გენდერული სიახლეები
ქალთა საინფორმაციო ცენტრის შეხვედრა მუნიციპალიტეტებთან 
2022-04-29 15:12:51

2022 წლის 29 აპრილს ქალთა საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით გაიმართა ონლაინ შეხვედრა საქართველოს ხუთი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან. 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ხაშურის, ბოლნისის, ქედას, ზუგდიდის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები. 

შეხვედრა მიმდინარეობდა პროექტის, „ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“, ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-ს და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. 

სამწლიანი პროექტის  ძირითადი მიზანია გენდერული სამართლიანობის გაუმჯობესება საქართველოში ქალთა ლიდერობისა და პოლიტიკური მონაწილეობის სფეროებში.  პროექტის ფარგლებში ქალთა საინფორმაციო ცენტრი შემდეგი კონკრეტული მიზნების რეალიზებისათვის იმუშავებს მუნიციპალიტეტებთან:


•    გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე;
•    ქალების გაძლიერება მუნიციპალური პოლიტიკის ფორმირების, განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში;
•    ქალი პოლიტიკოსების წარმოჩენა ადგილობრივ დონეზე;
•    ნეგატიური გენდერული სტერეოტიპების, ქალთა მიმართ ძალადობის მავნე პრაქტიკის თაობაზე ადგილობრვი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება. 

ბოლო ამბები
რას ვირჩევ?!  

სტიგმა, სტერეოტიპი, ჩარჩო - ესეც ჩვეულებრივმა, მოკვდავმა ადამიანებმა გამოიგონეს საკუთარი უმოქმედობის გასამართლებლად, დღესაც არსებობს, მაგრამ ჩვენ ვირჩევთ, სად გავინაპიროთ და სად დინების საწინააღმდეგ ვიაროთ. 

სრულად 
„გოგოა და ქმარი მიხედავს“ - რა მოაქვს გენდერულ სტერეოტიპებს, რომელიც ამ დრომდე თაობიდან თაობაში გადადის?

რატომ უნდა აღმიქვამდეს თუნდაც საზოგადოების ნაწილი მანქანად, რომელსაც ბავშვების გაჩენის გარდა არაფერი ევალება, რატომ არ უნდა შემეძლოს გავთხოვდე მაშინ, როდესაც მინდა? 

სრულად 
 ღონისძიებები
 ანაზღაურებადი სტაჟირება ქალთა საინფორმაციო ცენტრში
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურს ბლოგების/ვლოგების/ფოტო რეპორტაჟების შექმნისთვის
სრულად 
 ვაკანსია: სოციალური მედიის მენეჯერი
სრულად 
 სატრენინგო ციკლი ე.წ ადმინისტრაციო სასაზღვრო ზოლთან მცხოვრები ქალებისთვის
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
რას ვირჩევ?!  

სტიგმა, სტერეოტიპი, ჩარჩო - ესეც ჩვეულებრივმა, მოკვდავმა ადამიანებმა გამოიგონეს საკუთარი უმოქმედობის გასამართლებლად, დღესაც არსებობს, მაგრამ ჩვენ ვირჩევთ, სად გავინაპიროთ და სად დინების საწინააღმდეგ ვიაროთ. 

სრულად 
„გოგოა და ქმარი მიხედავს“ - რა მოაქვს გენდერულ სტერეოტიპებს, რომელიც ამ დრომდე თაობიდან თაობაში გადადის?

რატომ უნდა აღმიქვამდეს თუნდაც საზოგადოების ნაწილი მანქანად, რომელსაც ბავშვების გაჩენის გარდა არაფერი ევალება, რატომ არ უნდა შემეძლოს გავთხოვდე მაშინ, როდესაც მინდა? 

სრულად 
"სახლის საქმეები, ბავშვები, სადილი, სად გვაქვს ამდენი დრო" - რატომ არ ისმის ქალის ხმა სოფლად? 

"არც ვიცით კრებას სად და როდის ატარებენ, ან რა თანხა დაიხარჯება ჩვენი სოფლისთვის და რისთვის", "კარდაკარ დადიან და ხელს გვაწერინებენ უკვე გადაწყვეტილ საკითხებზე", "მთავარია რამე გაკეთდეს და რაშიც უნდა დახარჯონ ფული" - ინფორმაციის ნაკლებობა სოფლად მცხოვრებ ქალებში აშკარაა 

სრულად