ღონისძიებები
ვაკანსია: სოციალური მედიის მენეჯერი
2022-05-03 12:40:04

"ქალთა საინფორმაციო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

"ქალთა საინფორმაციო ცენტრი" (WIC) არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 2000 წლიდან მუშაობს ქალთა უფლებების, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საკითხებზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული.

ძირითადი მოვალეობები:

** სოციალური მედია სტრატეგიისა და კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
** სოციალური მედია არხის (facebook, Instagram, Twitter, Linkedin ) განვითარება და მართვა;
** კონტენტის შემუშავება;
** სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა
** სოციალური მედიისთვის პოსტერების შექმნა;
** მომხმარებლებთან სწრაფი და ადეკვატური კომუნიკაცია სოც. ქსელების მეშვეობით - კომენტარებზე გამოხმაურება, მესიჯები, მნიშვნელოვანი საკითხების გამოყოფა
** ყოველთვიური რეპორტინგი;
** Benchmark-ების შემუშავება, ანალიზი და შესაბამისი რეპორტინგი
** Benchmark-ების შესაბამისად აუდიტორიის, წვდომის, გამომწერების და ინგეიჯმენტის ზრდა
** სამიზნე სარეკლამო აუდიტორიების ჩამოყალიბება და რეკლამირება (FB/Insta).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ციფრული მარკეტინგის მიმართულებების, ძირითადი ინსტრუმენტების ცოდნა;
** ქოფირაითის პრინციპებისა და ტექნიკების ცოდნა;
** სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი და სოციალური მედიის გვერდების ზრდის/განვითარების გამოცდილება
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა (ინგლისური -C1)
** შემოქმედებითი ხედვა, კრეატიულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** FB/Insta აუდიტორიების ტარგეტირების და რე-ტარგიტერების (Pixel) გამოცდილება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ სამოტივაციო წერილი და პორტფოლიო ელ-ფოსტაზე:

office@ginsc.net და tn.chikovani@gmail.com.

გთხოვთ, სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადი მიიღება 2022 წლის 20 ივნისის ჩათვლით. 

ბოლო ამბები
ჭიათურის საჭადრაკო დარბაზს ნანა იოსელიანის სახელი მიენიჭა

ჭიათურის საჭადრაკო დარბაზს გამოჩენილი ქართველი მოჭადრაკე ქალის, ნანა იოსელიანის სახელი მიენიჭა

სრულად 
უფლებადამცველი ქალი მარნეულიდან თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს

სამირა ბაირამოვა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს დედაქალაქის ქუჩებისთვის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალების სახელების მინიჭების თხოვნით მიმართავს

სრულად 
 ღონისძიებები
 ფოტოკონკურსი „ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან“
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი ანალიტიკური სტატიების კონკურსს აცხადებს
სრულად 
 ანაზღაურებადი სტაჟირება ქალთა საინფორმაციო ცენტრში
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ფოტოკონკურსი „ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან“

ფოტოკონკურსის მიზანია ქალების/გოგოების უფლებებისთვის და გენდერული თანასწორობისთვის მებრძოლი ქალებისა და გოგოების წარმოჩენა

სრულად 
ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს

საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 3 მარტი. გამარჯვებულ 3 ნამუშევარს ქალთა საინფორმაციო ცენტრის გუნდი გამოავლენს, შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით. 

სრულად 
ქალთა საინფორმაციო ცენტრი ანალიტიკური სტატიების კონკურსს აცხადებს

ქალთა საინფორმაციო ცენტრი, პროექტის ფარგლებში “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში", იწვევს ახალგაზრდა ანალიტიკოსებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

სრულად