გენდერული სიახლეები
ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა - რას შეცვლის მეტი ქალი პოლიტიკაში?
2022-07-20 10:06:52

ჩვენ გვჭირდება ხშირად და დაუღალავად ვისაუბროთ იმაზე, თუ რამდენად დიდ ზიანს გვაყენებს ქალების გამოუყენებელი შესაძლებლობები და ხედვა. საბედნიეროდ, გვაქვს რამდენიმე ქვეყნის მაგალითი, სადაც გაზრდილია ქალთა წარმომადგენლობა პოლიტიკაში, თუმცა თითზე ჩამოსათვლელია მათგან მმართელ პოზიციებზე მყოფი ქალების რიცხი.

საქართველოში გენდერულმა კვოტამ გავლენა მოახდინა ქალების პოლიტიკაში ჩართულობაზე, თუმცა ეს კვლავ არაა საკმარისი, რადგან რეალური პრობლემები ისევ არსებობს, ქალებს ისევ ორმაგი ბრძოლა უწევთ პოლიტიკაში ჩასართავად და მითუმეტეს, გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე გადასვლა. საზოგადოებას კვლავ უჭირს იმის გააზრება, თუ რატომ გვჭირდება მეტი ქალი პოლიტიკაში, რას შეცვლიან ისინი და ზოგადად რას მოუტანს ეს ქვეყანას.

ჩვენ გვჭირდება მეტი გულწრფელი პოლიტიკოსი, რომლებიც ქალების სახით შეგვიძლია გვყავდეს.

ქალებს შეუძლიათ წინა პლანზე გამოიტანონ და მხარი დაუჭირონ იმ საკითხებს, რომლებსაც სხვები ეწინააღმდეგბიან ან უგულებელყოფენ, საკითხებს, რომელთა სიღრმეებშიც უჭირთ ჩასვლა კაცებს. ამის გამო საზოგადოებაში არსებობს უნდობლობის განცდა. ლოგიკურია და რაც მთავარია, აუცილებელი, თუ ხარ გადაწყვეტილების მიმღები, სრულად უნდა ცნობდე და გესმოდეს იმ პრობლემის არსი, რის მოგვარებასაც უწყობ ხელს ამ გადაწყვეტილებით.

მნიშვნლოვანია, რომ ქალების ყოფნა პოლიტიკაში დადებით გავლენას მოახდენს ჯანდაცვისა და განათლების მიმართულებით. ჩვენი კულტურული ფესვებიდან გამომდინარე უმეტესად ქალები არიან ჩართული საოჯახო საქმეებში, ბავშვების აღზრდაში, მათ ჯანმრთლობასა და განათლებაზე ზრუნვაში, ისინი მეტად ცნობენ ყველა იმ საჭიროებას, რაც ამ ყველაფერს გააუმჯობესებს. ამასთან ერთად, ნაკლებად მონაწილეობენ საზოგადოებრივ საქმიანობაში. ამიტომ მხოლოდ გენდერულად დაბალანსებულ პოლიტიკას შეუძლია ჩაწვდეს სიღრმეებს. მხოლოდ კაცების თვალით დანახული გამოსავალი არაა საკმარისი საზოგადოების ნდობის მოსაპოვებლად და მათ ჩასართავად ყოველდღიურობის გაუმჯობესებაში.

პოლიტიკოსი ქალები გააძლიერებენ იმ რეგიონებს, სადაც ქალები მხოლოდ პოლიტიკის მაყურებლები არიან.

რეგიონებში ქალებს ნაკლები საშუალება აქვთ გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები და აქ მათ ორმაგი ძალისხმევა სჭირდებათ პოლიტიკაში ჩასართვად. მათ ჯერ უწევთ ოჯახის დარწმუნება, შემდეგ საზოგადოების და ამის შემდეგ პოლიკური ნებაც კი ფორმალური აღმოჩნდება ხოლმე. უამრავი კვლევა არსებობს იმაზე, რომ კაცების დაწინარეურებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა უფრო დიდია, ვიდრე ქალებისა. ეს მაჩვენებელი რეგიონებში კიდევ უფრო მეტია. ქალისა და კაცის საჭიროებები მკვეთრად განსხვავებულია ერთმანეთისგან და როგორც წესი, პოლიტიკა უმთავრესად მხოლოდ კაცების შეხედულებებიდან გამომდინარე პროგრესირებს. ამიტომ აუცილებელია გაჩნდეს რეალური შესაძლებლობები ჩაერთონ ქალები პოლიტიკაში და სახელმწიფომ გაიზიაროს მათი ხედვა და შეხედულებები.

მეტი ქალი პოლიტიკაში ხელს შეუწყობს ქალების მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულებების აღმოფხვრას, ცნობიერების ამაღლებასა და პატრიარქალური დამოკიდებულებების შეცვლას, რაც კიდე უფრო მეტად იგრძნობა პატარა ქალაქებსა და სოფლებში.

ქალთა თანაბარი მონაწილეობა პოლიტიკაში აუცილებელია ძლიერი და სამართლიანი დემოკრატიის ჩამოყალიბებისთვის.

ლოგიკური, სამართლიანი და აუცილებელია იმ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის ნახევარზე მეტს ქალები შეადგენენ და ქვეყანაში, სადაც „დემოკრატიას ვაშენებთ“, კანონმდებლობის შექმნაში მონაწილეობდეს ქალიც და კაციც, თუ გვინდა ეს დემოკრატია იყოს რეალური, ძლიერი და სამართლიანი.

პოლიტიკოსი ქალების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ასახავს ოჯახებისა და ქალების პრიორიტეტებს, ცხოვრების ხარისხს. ყველა თანხმდება, რომ ძლიერი ოჯახი განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკას, კულტურას და პოლიტიკასაც. ცხადია, ქალთა წარმომადგენლობა არაა ერთადერთი ფაქტორი დემოკრატიის განვითარებისთვის, მაგრამ ის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.

გენდერულად მგრძნობიარე, როგორც საზოგადოება, ისე პოლიტიკა, განსაზღვრავს სწორ პროცესებს სწორი მიმართულებით. ესაა საჭიროება, რომელსაც მოითხოვს ყოველდღიურობა და ზოგადად ქვეყნის მომავალი. 


***

ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

მარიამ ლომიძე
ბოლო ამბები
უდიდესი საპროტესტო ტალღის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო რუსული კანონი

უდიდესი საპროტესტო ტალღის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო რუსული კანონი, რომელმაც რუსეთში გააქრო დემოკრატიული ინსტიტუტები და გაამყარა ვლადიმერ პუტინის რეჟიმი

სრულად 
სამოქალაქო ორგანიზაციები: 17:00-ზე ყველას გელოდებით პარლამენტის უკან

სამოქალაქო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას აკეთებენ და საზოგადოებას 5 საათზე პარლამენტთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ბოლო არჩევნებზე ნახევარი მლნ ქალი არ მივიდა - როგორ ჩავრთოთ ემიგრანტები ხმის მიცემის პროცესში?

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე და შემოვიდა 205 857 მოქალაქე 

სრულად 
ქალთა მოძრაობამ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარში გამართა

ქალთა მოძრაობა ამბობს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველ 53% ქალს "რუსული კანონით" ვერ გააჩუმებენ და ეს კანონი ეხება ყველა ქალს

სრულად 
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად