გენდერული სიახლეები
რას იტყვის ხალხი? - კითხვა, რომელიც ქალებს ძალადობრივ გარემოში ცხოვრებას აიძულებს
2022-09-09 10:03:06

წლებია საქართველოში უფლებადამცველები სხვადასხვა რესურსის გამოყენებით მაქსიმალურად ცდილობენ  ქალებში ცნობიერება აამაღლონ და საკუთარი უფლებების დაცვა ასწავლონ. შედეგიც სახეზეა, გაიზარდა მიმართვიანობის რიცხვი ძალადობის მსხვერპლთა მხრიდან შესაბამის სამსახურებთან/ორგანიზაციებთან და არაერთმა ქალმა შეძლო საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. მიუხედავად რთული მომენტებისა და დაძაბული პერიოდისა, თავი დააღწიეს გარემოს, რომელიც ტანჯავდა მათ. 

ერთი შეხედვით მშვიდ, გაწონასწორებულ, მხიარულ და მუდმივად მომღიმარ ქალებსაც კი შესაძლოა ვერ შევამჩნიოთ როგორ სტკივათ და აწუხებს თუნდაც ქმრის ან ოჯახის სხვა წევრებისგან მუდმივი ცინიზმი, შიში, დაძაბულობა, შეურაცხყოფა, ჩაგვრა და ა.შ ქალების ნაწილი ძალადობას ცემასთან აიგივებს და ამაყად ამბობს, რომ ის მას არ შეხებია. მეორე ნაწილი კიდევ უფრო მეტ გაურკვევლობაშია და ძალადობის გამართლებას სვხადასხვა მიზეზებით ხსნის. 

"ქალი ისე უნდა მოიქცეს, როგორც ქმარი ეტყვის", "ოჯახს ხომ არ დაანგრევს, რას იტყვის ხალხი", "კარგი ცხენი მათრახს არ დაირტყამს," "ბავშვების გამო ვალდებულია მოითმინოს", -ეს ფრაზები საზოგადოებაში გავრცელებულ მიდგომებს ასახავს, რომლებიც ყველას გვსმენია, თუმცა არანაკლებ საინტერესოა თავად ოჯახში ძალადობის მსხვერპლები როგორ ახმოვანებენ მათი უფლებების დარღვევის ფაქტებს. "ძალიან ვუყვარვარ და ეჭვიანობს, დიდი სიყვარულით მცემს", "ბავშვების გამო იძულებული ვარ გავუძლო სადამდეც შევძლებ", "რომ წავიდე სად წავიდე მშობლებიც არ მიმიღებენ და უარესად გავუბედურდები", პოლიციაშიც რომ დავრეკო და დაიჭირონ, გამოვა ციხიდან და მომკლავს, რომ ვუჩივლე"

 - რატომ?

პასუხი ერთადერთია, ოდესღაც ასე ასწავლეს. მათი შვილებიც იგივე გზას გადიან და მშობლების ასეთ ქმედებას ნორმად იწესებენ. 

ამ ყველაფრის საფუძველი უფრო ადრინდელ პერიოდს უკავშირდება. ქალები საწყის ეტაპზევე არ მიმართავენ შესაბამის ზომებს, როდესაც დაჩაგრეს, დაამცირეს, სცემეს... მოკლედ რომ ვთქვათ, არაფერი გააკეთეს მაშინ, როდესაც იგრძნეს, რომ პატივს აღარ სცემდნენ. 

რა შედის ზომების მიღებაში? მხოლოდ 112-ში დარეკვა არაა გამოსავალი. ქალმა თავად უნდა მოძებნოს ძალები საკუთარ თავში, რაც მას მშვიდად ცხოვრების გზების გაკვალვაში დაეხმარება. ქალი მუდმივად უნდა ზრუნავდეს პიროვნულ განვითარებაზე და ვინმეზე დამოკიდებული არ უნდა ცხოვრობდეს.

ეს უკვე კარგად გაიაზრა ახალმა თაობამ, თუმცა საერთო სურათის შესაცვლელად კიდევ ბევრია სამუშაო. მაგალითად, სოფლად გამოკითხული (ანონიმურად) 200 ქალიდან ერთიც კი არ ამბობს, რომ ოდესღაც ყოფილა ძალადობის მსხვერპლი, ან მის გარშემო რომელიმე ქალის ჩაგვრაზე სმენია. ქალებს აქვთ ინფორმაცია, მაგრამ ნაწილი ისევ დუმილს ამჯობინებს. მიზეზი ისევ იგივეა: "რას იტყვის ხალხი?"

ამასთან, ხშირად ქალს ძალადობრივ გარემოში ცხოვრებას და მოთმინებას "ჭკუის დამრიგებლები" რელიგიური კონტექსტებით აიძულებენ, თუმცა ოჯახის განმარტებას ამ დროს რატომღაც ივიწყებენ და ისევ მოთმინებისკენ მიუთითებენ. "სიყვარული, ერთგულება და პატივისცემა" - თუ აქედან ერთიც გაქრა, ყველა მცდელობა ე.წ. ოჯახის შენარჩუნებაზე, უბრალოდ აზრს მოკლებულია. 

რამდენი ქალი გადაურჩებოდა ტანჯვას, ტკივილს და სიკვდილს, თავის დროზე ხმა რომ ამოეღოთ და  საზოგადოების მხარდაჭერა ეგრძნოთ? რამდენი პოტენციური მოძალადე დაფიქრდებოდა, როდესაც ქალს არა მასზე დამოკიდებულს, არამედ წარმატებულს, გაძლიერებულს, ცვლილებებზე ორიენტირებულს, ინფორმირებულს და მიზანდასახულს დაინახავდა? 

დიახ, გზა ყოველთვის არის.. ეს გზა მოძებნეს ეკამ, ნანამ, ნათიამ, მაიამ და კიდევ არაერთმა ქალმა, რომლებიც ახლა წარმატებული მეწარმეები, იურისტები, მენეჯერები, დიზაინერები თუ სხვა სფეროს სპეციალისტებიც არიან და ამავე დროს დაფასებული მეუღლეებიც. 

***

ბლოგი მამზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

ნინო ჩიბჩიური
ბოლო ამბები
ევროპარლამენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად დაამტკიცა

ლაიენს მხარი 401-მა დეპუტატმა დაუჭირა, 284 წინააღმდეგი იყო, 15-მა კი თავი შეიკავა

სრულად 
რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოს NGO-ებმა და მედიაორგანიზაციებმაც მიმართეს

სარჩლით მოთხოვნილია კანონის გაუქმება, გადაწყვეტილების მიღებამდე კი მისი მოქმედების შეჩერება.

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო პლატფორმის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციები გაიმართება
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს საინფორმაციო მასალების (ბლოგები/ვლოგები/ფოტო ამბები/სტატიები) კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ევროპარლამენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად დაამტკიცა

ლაიენს მხარი 401-მა დეპუტატმა დაუჭირა, 284 წინააღმდეგი იყო, 15-მა კი თავი შეიკავა

სრულად 
რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ გამართულ პირველ პლენარულ სხდომაზე ევროპარლამენტის ახალმა შემადგენლობამ რობერტა მეცოლა 562 ხმით პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩია

სრულად 
სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთო/ოდირმა სამართლებრივი დასკვნა მოამზადა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებით

დასკვნაში დეტალურად არის მიმოხილული საერთაშორისო ვალდებულებები პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიმართულებით, ასევე მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები

სრულად