დასტრესონ, უსუსურობა შეუსისხლხორცონ და დააჯერონ, რომ ზუსტად ასეთი ცხოვრებისთვის დაიბადნენ, რომ დახმარების ხელს არავინ გამოუწვდით.

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი ანალიტიკური სტატიების კონკურსს აცხადებს
სრულად 
 ანაზღაურებადი სტაჟირება ქალთა საინფორმაციო ცენტრში
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურს ბლოგების/ვლოგების/ფოტო რეპორტაჟების შექმნისთვის
სრულად 
 ვაკანსია: სოციალური მედიის მენეჯერი
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ქალთა მიმართ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაული და მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი კონცეფციები

საქართველოში საკმაოდ მაღალია სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელი, რაც გულისხმობს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ისეთი განზრახი დანაშაულის ჩადენას, რომლის მოტივსაც წარმოადგენს კონკრეტული ნიშნის მატარებლის მიმართ სიძულვილი, შეუწყნარებლობა, ზიზღი თუ სტერეოტიპული დამოკიდებულება

სრულად 
სუპერ გმირი მოძალადე

სუპერ გმირების მოძალადედ გადაქცევა და ქალების პიროვნული კვდომა ნელ პროცესად წარმომიდგენია, და დიახ, მოძალადეებსაც დრო სჭირდებათ, რომ კარგად გამოიკვებონ ქალების თავისუფალი ენერგიით, ფსიქოლოგიურად დასტრესონ, უსუსურობა შეუსისხლხორცონ და დააჯერონ, რომ ზუსტად ასეთი ცხოვრებისთვის დაიბადნენ, რომ დახმარების ხელს არავინ გამოუწვდით.

სრულად 
ხშირად მაწუხებდა კითხვა, ოჯახი ხომ სიყვარულით იქმნება, ოჯახში ხო მთავარი სიყვარულია, სად არის ეს სიყვარული ჩემს ოჯახში?!’

ხშირად მაწუხებდა კითხვა, ოჯახი ხომ სიყვარულით იქმნება, ოჯახში ხო მთავარი სიყვარულია, სად არის ეს სიყვარული ჩემს ოჯახში?! დედას და მამას ერთმანეთი სძულდათ და არც იქნება გასაკვირი, რომ არც ჩემს მიმართ ამჟავნებდნენ სიყვარულს

სრულად