ქედის მუნიციპალიტეტში „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისათვის" მხარდამჭერი მუნიციპალური ორკომპონენტიანი პროგრამა ამოქმედდა.
პროგრამა ხორციელდება ქედის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC) მხარდაჭერით.
პროგრამის მიზანია ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.
პროგრამა ითვალისწინებს ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირთა ფინანსურ დახმარებას და ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის დაქირავებას (საჭიროებისამებრ). ასევე, ცნობიერების ამაღლებას ტრენინგ-სემინარების საშუალებით.
ბიუჯეტი საწყის ეტაპზე, 6740 ლარს შადგენს.
პროექტი განხორციელდა დანიური არასამთავრობო ორგანიზაცია KVINFO-ს მხარდაჭერით.