გენდერული სიახლეები
ფოტორეპორტაჟი: პოლიტიკოსი ქალები ხაშურის მუნიციპალიტეტში
2022-08-29 15:49:20

დიდი ხანია ქალები ისევ და ისევ იბრძვიან თავიანთი უფლებებისთვის, განსაკუთრებით, პოლიტიკაში თავიანთი თავის წარმოჩენისა და გენდერული გარემოს სამართლიანობისთვის.

დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე საქართველოს მიერ რატიფიცირებული იქნა სხვადასხვა საერთაშორისო დეკლარაცია, კონვენცია, ხელშეკრულება თუ შეთანხმება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს გენდერული თანასწორობა და მისი დაცვა. ჩვენმა
ქვეყანამ მიიღო ბევრი რეკომენდაცია, რომელიც დაკავშირებულია ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობასთან.

საქართველოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა იზრდება, მაგრამ ეს პროცესი საკმაოდ ნელა მიმდინარეობს. ამის მიუხედავად, მნიშვნელოვანია ის, რომ პოლიტიკაში ჩართული ქალები ამსხვრევენ დამახინჯებულ და დისკრიმინაციულ სტერეოტიპებს, მოტივაციას აძლევენ სხვა ადამიანებს.

წარმოგიდგენთ ხაშურის მუნიციპალიტეტის ქალ პოლიტიკოსებს, რომლებიც არ არიან მხოლოდ პოლიტიკოსები, ან მხოლოდ დედები და ა.შ.

ეკატერინე პაპუაშვილი პროფესიით ბუღალტერია და ამავე სფეროში დასაქმებული. ის არის ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და დატვირთული დღის რეჟიმის მიუხედავად, ორივე სფეროში წარმატებით მოღვაწეობს და მისთვის ერთი მეორეს ხელს არ უშლის. საკრებულოს ეგიდით მუშაობს ქალთა უფლებებზე და მათ ჩართულობაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ფარგლებში.

ელენე ნოზაძე სოფელ ალში ცხოვრობს, ჰყავს სამი შვილი და აქვს სოფლის მეურნეობა. ის არის ხაშურის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს წევრი. ქალბატონი ელენე ყოველთვის აქტიური და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართული ადამიანი იყო. ამიტომ
პოლიტიკა მისთვის ბუნებრივი მდგომარეობა აღმოჩნდა, თუმცა, ამის მიუხედავად, მას პოლიტიკოსობასთან ერთად შეუძლია იყოს კარგი დედა და მეურნეც - „საკრებულოს წევრობას აქვს დადებითი მხარე, ხალხის პრობლემები უფრო მარტივად მივიტანო
დანიშნულების ადგილამდე“ - ამბობს ის.

მაყვალა მაისურაძე ხაშურში არის ოჯახის ექიმი. ამ პროფესიას ნამდვილად არ შეუშლია ხელი მისთვის ჩართულიყო პოლიტიკურ ცხოვრებაში და ის ასევე არის ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი. მისი პროფესია ეხმარება, როგორც პოლიტიკოსს ასპარეზზე გაიტანოს საჭირო და მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომელიც ეხება ჯანდაცვას.

ნინო ლიპარტელიანი 2020 წლიდან არის გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მუდმივი პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე. პარალელურად თანამშრომლობს თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტთან. დღეს ის ხაშურის მუნიციპალიტეტში არის საკრებულოს თავმჯდომარე. ქალბატონი ნინო მრავალი ახალი ინიციატივისა და გადაწყვეტილების სათავეში დგას. ამ ყველაფრის მიუხედავად ის აქტიურადაა ჩართული ოჯახურ ცხოვრებაშიც.

ლელა ხარატიშვილი პროფესიით პედაგოგია. 2021 წლიდან გახდა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი პროპორციული სიით. მართალია, პოლიტიკაში ყოფნამ გაზარდა ვალდებულებები და პასუხისმგებლობა, მაგრამ განსაკუთრებული მხარდაჭერა აქვს ოჯახისგან. მისი სურვილია, ყველა იმ ქალისთვის, ვინც სტერეოტიპულ დამოკიდებულებების მსხვერპლია გახდეს მაგალითი, რომ შესაძლებელია ერთდროულად იყო კარგი დედაც და წარმატებული ქალი პოლიტიკოსიც.

ირინე გელაშვილი ერთ-ერთი პირველი ქალი პოლიტიკოსია ხაშურის მუნიციპალლიტეტში და დღესაც აქტიურად განაგრძობს ამ სფეროში თავისი წვლილის შეტანას. ის სოციალური მიმართულებითაც მუშაობდა. მუნიციპალურ პროგრამაში შეტანილი აქვს ისეთი პუნქტებიც, რითიც სარგებლობენ მრავალშვილიანი ქალბატონები, ძალადობის მსხვერპლი ქალები. დღეს არის ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.

მარინე დიდებულიძე პროფესიით ინჟინერ-ეკონომისტია. დღეს ის ხაშურის მუნციპალიტეტის სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარეა. პოლიტიკასთან ერთად მონაწილეობს უამრავ კულტურულ თუ საქველმოქმედო პროგრამებსა და ღონისძიებებში. ქალბატონი მარინესთვის პოლიტიკა არაა დაბრკოლება, რომ აქტიურად ჩაერთოს საოჯახო ცხოვრებაშიც.

თათია ბროლიძე პროფესიით სოციოლოგია. პოლიტიკაში ის წარმოდგენილია, როგორც სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. თათიასთვის პოლიტიკა აღმოჩნდა შესაძლებლობა ბევრი სტერეოტიპული შეხედულება გადაელახა. მისი პროფესია ეხმარება კვლევების ჩატარებაში,სტატისტიკის წარმოებასა და საჭიროებების გამოვლენაში. აღნიშნავს, რომ არ დაიღლება ხმამაღლა ისაუბროს ქალების შესაძლებლობებზე, უფლებებსა და მათი როლიას აუცილებლობაზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

***

ფოტორეპორტაჟი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

მარიამ ლომიძე
ბოლო ამბები
ბოლო არჩევნებზე ნახევარი მლნ ქალი არ მივიდა - როგორ ჩავრთოთ ემიგრანტები ხმის მიცემის პროცესში?

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე და შემოვიდა 205 857 მოქალაქე 

სრულად 
საქსტატი: 2023 წელს, წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა

2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5 პროცენტით გაიზარდა და 205 857 კაცი შეადგინა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ბოლო არჩევნებზე ნახევარი მლნ ქალი არ მივიდა - როგორ ჩავრთოთ ემიგრანტები ხმის მიცემის პროცესში?

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე და შემოვიდა 205 857 მოქალაქე 

სრულად 
ქალთა მოძრაობამ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარში გამართა

ქალთა მოძრაობა ამბობს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველ 53% ქალს "რუსული კანონით" ვერ გააჩუმებენ და ეს კანონი ეხება ყველა ქალს

სრულად 
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად