ღონისძიებები
ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურს ბლოგების/ვლოგების/ფოტო რეპორტაჟების შექმნისთვის
2022-05-16 09:30:15

ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“, ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-ს და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება,  აცხადებს კონკურსს ბლოგების/ვლოგების/ფოტო რეპორტაჟების შექმნისთვის.

პროექტი ხაშურის, ბოლნისის, ქედას, ზუგდიდის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში ხორციელდება და მისი ძირითადი მიზანია გენდერული სამართლიანობის გაუმჯობესება საქართველოში ქალთა ლიდერობისა და პოლიტიკური მონაწილეობის სფეროებში.  

საინფორმაციო მასალა უნდა ეხებოდესშემდეგ თემებს:

  • ქალი პოლიტიკოსების წარმოჩენა ადგილობრივ დონეზე;
  • მუნიციპალურ დონეზე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშემშლელი ფაქტორები და კარგი პრაქტიკები;
  • ნეგატიური გენდერული სტერეოტიპები; 
  • ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მავნე პრაქტიკები.

კრიტერიუმები, რომელსაც კონკურსში მონაწილეობის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს:

  • ბლოგის ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 2 გვერდს;
  • ვლოგები არ უნდა იყოს 2 წუთზე მეტი;
  • ფოტო რეპორტაჟებს უნდა ერთვოდეს ნარატიული აღწერილობები;
  • საინფორმაციო მასალები სპეციალურად ამ კონკურსისთვის უნდა იყოს მომზადებული და არ უდნა იყოს გამოქმეყნებული სხვა საინფორმაციო არხზე.

კომპეტენტური კომისია გამოავლენს 4-5 საუკეთესო საინფორმაციო მასალას.

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 20.11.2022 წელი.

გამარჯვებული საკონკურსო ნამუშევრების ავტორები ფულადი თანხით დაჯილდოვდებიან. ჯილდოს თანხა- 300 ლარი საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო მოსაკრებლის ჩათვლით.

დაინტერესებულმა პირებმა კრიტერიუმების შესაბამისი პროდუქტი(ბლოგი) უნდა გაგზავნოს შემდეგ მეილებზე: wicge.org.11@gmail.com; mariam.dzagnidze@gmail.com; office@ginsc.net  

წერილში გთხოვთ მიუთითოთ ავტორის: სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია და ასევე გამოაგზავნოთ ავტორის ფოტო სურათი. 

ბოლო ამბები
ქალები პოლიტიკურ პროცესებში: ქართული დემოკრატიის დაუძლეველი ბარიერები

ქალები პოლიტიკურ პროცესებში: ქართული დემოკრატიის დაუძლეველი ბარიერები - საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით,  ყოველწლიური დემოკრატიიის კონფერენცია გაიმართა

სრულად 
8 წლის მარიამ რეხვიაშვილი ევროპის საჭადრაკო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა

8 წლის მარიამ რეხვიაშვილი ევროპის საჭადრაკო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ჯამში საქართველოს ნაკრები ალბანეთიდან 8 მედლით ბრუნდება

სრულად 
 ღონისძიებები
 „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ თბილისის ცენტრალურ ლოკაციაზე მდებარე სასტუმროებისთვის აცხადებს ტენდერს
სრულად 
 ფოტოკონკურსი „ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან“
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი ანალიტიკური სტატიების კონკურსს აცხადებს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
„ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ თბილისის ცენტრალურ ლოკაციაზე მდებარე სასტუმროებისთვის აცხადებს ტენდერს

ღონისძიება ხორციელდება პროექტის ფარგლებში - „ქალები და ახალგაზრდები ქალები მშვიდობა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“

სრულად 
ფოტოკონკურსი „ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან“

ფოტოკონკურსის მიზანია ქალების/გოგოების უფლებებისთვის და გენდერული თანასწორობისთვის მებრძოლი ქალებისა და გოგოების წარმოჩენა

სრულად 
ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს

საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 3 მარტი. გამარჯვებულ 3 ნამუშევარს ქალთა საინფორმაციო ცენტრის გუნდი გამოავლენს, შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით. 

სრულად