მიღწევები
მშვიდობის მშენებლობის მეთოდების განვითარება სამხრეთ კავკასიაში
2022-06-30 10:19:54
 

2021-2022 წლის პერიოდში, რეგიონალური საექსპერტო დისკუსიების "მშვიდობის მშენებლობის მეთოდების განვითარება სამხრეთ კავკასიაში" 9 რაუნდი გაიმართა. დასკვნითი შეხვედრა 2022 წლის 16-19 აპრილს თბილისში, საქართველოში ჩატარდა.

შეხვედრებს ესწრებოდნენ: სამხრეთ კავკასიის 3-მი ქვეყნის ექსპერტები, აკადემიური წრის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ექსპერტთა დისკუსიების მონაწილეებმა განიხილეს ყარაბაღში 44 დღიანი ომის შემდეგ რეგიონში არსებული მდგომარეობა და მოვლენების განვითარების სცენარები; გაანალიზეს დაძაბულობის ახალი კერების გაჩენის შესაძლო რისკები და რეგიონში ინოვაციური მიდგომების გამოყენების საშუალებით, საერთო საფრთხეების გამოვლენისა და  უსაფრთხოების სისტემის შექმნის შესაძლებლობები.

შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ექსპერტთა დისკუსიების გაგრძელებისა და საბოლოო ჩარჩო- დოკუმენტის შემუშავების აუცილებლობას, რომელშიც შევა რეკომენდაციები საფრთხეების შემცირებისა და ჰუმანიტარული, სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო განზომილებებში ნდობის აღდგენის გაზრდის საკითხების შესახებ .

დოკუმენტი გადაეცემა განსახილველად ძირითად მოთამაშეებს/დაინტერესებულ მხარეებს: ეროვნულ მთავრობებს, საერთაშორისო, საქველმოქმედო, დონორი ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი მოძრაობების წარმომადგენლებს.

საექსპერტო დისკუსიები ჩატარდა შავი ზღვის რეგიონული თანამშრომლობის ფონდისა  (BSТ) და აშშ-ის მარშალის გერმანული ფონდის (GMF)  პროექტის ხელშემწყობით, ევროკომისიის დაფინასებით.

მომზადებული ვიდეო რგოლის მთავარი მიზანია, პროექტის ფარგლებში შექმნილი სამშვიდობო პლატფორმისა და მისი მონაწილეების გზავნილებისა და რეკომენდაციების პოპულარიზაცია, რომელიც მიმართულია რეგიონში კონფლიქტების მოგვარებასა და საერთო, მშვიდობიანი სამხრეთ კავკასიის შექმნისკენ.

ვიდეო-რგოლი მომზადებულია @GVCproduction-ის მიერ.

 

 

ბოლო ამბები
ევროპარლამენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად დაამტკიცა

ლაიენს მხარი 401-მა დეპუტატმა დაუჭირა, 284 წინააღმდეგი იყო, 15-მა კი თავი შეიკავა

სრულად 
რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოს NGO-ებმა და მედიაორგანიზაციებმაც მიმართეს

სარჩლით მოთხოვნილია კანონის გაუქმება, გადაწყვეტილების მიღებამდე კი მისი მოქმედების შეჩერება.

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო პლატფორმის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციები გაიმართება
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს საინფორმაციო მასალების (ბლოგები/ვლოგები/ფოტო ამბები/სტატიები) კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
მოჭიდავე მირანდა კაპანაძე ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია

კაპანაძემ ნოვი სადში 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ოზლემ გურსოი დაამარცხა და ქალთა ჭიდაობაში საქართველოსთვის ისტორიული მედალი მოიგო

სრულად 
ქართველი რეჟისორი, სალომე ჯაში, ბერლინის ხელოვნების აკადემიის ჯილდოს გამარჯვებულია

ბერლინის ხელოვნების აკადემია ყოველწლიურად გასცემს პრიზებს და სტიპენდიებს განსაკუთრებული შემოქმედებითი მიღწევებისთვის და ხელოვანების მხარდაჭერისა და განვითარებისათვის

სრულად 
21 წლის ასმარ ნურიევა ამერიკული United Airlines-ის პილოტი გახდა

21 წლის ასმარ ნურიევა გარდაბნიდან ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უდიდესი ავიაკომპანიის United Airlines-ის პილოტი გახდა. ინფორმაციას აქტივისტი სამირა ბაირამოვა ავრცელებს.

სრულად